სულ მთლად რომ არ გამომივიდეს ბლოგის მიტოვება ძალიან დაკავებულობის გამო მინი პოსტების რეჟიმზე გადავდივარ გარკვეული ვადით
კვირას ჩემს სალონს ვეწვიე, საკმაოდ დიდი ხნის უნახავი პერსონალი მოვინახულე და თავიც მოვიწესრიგე.
პირველად ცხოვრებაში თმა შევიჭერი ნანასთან, უდაოდ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმის გამო რომ თმა მცვიოდა და საკმაოდ მქონდა დაზიანებული დაახლოებით 10 სანტიმეტრით შევიჭერი და შიშით ველოდი შედეგს რადგან ძალიან დიდი ხანია გრძელი თმით დავდივარ და მეშინოდა მომიხდებოდა თუ არა მხრებამდე თმა, უფრო მოკლედ ვერ ვბედავ. თმა საკმაოდ პროფესიონალურად შემაჭრა ნანამ და დავარცხნილი ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა და რაც მთავარია გახალისდა და გაცილებით კარგად და ჯანსაღად გამოიყურება.
ჰეარჰაუსში სიახლეები აქვთ რაც აუცილებლად მინდა აქაც დავწერო
მთელი სექტემბრის მანძილზე, ყოველ ოთხშაბათს, ჰეარჰაუსში თმის შეჭრის ფასი იქნება 5 ლარი. ასე რომ ვისაც დაგეგმილი გაქვთ შეჭრა არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.
შემდეგ გაიანეს გადავუსკუპდი ფრჩხილებზე და მასთანაც სიახლე აღმოვაჩინე, ეს არის ნეილარტების ახალი თაობა, რომელიც დისკოზე არის დახატული 9 ვერსია, არჩევ აქედან და შემდეგ სპეციალური პატარა მოწყობილებებით გადაჰყავს შენს უკვე ლაკგამშრალ ფრჩხილზე. განსაკუთრებით უხდება ფრანგულ მანიკურს, მე ამ წუთას ვარსკვლავები მიმშვენებს ფრჩხილებს.
თუ გაურკვევლობის შეგრძნება დაგრჩათ ამ სიახლის შესახებ, ნახეთ ვიდეო
ძალიან ლამაზი რამეა და თან ყველა თითზე აბსოლუტურად ერთნაირი არტი გაქვს გარანტირებული ზუსტად ერთნაირ ზომებში
კიდევ ის მიყვარს ჰეარჰაუსში რომ უკვე უამრავი ცემი ნაცნობი და ბლოგის მკითხველი დადის და არც ერთი ვიზიტი ისე არ ჩაივლის ხოლმე რომ ვინმე არ ვნახო ნაცნობებიდან. ამჯერადაც ასე მოხდა, რამდენიმე გოგონა ვნახე და უამრავი სიახლე გავიგე და საინტერესო ამბებიც მოვისმინე 1 ჭიქა ესპრესოსთან ერთად







ხვალ მინდა მისვლა და ვნახოთ თუ მოვაბი თავი
Mariquita <3 <3 <3 <3
როგორ არიან ცუცქნები?
ორიგინალურია
რა ჯდება ეს მანიკური შეგიძლია დაწერო?
7 ლარი საყვარელო
მხოლოდ 7 ლარი
ნუ მე, როგორც ამ სალონის მუდმივი კლიენტი ძალიან მოხარული ვარ ამ ფასის.
ზუსტად მინდოდა ამ დღეებში ნანასთან მისვლა. ადრე შევიჭერი მასთან და არაჩვეულებრივად შემჭრა. ხოდა რომელიმე ოთხშაბათს მივალ აუცილებლად.
კბილები ამოსდით და ვართ ერთ ამბავში. დღესაც ვერ შEვიჭერი თმა მგონი
თათა აქ რო შემოვდივარ და ახალ–ახალი პოსტები არ მხვდება, გული მიწუხდება.არ გაბედო აქაურობის მიტოვება
თათ,
მე დავდივარ უკვე 2 თვეა შენი რეკომენდაციებით ამ სალონში
და აუცილებლად მომინდა მადლობის გადახდა შენთვის
გაიანე არის ძალიან კარგი ხელოსანი თავისი საქმის
და ნატალია ყოველთვის საუკეთესოდ მვარცხნის ხოლმე თმას ან ბუნებრივებს მიკეთებს
ფასები აქვთ ძალიან მისაღები და კარგი
მომსახურებაც კარგი, ძალიან თბილები არიან
ქეთი არის ნამდვილი სალონის დიასახლისი და მართალია ასე არ ვიცნობ ახლოდან, მაგრამ ძალიან თბილი და კარგი გოგოა
მოკლედ მადლობა taa.ge-ს რომ არსებობს
წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაშიც და ბლოგინგშიც
ani
ანი, შთაგონებების და მოტივაციების პერიოდი მაქვს ოღონდ სამწუხაროდ ამჯერად არაბლოგერუი განხრით
არ მივატოვებ არავითარ შემთხვევაში, ცოტა გავპასიურდები
ნუცა
ძალიან დიდი მადლობა, იმედია ერთხელ შევხვდებით სალონში და მეტყვი რომ შენ ხარ
უმეტესი ჩემი მკითხველები მანდ და ეგრე გავიცანი
წარმატებები თათ, იცოდე რო შენს პოსტებს ველოდებით:)
ბიჭებს არ ემსახურებიან?
ani
უღრმესი მადლობა, ნამუსზე მაგდებ
David
კი, თმის შეჭრა და მანიკური
თათა გამარჯობა
ძალიან მჭირდება ქეთი მობილურის ნომერი და შეგიძლია დამეხმარო?
თააათ მეც დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ ახალი პოსტის იმედით, მაგრამ… ისევ გადაგვაგდო თათამ
)
მარიამი
მილიონი მადლობა ასეთი ერთგულებისთვის
დღეს საღამოს იქნება პოსტი
ვწერ ნელ ნელა და საღამოს დავასრულებ
გამარჯობა თააა დამაინტერესა თქვენმა სალონმაა და რას არის ტერიტორიულად?
ქეთა
იცილე მისამართი ამ ლინკზე
http://yourhairhaus.com/contaqti.html
თათა, პირველად შენს ბლოგზე წავიკითხე ამ სალონის შესახებ და დავიწყე სიარული. ეხლა ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიარო
))) თმას ვივარცხნი ხოლმე (ყოველდღიური ვარცხნილობა ) და ფრჩხილებს ვიკეთებ მანდ. ორივეს კარგად მიკეთებენ, მაგრამ ერთხელ ვცადე ბუნებრივად დავარცხნა და საოცრებას მიკეთებდა, დროზე რომ არ შემეჩერებინა. მეორედ, ცოტა ხნის წინ, მისული ვიყავი და 2 გოგო იყო. მეჯვარეები ვართო. სანამ ველოდებოდი, თმა გაუკეთეს და რომ შევხედე, კინაღამ გული გამისკდა. მსგავსი უგემოვნობა 1999 წლის შემდეგ არ მინახავს
ორივეს მთელი კოლოფი ლაკი ესხათ თავზე და ”ბლოსკები” ეყარათ. თან სალონის პერსონალიც და ისინიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. კაი, ისინი უგემოვნოები არიან – არიან, მაგრამ ამათმა ეს საშინელება თავზე როგორ გაუკეთეს
( ეხლა სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთება მინდა და მეშინია
(( ვეღარ გავიგე ვიარო მანდ ისევ თუ არა
)
nino
ნინო, მე პირადად მირჩევნია ყოვლთვის ყველაფერი თავად ავარჩიო ცხოვრებაში და არავის არ ვანდო
ასე რომ თუ კარგად გიკეთებენ – იარე და აკონტროლე
თანაც ფასები აქვთ გადასარევი
თორე კოშმარებისგან – არსად არ ხარ დაცული