თენგო, რომელსაც უყვარს “Vogue”

რამდენიმე დღის წინ ერთი უცნაური წერილი მივიღე ჩემი მკითხველისგან,  მწერდა ვინმე თენგო, რომელსაც უყვარს ჟურნალი Vogue

შინაარსი წერილის არ უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება მიბმული ფაილი რომელიც აღმოჩნდა ამ ბიჭის ჩანაწერი, და მისი ნებართვით ვაქვეყნებ აქ 🙂

ისიამოვნეთ 🙂

“უბრალოდ ვიჯექი …..
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ……
გადავწყვიტე დავმჯდარიყავი კომპიუტერთან. ინტერნეტში ვნახე chic muse _ს ჩემი საყვარელი ბლოგი, სადაც ძველი სტატია ამოვატივტივე პარიზის ქუჩის მოდაზე და გადავწყვიტე დამეწერა რამე, თუ როგორ ესმით თბილისში ქუჩის მოდა და არსებობს თუ არა ის.
დავფიქრდი და გამახსენდა რომ ადრე მქონდა ნანახი ერთ ბლოგსა და რომელიღაც საიტზე თბილისის ქუჩის მოდის სურათები და სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე მაინც გამოირჩეოდა მასისაგან.
საზღვარგარეთ არსებობენ ფოტოგრაფები სპეციალურად იმისათვის რომ დააფიქსირონ ქუჩის მოდა, არსებობს ბლოგები სადაც ქვეყნდება გარეთ მოსაირულე ხალხის ჩაცმულობა, ჩვეულებრივ ადამიანებშიცაა შესაძლებელი იპოვო პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი, არ ბაძავს სხვას და ტანსაცმელში თავს გრძნობს კომფორტულად და არა ისე როგორც ჯოხი ტომარაში, ასეთი ადამიანები კი იშვიათობაა.
თბილისის მოსახლეობამ იცის ამოჩემება, ხან ზოლიანი ზედები აცვია ყველას, ხან რეიბანები უკეთიათ, ხანაც შავ-თეთრი შარფი…
თუ კარგად მოძებნი იმას რაც გინდა, შესაძლებელია ბააზრობაძეც მიაკვლიო მას და არა მხოლოდ ძვირიან ბუწიკებში იარო და მერე იმაზე იალპარაკო თუ რამდენი გადაიხადე ზედაში რომელიც თავისუფლად შეიძლება ბაზრობაზე 2-ჯერ იაფად იყიდო, მაგრამ უნდა ხვდებოდე რომ შავ-თეთრი შარფსა და მსგავს “გაბაზრებულ” ნივთებს თუ შეიძენ და ატარებ, არ იქნები გამორჩეული და დამესგავსები მასას და მსგავს შემთხვევაში კი , არ უნდა გეწყინოს , როდესაც გეტყვიან რომ არ გაქვს სტილი და არც უნდა გქონდეს ამაზე პრეტენზია.

მოდა ის კი არაა რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთდა ვეცადოთ გემოვნებიანად ჩავიცვათ.
ჩემი რჩევაა : ატარეთ აქსსესუარები და მერწმუნეთ ჩაცმულობას ხვანაირ ელფერს მიანიჭებთ.

ბიჭი, რომელსაც უყვარს VOGUE”

Comments

comments

28 thoughts on “თენგო, რომელსაც უყვარს “Vogue”

  1. თენგო,რომელსაც უყვარს “Vogue" says:

    მადლობა თაა ეს რომ გამოაქვეყნე 🙂
    მადლოოოობ მაკა ჩემი წერილი რომ მოგეწონა 🙂

  2. marika says:

    dalian momewonaaa …. martlac rom dasapiqrebelia.. tbilishi “fashen week” imarteba da 99% quchashi sashineli “zmain” dadis

  3. ეკა says:

    მშვენიერი წერილია 🙂
    ისე ძალიან მომწონს როცა ბიჭი აძლევს რჩებას გოგოს,იმიტომ რომ კაცის თვალი მაინც სხვანაირად ხედავს.

  4. GioAresh says:

    მართალს ამბობს ეს ადამიანი და მართლა თუ უნდა რომ ქართველები გარეგნობით იყვნენ ინდივიდვალურები ბლოგებზე წერით ვერაფერს შევცვლით იმიტომ რომ ყველა ადმიანის თავში ბლოგის დახმარებით ვერ შევახწევთ ერთი მთავარის გამო რომ ბლოგი არ იციან რა არის. და პირველრიგში ტანსაცმლის ბიზნესით დაკავებულმა ხალხმა უნდა შეცვალონ ბიზნესის მათი მთავარი მიმართულება რომ თუ რაღაც ტანსაცმელს ყიდულობს ხალხი შენ კონკურენტან, შენც იგივე კი არ უდნა გაყიდო არამედ უკეთესი შესთავაზო! ვსიო ჩემი აზრით აქ მთავრი პრობლემა საქართველოში!

  5. NINI says:

    თეეეენგოოოოო 🙂 გეთანხმები ყველაფერში… კარგი იქნება, რომ ბევრი დაფიქრდეს მსგავს თემებზე და არა მხოლოდ თეორიულად დაგეთანხმონ, არამედ პრაქტიკაშიც განახორციელონ 🙂 რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ მოდაშია ის, რაც ყველას აცვია… არადა აშკარად სხვაგვარადაა ყველაფერი 🙂 ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი სტატიების წერას გააგრძელებ… რაც მთავარია საღად აზროვნებ და შეგიძლია სიტუაციის ობიექტური შეფასება… 😀

  6. ნანუუც says:

    ძალიან კარგი წერილია:)მომეწონა ძალიან:)სწორად გაქვს დანახული ქართველების “ნაკლი”…რაც სიმართლეა უნდა გავისთვალისწინოთ>>>ასე გააგრძელე:*:*

  7. თაკო says:

    გეთანხმები, მაგრამ შეიძლება ისეთი რამ რაც მოდაშია მოიხდინო. თუმცა იმის გამო კი არ უნდა ჩაიცვა, რომ მოდაშIა, არამედ იმის გამო რომ გიხდება. ძალიან კარგი წერილია და ნამდვილად ასახავს დღევანდელ რეალობას!

  8. თაკო says:

    ძალიან მომეწონა შენი სტატია და გეთანხმები ყველაფერში:* ესე გააგძელე:*

  9. peppi says:

    “ვეცადოთ გემოვნებიანად ჩავიცვათ” – საინტერესოა, ვინ და რამდენი ჩათვლის, რომ ამ რჩევას მას აუბნებიან;)

    პს. მართლაც კარგი თემა გამოვიდოდა, უფრო მეტი დრო რომ დაეხარჯა ავტორს და განევრცო როგორც თავისი ხედვა, ასევე ქართული “ქუჩის მოდის” მაგალითები ეჩვენებია/ჩაესწორებინა.

    და კიდევ – თბილისში 18-ის და 30 წლის ადამიანებს ერთნაირად აცვია? (ეს კრიტიკად არ მიიღოთ, მართლა მაინტერესებს)

  10. თაკო says:

    ძალიან მომეწონა თენგო შენი სტატია და გეთანხმები ყველაფერში:* ესე გააგრძელე:*

  11. ლონდა says:

    მომწონს როცა ადამიანები ბანალურ თემებს არაორდინალურად უდგებიან ანუ თავისი განსხავვებული აზრი აქვთ…აი მიტუმეტეს ბიჩს…ტენგოო დზალიან მომეწონაა,,,ვფიქრობ რომ საინტერესო პიროვნება იქნებიი შენი განსხავვებული სტილით: ))

  12. ნანუუც says:

    ძალიან კარგი წერილია:)მომეწონა ძალიან:)სწორად გაქვს დანახული ქართველების “ნაკლი”…რაც სიმართლეა უნდა გავისთვალისწინოთ>>>ასე გააგრძელე:*:*

  13. Shota Khinchagashvil says:

    “გიხდება” – ესეც, გემოვნების არ იყოს, ყოველთვის საკამათოა. მთავარია იცვამდნენ იმის გამო, რომ [ფიქრობენ რომ] უხდებათ. აი დანარჩენი მართლა მოდაა კლასიკური გაგებით – მოდა გკარნახობს, რა ჩაიცვა და რა არის… “მოდური”.
    ამიტომ არ მიყვარს მოდა

  14. თეკლა says:

    ძაან მომეწონა მარტლა დასაფიქრებელია და თუ შეიძლება დაფიქრდეთ ამაზე

  15. antimelancholy says:

    მაგდუ, რომელსაც უყვარს ჯანსაღად მოაზროვნენი )

    მადლობ დამწერს & გამომქვეყნებელს )

  16. ანა says:

    თბილისს ამოჩემებები ნამდვილად უყვარს სამწუხაროდ…..

    მეც მიყვარს vogue!!!! :))))

  17. Lord Vader says:

    ქართულ გემოვნებაზე ვეთანხმები, მაგრამ ბევრი რამ მანდ ზოგადად ძალიან საკამათოა.

    ფასი არ არის იმდენმად მნიშვნელოვანი, მაგრამ ბრენდი მნივნელოვანია. ამაზე არაერთხელ დამიწერია ბლოგზე ვრცლად – მოკლედ რომ ვთქვა კი ბრენდი არის ის, რომელშიც დევს დიდი შემოქმედებითი ენერგია და ისტორია და შენ არ ყიდულობ უბრალოდ შარვალს – შენ ყიდულობ ამ ისტორიას და ენერგეტიკას და ხდები ლეგენდის ნაწილი.

    ბუტიკიცაა და ბუტიკიც, მაგრამ ბაზრობაზე ვერ იყიდი იგივეს უფრო იაფად. ეს ძალიან ძველი ქართული ურბანული ლეგენდაა.

    არ არის აუცილებელი გადაიხადო 1000 პიჯაკში. მაგრამ ჯობს იყიდო ნამდვილი გეფი 25 დოლარად და არა მეიდ ინ ხუი-ჟუი, რომელსაც არმანის ლეიბლი აქვს მიკერებული.

    ნუ გადაიხდი ათასებს, მაგრამ ნუ აკადრებ საკუთარ თავს ფეიკს.
    ვოტ.

  18. ნინიკო ჭოლოკავა says:

    თენგოოოოოო უმაგრესი ხაააააააარ………..:*

  19. თენგო,რომელსაც უყვარს “Vogue" says:

    დიდი მადლობა ვისაც მოეწონა ჩემი ჩანაწერი (HAPPY)

  20. ანა says:

    ძააან მომეწონა შენი აზრი თენგო და ყველაფერში გეთანხმებიი.. ძააან ძააან მაგარი ხარ. კარგი იქნება თუ ყველა შენნაირად იფიქრებს.. მე ყოველთვის იმას ვიცვამ რაც მიხდება და არა იმას რაც “მოდაშიაა”… ყოჩაღ ძალიან მომეწონა.. გკოცნიიი.. ანა

  21. თენგო,რომელსაც უყვარს “Vogue" says:

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას

  22. MrsMarch says:

    რა საყვარელია! ეხლა ვნახე! თენგო შენი ფანი ვარ და ბლოგერი რატომ არ ხარ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *