როცა ქმარს შია

:D :D :D

სათაური ზუსტად შეესაბამება შინაარსს :)

როდესაც ვიკიკო აგარაში გავუშვით ორივე ბებიასთან ერთად, დღის წესრიგში საკმაოდ სერიოზული საკითხი დამიდგა

“რა ვაჭამო დიმას სამსახურიდან რომ მოვა?”

ცნობილი ფაქტია რომ საჭმელების კეთებას ვერ ვიტან, არ ვიცი და საერთოდ სამზარეულოსთან ჩემი შეხება ყავის ინგრედიენტებით შემოიფარგლება …

მე პირადად ეგ საკითხი არ მაწუხებდა, 3 საათზე სამსახურში ვჭამ და სრულიად საკმარისია ჩემთვის, მთავარია საზამთრო მქონდეს სახლში – საჭმელი არც კი გამახსენდება …

თავიდან იოლად გავედით – ხან პიცერიებში, ან სად და ხან ად ვჭამდით, ძირითადად გარეთ კაფეებში. შემდეგ მივხვდით რომ ფინანსები აღარ შეგვიწყობდა ხელს და ჯიმარტს მივმართეთ. ვიყიდეთ: კარტოფილი, სოსისი, კვერცხი, მზა სუპები, ბლინები ხორციანი, ყველი და შევინახეთ მაცივარში…

ეხლა მე დავწერ ტუტორიალს ზარმაცი დიასახლისებისათვის, ისე რომ არ გადაიტვირთოთ და ქმარიც კმაყოფილი დარჩეს:

დღე 1:

შეწვით კარტოფილი, ძალიან იოლია და იმედი მაქვს ყველამ იცით

აიღეთ 2 ცალი სოსისი დაჭერით 3 ნაწილად ისე რომ ჯამში 6 ცალი ნაჭერი გამოვიდეს

კარტოფილის გამორთვას რომ 5 წუთი დააკლდება დაყარეთ ეს სოსისები კარტოფილთანვე ტაფაზე და შებრაწეთ ყველა მხრიდან

მერე გადმოირეთ ეს ყველაფერი დიდ თეფშზე დაალაგეთ ლამაზად, აიღეთ ყველი და დაახეხეთ ზევიდან – დათოვლილივით – ლამაზია

დღე 2:

თუ იცით ქათმის ბარკლის შეწვა ხომ კარგი, მე პირადად სამსახურიდან წავიღე სახლსი, ჩემი წილი ბარკალი – რადგამ მე არ ვჭამ და ყოველთვის ვიღაცას ვუტოვებ ხოლმე – ამ ერთხელ გადავწყვიტე წამეღო.

ავადუღე წყალი, ავიღე მზა მოხმარების სუპი დავყარე ფიალაზე -და დავასხი ძალიან ცოტა ადუღებული წყალი, ისე რომ მაკარონები და სხვა შიგთავსი სუპად კი არა გარნირად რომ გადაქცეულიყო.

გავათბე ტაფაზე ბარკალი და მივართვი გარნირთან ერთად. მოეწონა :)

დღე 3:

ავიღე 3 ცალი კვერცხი დავხალე თეფშზე, ავთქვიფე ძალიან საფუძვლიანად, დავახეხე ბევრი ყველი და შევწვი ტაფაზე -კარგად დავბრაწე და მივართვი მეუღლეს ტყემალთან ერთად.

დღე 4:

ავიღე ხორციანი ბლინები და შევბრაწე კარგად ტაფაზე, მერე შევწვი ცოტა კარტოფილიც – მრავალფეროვნებისათვის – გადმოვიღე თეფშზე და დავახეხე ყველი სანამ ცხელი იყო ეს ყველაფერი. ყველი დადნა და გამოვიდა ძალიან გემრიელი საჭმელი.

დღე 5:

ავიღე 2 ცალი სოსისი და დავჭერი თხლად მრგვალებად, ავიღე 3 ცალი კვერცხი – ავთქვიფე და დავაყარე ეს სოსისი. დავახეხე უმ მასას ყველი ბლომად და დავასხი ეს მასა ტაფაზე. კარგად შევბრაძე და ისეთი გემრიელი სუნი აუშვა ლამის მეც ვჭამე – მაგრამ ჩემი სიძულვილი სოსისების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია და არ გავრისკე რა თქმა უნდა

სურათები სამწუხაროდ არ მაქვს, არ მიფიქრია რომ ამას დავწერდი და არ გადამიღია :(

მოკლედ ველი კომენტარებში კიდევ რჩევებს ზარმაცი დიასახლისებისათვის

მადლობა წინასწარ და კომენტარები “წიპა” -წადი საჭმელების კეთება ისწავლე არ მიიღება :D :D :D

ეგ ჩემი საქმეა და მინდა ვისწავლი მინდა არა. ეხლა მესაწიროება უზომოდ მარტივი საჭმელები, რომლის მომზადებას არ უნდა 15 წუთზე მეტი :D :D :D

Related Posts :

This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to როცა ქმარს შია

  1. შემწვარ კარტოფილს მოუხდება ტაილანდური თევზის კონსერვი, თინუსი, აიიიი რაღაც საოცრებააა.http://www.b2btrade.biz/images2/img49f5e72547215.jpg
    ერთი კონსერვი სულ 2 კაცს საკაიფოდ ანაყრებს. თან მხოლოდ 2.50 ღირს :)

  2. Taa says:

    თაკნატუნა

    კარტოფილთან ერთად შევწვა?

    ის კომენტარიც ვნახე და რავი ვიფიქროთ :)
    მერე გამახსენე ფეისბუქზე

  3. ჩემ წილ ბარკალზე ბევრი ვიცინე :) :)

  4. Taa says:

    Dissolved Girl

    შენ არ იცი ჩემს თანამშრომელ ბიჭებს რა მაგრად უყვართ სამზარეულოში ჩემთან ერთად ჩამოსვლა
    ჩემს კატლეტებს, ბარკალს, და ყველანაირ ხორცეულს ეგენი ჭამენ :D

  5. არა არ შეწვა, თეფშზე ზევიდან მოაყარე კარტოფილს,

  6. დოლორესს says:

    რამდენი რამე ყოფილა შენზე საყოველთაოდ ცნობილი. შემრცხვა, რომ არ ვიცოდი, რომ სოსისებს ვერ იტან :) )

    იყიდე ”ტუნას” კონსერვი, სიმინდის კონსერვი, მაიონეზი, მწვანე ხახვი, მწვანილი.
    ტუნა ჩაუშვი ჯამში, დაამატე წვენგადაწურული სიმინდი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი, შავი წიწაკა, მარილი, ორეგანო(თუ არ გაქვს, არაუშავს), ცოტა მაიონეზი და მზადაა.

    ქამა სოკო შეგიძლია შეწვა უცებ, ყველთან ერთად.
    კარტოფილი კანიანად ღუმელში.
    მაკარონი ყველით, ან პამიდვრით, ან ლორით, ან სოკოთო. ნაღები მოუხდება ყველა შემთხვევაში…

  7. Taa says:

    დოლორესს

    ხოდა გრცხვენოდეს :D :D

    ორეგანო – ეს რა არის?

  8. Roisin says:

    ხო, და კიდევ ტუნას სალათას ძალიან უხდება ზეთის ხილი, ლიმნის წვენი და სალათის ფურცლები:)))
    ნუ მე თავს შევიქებ და ვიტყვი,რომ ჩაქაფულსაც კი ვაკეთეებ:D:D:D
    რა თავმდაბალი ვარ??:)))მიყვარს საჭმელების კეთება და ვერ ვიტან ხორცსსსსსს

  9. Taa says:

    აი ჯერ უნდა შევათანხმო დიმას თუ უყვარს ეს ტუნა
    ასეთი პოპულარული რომაა
    მე ვერ ვიტან ვერც თევზეულს :D :D

  10. nino101 says:

    კარტოფილი დათალე და დაჭერი თხლად ბევრი წყალი დაასხი და აადუღე. ანუ მოხარშე კარტოფილი. კამა ხახვი და არაჟანი გააბლენდერე. და კარტოშკა რომ მოიხარშება აურიე + ცოტა კარაქი და გააკეთე პიურე.+ მარილი

    მე ვყიდულობ შინჰოფერის თხელ დაჭრილ ლორებს, დაალაგე ტაფაზე და არ შექწვა ცოტა რო დარბილდება და დაიკლაკნება ორი ჩანგლით დაჩეჩე.

    პიურე გადმოიღე თეფშზე და შუაში ჩაუდე ეს ლორები

    მაგარი გემრიელია.

    კარტოფილი შეგიძლია წინა საღამოსაც მოხარშო და მეორე დღეს გადაზილო

  11. utvino says:

    დღეს გავაკეთე მსგავსი სადილი 15 წუთში
    თან უგემრიელესი იყო, თან ნოყიერი, თან იმდენი გამოვიდა 2 კაცს მინიმუმ ეყოფა
    1 კარტოფილი, 1 სოსისი, 1 პომიდორი, 1 ბულგარული, 1 კვერცხი.

    კარტოფილი წვრილად კუბიკებად დავჭერი და ზეთიან ტაფაზე დავყარე 5 წუთით, შემდეგ ასევე კუბებად დაჭრილი პომიდორი და მრგვალად დაჭრილი სოსისი, შემდეგ ბულგარული და სულ ბოლოს კვერცხი …

    თითებს ჩაიკვნეტ

  12. ნინო says:

    და შენ ფიქრობ, რომ სადილის გაკეთება უფრო რთულია ვიდრე ამების მომზადება? ბევრი მეც არ ვიცი, მაგრამ სოუზი და სუპები ძალიან ადვილი გასაკეთებელია, უბრალოდ ბევრისგან გამიგია, რომ საჭმელის გაკეთება გოიმობაა :) ))

  13. მშიერი მამაკაცი საშიშია საზოგადოებისთვის-ო რომელიღაც ჟურნალში მოვკარი თვალი :)
    გემრიელი პოსტი იყო თა :) )

  14. Taa says:

    მადლობა გოგოებო
    ვცდი ამ რეცეპტებსაც
    წინ კიდევ 3 დღე მაქვს

    ჰექსე

    ხო არ დაგპატიჟო? :D

  15. tami says:

    ორეგანო იტალიური სუნელია.ძალიან უხდება ეს სუნელი ლობიოს.

  16. tami says:

    მაკარონი ყველაზე ადვილი და ნოყიერი. (თუმცა ასუქებს)მაგრამ ეს კაცებს არ ეხებათ. მოხარშე და კარაქში კვერცხთან და ყველთან ერთად მოხრაკე.მიართვი არაჯანთან ან მაწონთან ერთად. უგემრიელესია.

  17. tami says:

    წიწიბურა მოხარშე და მოხრაკე ხახვი ცოტა კარაქსა და ზეთში. მარილი ,შავი წიწაკა დაფქვილი.აურიე ერთმანეთთან ყველთან ერთად და შენც მიირთმევ მაასტან ერთად. ჯანმრთელი და ნოყიერია.წიწიბურა ვიტამინებითაა სავსე და დიეტურია.

  18. მივიღებ მოპატიჟებას :D

  19. ამდენმა ქალმა არ იცის საჭმლის კეთება?
    ტეხს ))
    და სემწვ კარტოფილს რომ ყველს მოახეხავთ, გგონიათ რაიმე ორიგინალური ჰქმენით? ))

  20. ლექსო says:

    მსურს მოკითხვა გადავცე ჩემს ცოლს და ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. თან ფანტასტიურ საჭმელებს ამზადებს :P

  21. Taa says:

    კნუტი

    რას იზამ, ყველა დიასახლისად და კულინარად ვერ იბადება :D :D

    ლექსო

    დარწმუნებული ვარ შენი ცოლი ბედნიერი იქნება ამ მოკითხვას რომ ნახავს

    მე კიდე ბედნიერი ვარ ჩვენს სიყვარულზე საჭმლის კეთება არ კეთების ფაქტი რომ არ ახდენს გავლენას :D :D

  22. პეპელა says:

    ბოლო პერიოდში ბევრი სახეობის სადილის მომზადება ვისწავლე (საჭიროებამ მოიტანა), მაგრამ მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც 15 წუთზე მეტი არ სჭირდება :) ). გაგიზიარებთ ერთ-ერთ რეცეპტს: მოხარშავთ მაკარონს, დააყრით გაფრცქვნილ და კუბიკებად დაჭრილ პომიდორს, დაასხამთ მაიონეზს, ცოტა რეჰანი და ქინძი (უმჯობესია ხმელი). გააააადასარევია და ძალიან სწრაფი…

  23. Lord Vader says:

    რას წვალობ, პიცა შეუკვეთე.

  24. Taa says:

    Lord Vader

    პიცები, შაურმები, მაკები, ცეზარები და ასე შემდეგები რომ ვჭამეთ
    მერე ფინანსებს დაერხა
    ხოდა მომიწია წვალება

    დედა დამიბრუნდა და საკითხიც მოგვარებულია :)

  25. Kate says:

    ორგანულად მეზიზღება შემწვარი კარტოფილი. ვერ ვიტან.

  26. Kate says:

    არადა ჩიფსები ძალიან მიყვარს.

  27. Diana says:

    რა გითხრა :)
    მე მაგდენსაც ვერ ვახერხებ ხოლმე

  28. თათული says:

    აუ თაააა
    გლიჯავ რააააააააა
    :D :D :D :D :D :D :D :D

    მაგარი ვიხალისე

  29. თაა,არავინ იბადება განსაზღვრული პროფესიით )

    უბრალოდ კარტოფილს რომ შეწვავ, სოსისს მოხარშავ და აის ტუტორიალს დაუწერ სხვას, სასაცილოა.

    რა თქმა უნდა, სიყვარული ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული )
    ქმარს ისეთი შეუყვარდი, როგორიც იყავი ( საჭმლის გაკეთების უუნარო) და ახლა ვერც ექნება პრეტენზია უკეთესზე :დ

  30. ტაკს, ამ პოსტს ვბეჭდავ, ვინახავ და ოდესმე თუ ცოლს მოვიყვან ვაჩუქებ :D

  31. Taa says:

    სულხანი

    მშვენიერი იდეაა
    გამოგადგებათ

    ისე ამ ბლოგზე იმდენი საინტერესო წერია, ყველა ამობეჭდე და დაახვედრე მომავალ მეუღლეს :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>