რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?

რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?
– ცდილობს მოიპოვოს საკუთარი რესურსებიდან, ან მიუთითოს ალტერნატიული წყარო

რას აკეთებს წყნეთის გასართობი ცენტრი კოპალა როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?
– არც უსმენენ და ბოლოს ჩეკზე აღმოჩნდება ხოლმე რო შედარებით იაფიანი კი არა – ყველაზე ძვირი შეგირჩიეს და “შემოგტენეს”  🙁 🙁
რბილად რომ ვთქვა სირცხვილია …

პარასკევის, 1 ოქტომბრის საღამო ერთ ერთი სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის რომ არა ინციდენტი წყნეთის კოპალაში.

გუშინ ბავშვი მთელი ღამით რჩებოდა კანდელაკზე, ხელფასი ახალი აღებული გვქონდა და მე და დიმამ გადავწყვიტეთ, ჩემს დასთან და სიძესთან ერთად, სასიამოვნო და აქტიური საღამო გაგვეტარებინა – ფოკუსის ივენთის შემდეგ.

ჯერ გადავწყვიტეთ სადმე გვეჭამა,  დაიბადა იდეა კოპალაში ავიდეთო, თან შევჭამთო, თან ვითამაშებთო.

მოვითხოვეთ მენიუ, შევუკვეთეთ 2 ცეზარი, 2 შემწვარი კარტოფილი და პიცა (რომელიც ამაზრზენი იყო) გამაგრილებელი სასმელები და ბიჭებმა კონიაკის დალევაც გადაწყვიტეს.

დაუძახეს მიმტანს და ეკითხებიან, ყველაზე იაფიანი რა გაქვთო? ბიჭმა სარაჯიშვილის კონიაკი ურჩია, მაგრამ იქაც იყო განსხვავება ფასებში, დათომ გარკვევით უთხრა ყველაზე იაფიანი მომიტანეთო და დიმამ დაამატა ოღონდ ეს იქს ო არ მოგვიტანოთო. იქს ო – ყოფილა სარაჯიშვილის კონიაკის ტიპი რომელიც არის დაძველებული სპეციალურად და შესაბამისად საკმაოდ ძვირი …

ძალიან ვისიამოვნეთ თამაშით საკმაოდ დიდხანს, ვივახშმეთ საკმაოდ უსიამოვნოდ – ცეზარს ეყარა შავი პილპილი– რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იგივეა ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილი ჩაგიყარონ.  უზომოდ შეუსაბამო გემოა, და თუ ვინმე იცნობთ მანდ ვინმეს აუცილებლად გადაეცით ჩემი შენიშვნები და პიცას ესხა მოტკბო კეჩუპი – შესაბამისად რჩევა ჩემგან – არ იკვებოთ მანდ, სამზარეულოს არავინ ყურადღებას არ აქცევს და არის სრული კრახი. ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ …

დავასრულეთ თამაში და მხიარულები და ბედნიერები გამოვედით, ამჯერად ბილიარდის თამაში გვინდოდა და ბიჭებს პინგ–პონგის. ვახშამის გადახდა ჩემს თავზე ავიღე და მას შემდეგ რაც ფეხსაცმელი გამოვიცვალე ვიდექი ველოდი ჩეკს. მომიტანეს და ის იყო პლასტიკური ბარათი უნდა გამეწოდებინა რომ დავხედე ჯამს

192.55 ლარი

ჯერ ვიფიქრე შეეშალათ მეთქი და გადავხედე ჩამონათვალს, მაგრამ ძაღლის თავი იქვე იყო.

კონიაკი სარაჯიშვილი იქს–ო 76 ლარი – ამშვენებდა ჩეკს …

თავიდან ვერ მივხვდი და ბიჭებს ვკითხე ეს რა დალიეთ მეთქი, რა ხდებაო რომ მკითხეს და ჩეკი რომ ვანახე დათო გაწითლდა სიბრაზისგან …

მოვითხოვეთ მაშინვე მიმტანიც და გავედით ადმინისტრატორთან, რომ ჩვენ ეს არ შეგვიკვეთავს რომ შეცდომაა და პირიქით ყველაზე იაფიანი მოვითხოვეთ… ვინ გისმინა, მიმტანმა მაშინვე თავის მართლება დაიწყო ეგ მითხარითო, ადმინისტრატორს რაღაც ბგერები ამოსდიოდა “უFF”–ს მსგავსი დ მოკლედ ვერ დავარწმუნეთ და მომიწია ამხელა თანხის გადახდა …

წამოვედით ძალიან ცუდ ხასიათზე – დედის გინებით შესაბამისად

რჩევა მომხმარებელს – გააკონტროლეთ თითოეული შეკვეთა სიტყვიერად და ჩეკზეც, იცოდეთ ეს ის ადგილია სადაც არ ერიდებიან კლიენტების “დაბოლებას”

რჩევა ადმინისტრაციას: იზრუნეთ თანამშრომლების ჰიგიენაზე, აიძულეთ მიმტანები ყურები გამოიწმინდონ დღეში რამდენიმეჯერ, მათ ეს სჭირდებათ და ჩაუნერგეთ მომენის კულტურა. კარგი ტრენინგები ვიცი და შემიძლია მიგასწავლოთ.  დამიჯერეთ არ გიღირთ 76 ლარი კონიაკი 4 განრიზხებულ კლიენტად, მითუმეტეს როდესაც ეს 4 კიდევ 4ჯერ ბევრ ადამიანს მოუყვება ამის შესახებ. რეპუტაციას და ნდობას მოპოვებაზე მეტად გაფრთხილება სჭირდება და მარტო კომფორტული გარემო ვერაფერს გიშველით თუ მენეჯმენტი გაქვთ “ნული”

პატივისცემით

თაა (თქვენი ყოფილი ერთგული კლიენტი)

Comments

comments

21 thoughts on “რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?

  1. ბაჩო says:

    შენ გენაცვალე ბიძია-ბაბუა კი არადა თაა :*
    მიყვარს რა პრადვინუტი ხალხი და რა ვქნა 🙂

  2. კაკატო says:

    ძვირიანი პროდუქტის შემოტენის მცდელობა არ მქონია მაგრამ სულ რაღაც 1კვირის წინ ”ბუფალო ბილში” 4ისეთი პროდუქტი იყო ცეში შეტანილი რომელიც საერთოდ არც შეგვიკვეთავს და არც მაგიდასთან მოუტანიათ. ნუ კიდევ კარგი ადმინისტრატორმა ამოიღო ის თანხა.

    ყურადღებით შეამოწმეთ ხალხო რამდენს იხდით და რისთვის !

    პ.ს ვწუხვარ ჩაშხამებული საღამოსათვის 🙁

  3. Maka Asatiani says:

    ოოო ეს სისტემა მეტადრე დიდ ყურადღებას ითხოვს. ხშირად თავად მიმტანები ძალიან დიდ მაქინაციებს სჩადიან. პირადად მე დამიჭერია ძალიან ბევრჯერ, როგორ აგოიმებენ სტუმრებს. ფრიად სასარგებლო პოსტია თაა, ყოჩაღ, რომ თამამად მოყევი თითოეული დეტალი :))

  4. Taa says:

    Maka Asatiani

    ყოჩაღ, რომ თამამად მოყევი თითოეული დეტალი 🙂 )

    მე რა მაქვს დასამალი
    აწი მაგათმა იდარდონ,ჩემი ბლოგის მკითხველი ვინც მივა – ყველა მიმტანს რო ეჭვის თვალით დაუწყებენ ყურებას

  5. Dissolved Girl says:

    ვაიმე, ძალიან დიდი თანხაა, არაფერი სამაგისო არ გქონდათ შეკვეთილი 🙁 მათხოვრები, მიმტანს ვუყურო კი არა მელოდონ როდის მივალ მანდ 😀 😀

  6. nino101 says:

    ყველანაირი სურვილი დავკარგე მაქ ოდესმე ასვლის 🙂

    მადლობაა თაა.

    უბრალოდ სამწუხაროა ეს ინფორმაცია ზედმეტი თანხა რომ დაჯდა

  7. ეკა says:

    კი მაგრამ,ადრე ხომ კმაყოფილი იყავი?
    ალბათ ჯერ შეაჩვევენ კლიენტს მოაწონებენ და მერე აბოლებენ 😀

  8. Taa says:

    ეკა

    ხო ვიყავი
    მაგრამ აი ასე გამიცრუეს იმედები და მოლოდინები 🙁

  9. Lord Vader says:

    რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?
    ცდილობს დაუმტკიცოს, რომ ის ღირსია ძვირიანი პროდუქტისა. 🙂

    კატერპილერის მეთოდიკა.

    შენს ისტორიაში კი ყველაზე მთავარი იცი რაა?
    ის რომ საქართველოში გინდ ყველაზე ძვირიანი სასმელი მოითხოვე, გინდ ყველაზე იაფიანი – ერთი და იმავე კასრიდანაა ჩამოხმული და გემოთი ვერ გაარჩევ. 🙂

  10. Taa says:

    Lord Vader

    რომ ის ღირსია ძვირიანი პროდუქტისა.

    – ეჰ ვადერ მე ისეთი ძვირიანი მანქანის ღირსად მიმაჩნია თავი, კომპანიებმა რომ არ დამიმტკიცონ
    სადაა თორე კი 🙂

    ერთი და იმავე კასრიდანაა ჩამოხმული

    ზუსტად ეგ თქვეს დიმამ და დათომ ვერ გავარჩევთ მაინცო და მოითხოვეს იაფიანი

  11. ნინა says:

    კარგი პოსტია, მაგრამ მაინც გადაიხადეთ.. არ უნდა გადაგეხადათ 🙂 ესე ვერ მიხვდება მენეჯერი ოფიციანტს რატომ უნდა გაუტრაკოს, რომ არ გადაგეხადათ, მკაცრად გააფრთხილებდა რომ შემდეგში ყურადღებით იყოს, და თანხას ხელფასიდან მოაჭრიდა…

  12. Taa says:

    ნინა

    მადლობა
    ხო მაგრამ ისეთი ზუზუნი იყო მათი მხრიდან რო “ჯანდაბასო” ვთქვი და გადავიხადე
    ეს მიმტანი თავისას ერეკებოდა, ის მენეჯერი თავისას, ჩემი სიზეც თავისას ამბობდა …

  13. თათული says:

    თაა, ძალიან რბილი ხარ ხოლმე ხანდახან

    ამას პირდაპირ რომ დავარქვათ სახელი “მათხოვრობა” ქვია და მეტი არაფერი

    კომპანიებს მარტო ის კი არ ესმით რომ სერვისი უნდა გააუმჯობესონ, კომპანიებს არ ესმით რომ არსებობს ინტერნეტი
    და თუ შენ იმისათვის რომ ეს თქვა რო ასე მოგექცნენ ვერ გადაიხდი ათასობით დოლარს ტელე ეთერისათვის
    შენ ადგები და დაწერ აქ და მაინც მივა იმ ხალხის ყურამდე ვინც მაგათი კლიენტია

  14. kiko says:

    ratom cashale chemi komentari, ar gackobda arc shen da arc shens damkvetebs?imas rasac shen kvebi,tu simartlea da obiekturad saubrob.chems mier dadebul komentars ar cashlidi!!! ai es aris simartle!!!

  15. Taa says:

    kiko

    დამშვიდდი, ამოისუნთქე და თავიდან დააკომენტარე
    რაღაც შეგეშალა ალბათ თორე მე კომენტარებს არ ვშლი 🙂

  16. kiko says:

    ეტყობა ვის რა ეშლება, ჩაისუნთქე??? ოთხმა სულ 132.55 ლარი გადაიხადეთ და თითოს რაგაც თეთრები გიწევდათ გადასახადი და თქვენ კი ამ თეთრებს გამოჰყევით,ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შეცვალეთ და აქ წმინდანებად მოგვევლინეთ.ნორმალური მკითხველი,რომ ამ შენს ტყუილებს და სხვა ნაწერებსაც წაიკითხავს,მიხვდება რომ მათხოვრები ისინი კი არა თქვენ ხართ და რომ ცხოვრებაში 132.55 ლარი არ გადაგიხდიათ !!!

  17. kiko says:

    132 ლარის გამოკიდებას და ასეთი საზიზღრობის წერას,როგორც შენ ამბობ ,,უზრდელობა,, სჯობია !!! <ანუ მწარე სიმართლე!!!

  18. Dissolved Girl says:

    ბოლო კომენტარის ავტორიც თუ მაგათი თანამშრომელია ეს უკვე პოსტზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს ამ დაწესებულების შესახებ 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *