-სად ხარ?
-ეზოში
-რას აკეთებ ეზოში ამ შუაღამეზე?
-ძაღლს ვასეირნებ!!!
-კარგი, ადი ჩაიცვი, 10წუთში გამოგივლი და მიუზიქ ჰოლში მივდივართ
- რა ვაკეთო, მეზარება
- ის რასაც აკეთებდი გუშინწინ, იმის წინ და სხვა დროსაც – იცეკვო
- დღეს მეზარება, არ ვარ ფორმაში
- არ ვიცოდი ცეკვას თუ ფორმაში ყოფნა უნდოდა
- გადაღლილი ვარ, და რაღაც ბონძღურად გამოვიყურები
- მიდი, მიდი ჩაიცვი, გავიდა დრო, 10 წუთში მანდ ვარ
- ხო კაიი, ვინები მივდივართ?
- მე, შენ, კასპერა და ლილიკო
- ლილიკოოოოოოოოოოო
FFFFFF, (ლილიკო კასპერას საცოლეა, based on love story- რომელიც რაღაც საზიზღრად დაიწყო) კოკა არ მოდის?
- კოკას სტუმრები ყავს საბერძნეთიდან
- ხოოო, რა თქმა უნდა, კოკას და რომელიც საბერძნეთში გათხოვდა, ბერძენი სიძე, მსუქანი ბერძენი დედამთილი და გულისამრევი ბერძენი მამამთილი. ტეხავს კოკას გარეშე
– კაი, მიდი, მიდი დროზე, მოვდივარ უკვე
********************
– დედაა, ძაღლი ჩაიბარე, მე სასწრაფოდ ვიცმევ და მუზიქ ჰოლში მივდივარ
– დღესააააააააააც? ძალიან ბევრს დადიხარ
– კარგი რააააა დედა, ნუ დაიწყებ ეხლა. ხო იცი ვისთან ერთადაც დავდივარ და რა პრობლემას ქმნი. მომივლიან, მომხედავენ, უყურადღებოდ არ დამტოვებენ. თან ამჯერად ლილიკოც მოდის
– როდის მოხვალ?
– კარგი რააა დედა, შაბათობით ნუ მისვამ მაგ შეკითხვას რაააააააა… შევტანხმდეთ რომ შაბათის ღამე არის ჩემი, დილით არსად წასასვლელი არ ვარ. როცა მინდა მოვალ რაა. შენ რა გინდა დაიძინე გემრიელად
– რა დამაძინებს, დაეთრევი სადღაც
– ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ, არაფერსაც არ დავეთრევი. რა ჩემი ბრალია შენს ახალგაზრდობაში კლუბები რო არ არსებობდა და არ იცი რა მაგარია კლუბში ბოლო ხმაზე მუსიკაზე ცეკვა …
- ამდენი ცეკვა არ გაიგია მე, რითი მიდიხარ?
- ბექა მოდის მანქანით, გზაშია უკვე
- მით უარესი, უნდა დალიოს და უკანა გზაზე მთვრალი დაჯდეს ხო? თქვენ მე მომკლავთ…
- არა დედა, უკვე 2 კვირაა გეუბნები რო არ სვამს, რით ვერ დაიჯერე ვააააა. არ სვამს და კიდევ 1 თვე არ დალევს. დალევას რო დაიწყევს ტაქსებით ვივლით ხოლმე
- თავქარიანები ხართ, გართობის და ხტუნვის მეტი არაფერი არ გადარდებთ, დროზე მოდი სახლში არ მანერვიულო
- კარგი დედა, აი რეკავს, მოვიდა, ჩავედი მე

- რას დალევ?
- კაპირუსკას
- დაგბრიდავს გოგო ამდენი ციტრუსი, გაყვითლდები
- შენ ნუ დარდობ, ყვთელიც ესეთივე საყვარელი ვიქნები
მუზიჰ ჰოლი ხალხითაა სავსე, ჩვენ როგორც ყოველთვის თეთრ დივნებზე ვსხედვართ და სანამ კუთვნილ ალკოჰლს შევირგებთ ვსაუბრობთ და გოგოებს ვათვალიერებთ. მეც, ტქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო 2 წელია ბექას და კასპერას გარეშე მგონი ფეხი არ გამიდგანს არსად, ხანდახან მგონია რო მეც თავისი ძმაკაცი ვგონივარ ხოლმე
ხოდა მივეჩვიე ყველაფერს ბიჭურს, მაგალითად გოგოების “გაშიფვრას”, მათი ტანების კრიტიკას, ჩაცმულობის და ცეკვის მანერის კრიტიკას. გამოხედვით გამოცნობას თუ “რა ჩიტია” და ასე შემდეგ. ხოდა მეც ისე გავიწვრტენი რო იქეთ ვჯობივარ ხოლმე “ნაშობის” გაჭორვაში კასპერასაც, ბექასაც და კოკასაც. კოკაც უმეტესად ჩვენთან ერთად არის ხოლმე.
ლილიკო ზის კასპერასტან ჩახუტებული, თვით კდემამოსილების განსახიერებას წარმოადგეს
არადა მე და ბექამ ხო კარგად ვიცით რა ჩიტიცაა, ალბათ კასპერამაც იცის და არაფერს ამბობს, უყვარს ძალიან მაგრად. შორს არ არის ის დღე მაგათი ქორწილი რომ დაინიშნება, მე და ბექამ ზუსტად ვიცით.
კასპერას ზურა ქვია (ამის მერე ზურად მოვიხსენიებ) და ჩვენ სამივენი უნივერსიტეტის მეგობრები ვართ, წლებია უკვე ვმეგობრობთ და ბოლო 2 წელია კი საერთოდ სულ ერთად ვართ თითქმის. 2 უსიმპატიურესი ბიჭი და მე- ერთი გაჩხიკული გოგო, ზედ არავინ შემოგხედავს თუ ცოტა ძუძუები და ტრაკი არ მოიზარდეო, სისხლს მიშრობს ეს ორი. აბა ლილიკოს კი აქვს კარგად მოზრდილი, ტრაკიც და ბაყვები, ერთმანეთზე რო გადაიდებს ერთ მთლიან კატას დამალავს შიგნით უპრობლემოდ
(to be continued)







როდის იქნება გაგრძელება?
ძალიან საინტერესო დასაწყისია
უცებ ჩავიკითხე ერთი ამოსუნთქვით
გაგრძელებას მოვითხოვ რაც შეიძლება მალე
ხვალ დავწერ გაგრძელებას
მაგრამ STAY AWAY !!!
MDMA – საშინელი ნარკოტიკია
სად ვარ?
აი ახლა ისე მცხელა რომ აკოს ცივი ყავა გააააააასწორებდა შენთან ერტად.. უუF. მინდა. ტემპერატურა ვერ დავიგდე ორგანიზმის , გავგიჟდი რაა/
antimelancholy
აუ ხოოოოოოო
დღემდე მაბოდებს მაგ ყავაზე
და ვერ დავკერე დიმა რო წავიდეთ
და ეხლა ვერ ვკერავ რო ჩავიდეს და ჩიპსები ამომიტანოს
რა მაგრად არის დაწერილიიიი
შენია თაა? თუ თარგმანია ესეც?
მოუთმენლად ველი გაგრძელებას
საინტერესო დასაწყისია
კარგად იკითხება, ერთი ამოსუნთქვით