დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე მცირე მიმოხილვის დაწერა
მშობელთა კლუბის წყალობით უამრავი ინფორმაცია დამიგროვდა ამ თემაზე და რაღაცნაირად მინდა გადავანაწილო და განვავრცო.
ძირითადად თემას ვუძღვნი დედების ტიპებს, რომლებიც მე 3 კატეგორიად დავალაგე ამ შემთხვევაში.
1. კატეგორია “დედიკოები”
დედები რომლებიც ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველაფერს თავს ანებებენ და მაქსიმალურად ერთვებიან ბავშვზე. ანებებენ თავს სამსახურს, ჯდებიან სახლში და დაფოფინებენ თავიანთ შვილებს. რა თქმა უნდა აქ არ ვგულისხმობ ადამიანებს რომლებიც იმიტომ სხედან სახლში რომ არ აქვთ სამსახური, მე ვგულისხმობ ადამიანებს რომლებიც მიზანმიმართულად სხდებიან სახლში რომ თავად გაზარდონ თავისი შვილი და რომ არავის ანდონ მისი ერთი ნაბიჯიც კი
მე: ძალიან არ მესმის ასეთი ადამიანების, ყველას გააჩნია დეკრეტი და ასევე დეკრეტის გაგრძელების საშუალება. რაღაც პერიოდი რა თქმა უნდა ბავშვს მშობელთან ურჩევნია. ძნელია ძუძუზე მყოფი ბავშვის დატოვება მაგრამ მე პირადად 3 თვის ხდებოდა ვიკიკო რომ გავედი სამსახურში, თავიდან ნახევარ განაკვეთზე და მერე უკვე სრულზე. ამით ერთი წუთითაც არ მიგრძვნია თავი დამნაშავედ ან ცუდ დედად. პირიქით გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, შემოსავლებიც მეტი მაქვს ვიდრე სახლში ჯდომისგან მექნებოდა, გაცილებით ბედნიერი ვარ რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამით უკეთეს ხასიათზეც ვარ ხოლმე და დარჩენილ დროს ვიკისთან გაცილებით პროდუქტიულად ვატარებ, მონატრებულზე რას არ გააკეთებ ხოლმე
2. კარიერისტი დედები – ეს არის კატეგორია, რომლებმაც ძიძა ჯერ კიდევ მშობიარობამდე იშოვა, რძე ეგრევე გაიშრო და ალბათ სამშობიაროდან გამოსვლის 1 კვირის თავზე უკვე სამსახურში იჯდნენ. არ აკლდება არც ერთ თათბირს, შეკრებას, მუშაობს ოვერთაიმებით და ბავშვი ყავს დატოვებული აბსოლუტურად ძიძის ანაბარა. მართალია ამ კატეგორიას შემოსავლებიც გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ შესაბამისად პირადი მოთხოვნებიც მეტი აქვს და განაწილება თანხების დედასა და შვილს შორის ძირითადად 70% – 30% თან ხდება რა თქმა უნდა დედების სასარგებლოდ. იდეა არის ასეთი”ბავშვს ძალიან არ უნდა გადაყვე ისედაც გაიზრდება და რა მნიშვნელობა აქვს მე ვჯდები სახლში თავზეწაკრული თუ ძიძა. ამ კატეგორიის დედები დღეში ერთხელაც კი იშვიათად რეკავენ სახლში ბავშვის ამბების გასაგებად და ხშირად არც კი რეკავენ. მაგრამ – ვაი იმ ძიძას ასეთ დედასთან მომუსავეს რამე ინციდენტი რომ მოუვიდეს, ეგრევე შეტევაზე გადადიან, ეგრევე ახსენდებათ რომ დედები არიან და რომ ბავშვზე აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა და იწყება მთელი რიგი სკანდალები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ახალი ძიძის მოძებნით სრულდება.
მე: კონკრეტუილ ადამიანებს ვიცნობ ამ კატეგორიის წარმომადგენლებს და ამიტომ ვწერ ასე დაბეჯითებით, მე პირადად არასამუშაო დროს სამსახურს დამატებითად ვერ დავუთმობდი თუ ამისი უზომო აუცილებლობა არ არსებოსბს. მირჩევნია 7 საათის შემდეგ ვიკიკოსთან ერთად ვისეირნო ან რამე ახალი ვასწავლო ვიდრე კიდევ ოფისში ვიჯდე და ის ვაკეთო რასაც “ხვალაც” უპრობლემოდ გავაკეთებ და თანაც ამით არაფერი დაშავდება
3. “აქტიური დედები” - ეს არის კატეგორია რომლებსაც მივეკუთვნებით მე და ბევრი ჩემნაირი. ჩვენ გვაქვს ოჯახი, გვყავს შვილი, გვაქვს სამსახური, გვაქვს პრობლემები – და მაინც ყველაფერს ვასწრებთ.
ალბათ იმიტომ რომ მე ვარ ესეთი, ჩემთვის ეს კატეგორია არის ყველაზე მისაღები, მე არ წარმომიდგენია ჩემი თავი სამსახურის გარეშე, არ წარმომიდგენია თავი ვიკიკოს გარეშე, არ წარმომიდგენია ჩემი თავი პრობლემების გარეშე, ონლაინ შოპინგის გარეშე, ვიკიკოსთან სეირნობის გარეშე, სალონების და გართობის გარეშე, ვიკიკოსთვის შოპინგის და ასე შემდეგ ბევრი რამეს გარეშე – და მე ამ ყველაფერს ვასწრებ.
ვიკი 3 თვის ხდებოდა ძიძასთან რომ დავტოვე, მაგრამ ამით არც სითბო მოკლებია ჩემს შვილს და არც ყურადღება. ყოველ საღამოს – გამონაკლისების გარდა – ერთად ვატარებთ გემრიელად და ტკბილად.
ეხლა მითუმეტეს რაღაც საოცარი პერიოდი აქვს, ყოველდღე რაღაცეებს სწვლობს ახალს, და არ ვთვლი რომ მე ამ პროცესებში არ ვიღებ მონაწილეობას, პირიქით, საღამოს რომ დავითრევ ხოლმე ჩემს მოცუცქნულს დავატარებ ათიათას ადგილზე და ვასწავლი ყველაფერს რაც შეიზლება ამ ხნის ბავშვმა აითვისოს. არც ძიძასთან ვტოვებ უყურადღებოდ და ყოველთვის საქმის კურსში ვარ როდის სად არიან და რას აკეთებენ. ამ ყველაფრის გამო პირადი ცხორებაც ნორმალურად მაქვს დალაგებული, არც სახლში ვარ გამოკეტილი, არც გარეთ ვარ 24 საათი და ყველაფრისთვის ვიტოვებ დროს შეძლებისდაგვარად. და რაც ყველაზე მთავარია ამით ჩემი შვილი არ დაშავებულა არანაირად. არა მგონია რომ სულ სახლში ჯდომით უკეთესი დედა გავხდებოდი
ველი კომენტარებს და მოსაზრებებს სხვებისგანაც







ძალიან ძალიან ძალიან, მთელი გულით და არსებით მინდა რაც შეიძლება მესამე კატეგორიის დედიკოებში გავიდე. ჯერჯერობით პირველ კატეგორიაში ვარ, ოღონდ ისეთში ვინც თავისი ნებით არ დამჯდარა სახლში, ოქროს შუალედი ძალიან კარგია და თან ამავდროულად ყველაზე ძნელი მისაღწევი
სიმართლე გითხრა მე ვფიქრობ რომ ბევრი აკლდება… იმიტომ რომ ჩემთან გაცილებით კომფოტულად გრძნობს თავს ვიდრე ძიძასთან, როცა მივდივარ აგრესიულია და ხშირობს ამ აგრესიით ყურადღება მიიქციოს…ესეიგი აკლია დედის ყურადღება…მეცოდება მაგრამ რას ვიზამ… ჯერ სახლში რომ ვიჯდე გავგიჟდებოდი, მერე დიდი ფინანსური დარტყმა იქნებოდა ოჯახისთვის და ზუკასაც ბევრი რამე მოაკლდებოდა, იმაზე მეტი ვიდრე ემატება… ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება მუშაობდნენ… არ მახსოვს დედა და მამა სახლში, მაგრამ ამით ტრავმა არ მიმიღია, ვთვლი რომ საქმიანი და განათლებული მშობლები უფრო მეტს აძლევენ შვილს, ვიდრე მუდმივად ცხოვრებით უკმაყოფილო, ძალით სახლში ჩამჯდარი დედები… ისინი ვინც შეგნებულად უარს ამბობენ სწავლაზე, კარიერაზე შვილების გულისთვის (ან საკუთარი თავის გულისთვის)… შეიძლება ვცდები…
ძალიან ცალსახა დახასიათებებია და ზე-სუბიექტური, პირველ შემთხვევაში განსაკუთრებით.
ლელა
ვიკი არ არის აგრესიული ძიძასთან
მშვენივრად გრძნობს თავს
დანარჩენში გეთანხმები
Dissolved Girl
განავრცე
აი, მაგალითად, ხომ არიან დედები, რომლებიც შვილთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ვიდრე სამსახურში? სახლში სხდებიან, დაჰფოფინებენ და ნაბიჯებს უკონტროლებენ, ხშირ შემთხვევებში, არ არის სწორი. ნუ, ახლა ადამიანი თუ ვერ არის ჯანსაღად, ნერვებს ვერ თოკავს სახლში და თვითონ აგრესიულია ეგეტზე არ მაქვს ლაპარაკი
აი მეორე ტიპაჟი ნამდვილად ცალსახად ცუდია, პირველზე ვერ ვიტყოდი ასე გადაჭრით.
Dissolved Girl
სწორიაა
ამას ქვია კამათში იბადება ჭეშმარიტებაო
ამიტომაც დავწერე პოსტის დასაწყისში რომ ეს არის ჩემი სუბიექტურად შექმნილი კატეგორიები
ანუ მე ასე ვფიქრობ და მე ის პირველი კატეგორიაც არ მომწონს
მე მე მე :დ
მეოთხე კატეგორიაც უნდა იყოს, დედები, რომლებიც სიამოვნებით იქნებოდნენ სახლში, მაგრამ ხელფასი სჭირდებათ. მგონი, ყველლაზე მეტი მომხმარებელი ამ კატეგორიას ჰყავს
Dissolved Girl
შეიძლება
ხანდახან მეც მაქვს ხოლმე ეგ შემოტევები
მაგრამ ძირითადად მაინც მესამე კატეგორიას ვეკუთვნი
აუ სკლეროზი მაქვს მგონი
ფორუმზე შენი ნიკი არ მახსოვს- რომელი ხარ
არ მომეწონა პირველი კატეგორიის დედების ასეთი დახასიათება. თითქოს მესამე კატეგორიას ყველაზე მაღლა აყენებდე და სხვას ზემოდან უყურებ. მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. საწყენად ნუ მიიღებ. მხოლოდ ტკბილი კომენტარები ხომ არ იქნება
)
13th
მხოლოდ ტკბილი კომენტარები ხომ არ იქნება
)
შურ ძეტკა
კარგი ხარ
თაა,შენ ხომ ძალიან გიყვარს ონლაინ შოპინგი,დაწერე მაგაზე პოსტიიიიიიი.:)პლზ
მე არცერთ კატეგორიას არ მივეკუთვნები, არ ვმუშაობ და არც ძიძა მკავს, არც მშობლები მკავს აქ და საერთოდ არავინ ქმრის გარდა რომ თუნდაც 1 საათით მაინც დაიტოვონ ბავშვი. ეხლა მეორეს ველოდები და მინდა რომ სახლიდან ვიმუშაო,ბავშვებთანაც ვიქნები და სახშიც მანამ პატარები არ წამოიზრდებიან,ასე რომ ნურავის კატეგორიების მიხედვით ნუ დაყობთ
))
ანა
მაგის მეტი რა წერია ამ ბლოგზე:D
ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები თაა
ჰოო, მე საერთოდ ცალკე კატეგორიაში ვარ მამენტ :დ მარა ჩემი კატეგორია დასაწყისისთვის მეორეს უფრო ჰგავდა. :დ
გავითიშე შუა ტლიკინისას
((
ის კატეგორია დაგავიწყდა სანაგვეზე რომ ყრიან ბავშვებს )))
კიი,წერია მაგრამ მინდა ცოტა დაწვრილებით დაწეროს.ვთქვათ როგორ უნდა გამოვიწეროთ,ფასდაკლებები თუ მოქმედებს თუ დიდი თანხისას შეიძენ და ასე რა
დაგვიწერე თააა,პლზ ან კომენტარებში მაინც მითხარი
ანა
მე რომ ველოსიპედები არ მოვიგონო
ამის შესახებ უკვე არსებობს ტუტორიალები
აი მაგალითად
http://sweet.ge/online-shopping-victorias-secret/
და თუ არ ვცდები თინისაც უწერია ვრცლად ამის შესახებ
http://tiny.ge/ratomonlineshopping/
აი და აი
http://tiny.ge/i-online-shopping/
ქალი კუხნაში ვიცი მე
უკიდურესობებში ვარდები
რეალურად 1ლი და მეორე კატეგორიის ტიპები მგონი უფრო იშვიათად გვხვდება
და საერთოდ, ყველა დედას საუკეთესო დედა ჰგონია თავი და ისიც, რომ მის შვილზე უკეთესი ბავშვი არ დადის ქვეყანაზე
ყვავს თავის ბახალაო ..
ვიკიკოზე ნუ მიიღებ, უსაყვარლესია
tens
არადა თუ კარგად წაიკითხავდი იმასაც მიაქცევდი ყურადღებას რომ ზუსტად არსებულ ტიპებზე ვწერ და ვიცნობ ასეთებს მეთქი
უკიდურესობაზე ვერაფერს გეტყვი – ყველას თავისი შეხედულება აქვს
მადლობა
ყველაზე მეტად მაღიზიანებს დედების კატეგორია რომლებიც 24 საათი ლაპარაკობენ პამპერსებზე,სად და როგორ დააბოყინა თავისმა შვილმა,რამდენჯერ გადის კუჭში როგორ გადარია ყველა მარშრუტკაში და ასე შემდეგ.სხვა თემაზე ლაპარაკი თითქოს არ აინტერესებთ.ვიცნობ ასეთებს და სერიოზულად მოქმედებენ ნერვებზე,იმედია არასოდეს არ ვიქნები ეგეთი………:)
კიდევ არ მესმის დედების რომლებსაც პატარა ბავსჰვები თან დაყავთ სახინკლეში ,რესტორანში არ ეცოდებატ მაინც?და იმ დღეს შემოვიდა გოგო ტუალეტში და თავის 10 თვის ბავშვს ძუძუ აჭამა:O
ძალიან ძალიან ვაფასებ ქალებს რომლებიც მუშაობასაც ახერხებენ ბავშვთან ყოფნასაც და არც ფორმას კარგავენ:)