AVTANDIL SPRING-SUMMER 2011

ის რომ ავთანდილმა გახსნა საქართველოს მოდის კვირეული უგენიალურეს გადაწყვეტილებად მეჩვენება, ვარ ძალიან სუბიექტური ამის წერისას, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს ეს ნიჭიერი ადამიანი და რა ვქნა

AVTANDIL SPRING-SUMMER 2011   

ამბავს მადლობით დავიწყებ, რადგან ამ პატივისცემის იგნორირება არაფრით არ შემიძლია, ის რომ მე მაქვს საშვი დავესწრო ამ კვირეულის ყველა ჩვენებას არის ჟურნალ “დიზაინ რევიუ”-ს დამსახურება, რომლის ხელმძღვანელმაც ნესტანმა მაჩუქა მე ეს სიამოვნება და საშვიც, უზომოდ მადლიერი ვარ ამ ადამიანის 🙂

ავთანდილის ნიჭს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ კიევის ჩვენების შემდეგ როდესაც მან ძალიან აქტიურად გამოიყენა რძისფერი და კრემისფერი კოლექციაში, მე მისი ნიჭის უერთგულესი თაყვანისმცემელი გავხდი. შემდეგ იყო კოლექცია 2010 ზაფხული, რომელიც ჩემს ბლოგზე გაშუქდა და რომელიც ასევე უზომოდ მომეწონა და ბოლოს გუშინდელი დაგვირგვინება.

ვიდეომასალა მაქვს მთელი ჩვენების და სრულად შემოგთავაზებთ ყველაფერს, უბრალოდ დაყოფილია ნაწილებად რადგან ყველას ერთად ვერ ავტვირთავდი იუთუბზე. ხარისხზე მაპატიეთ ზუმით ვიღებდი

წინა პოსტში დავწერე რომ მე და სალის გვქონდა დრო ბექსთეიჯში შეჭყეტის, მაგრამ არ შეგვიშვეს სამწუხაროდ, თუმცა რამდენიმე უკვე შემოსილი მოდელი დავინახე და მივხვდი რომ წინ უსაინტერესოესი ჩვენება მელოდა, რადგან ამ კოლექციაშიც რძისფერი და კრემისფერი დომინირებდა.

ჩვენება  დაყოფილი იყო პაუზებით, პირველი ნაწილი იყო ულამაზესი და უსაინტერესოესი, უნაზესი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი, ბრჭყვიალა დეტალებით და თვლებით შემკობილი, მაღალი ქუსლები და თავზე “ხილაბანდ”წაკრული მოდელები. პირველ ნაწილში ნავენები კაბები იყო ულამაზესი, კაბები ერთ ან რამდენიმე ფერში იყო წარმოდგენილი წინა მხრიდან, იყო რძისფერი,  რუხი, ღია ნაცრისფერი, შავი, მაგრამ ამ კაბების აბსოლუტური უმრავლსეობა უკანა მხარეს იყო შავი, მთელს სიგრძეზე ჩადგმული დიდი ელვა-შესაკრავით. ე.წ. ზმეიკით

მეორე ნაწილში (ან მესამეში) ერთადერთი ბიჭი მოდელი გამოვიდა, საკმაოდ სიმპატიურად მაგრამ შავ ფერებში შემოსილი, რომელიც თითქოს მოუძღვოდა წინ 3 მომდევნო მოდელ გოგოს. ეს სამი გოგო უკვე გაცილებით სხვანაირად იყვნენ შემოსილები.

კაბები გაცილებით მუქ ფერებში, იყო და უფრო უხეში შტრიხებით, მაგრამ OMG თითოეულ მათგანს ფეხზე ეცვა საკმაოდ მოუხეშო მამაკაცური სტილის ფეხსაცმელი, უქუსლო – ძირზე. ამ ნაწილში ყველა გამომსვლელს დაბალი მამაკაცური ფეხსაცმელი ეცვა კაბაზე, ავთანდილს სურვილი აქვს ამ ტენდენციის დამკვიდრების. მე პირადად სასტიკად არ მომწონს ეს ფეხსაცმელი, თუმცა მოდა მოდაა და ვიღაცეები აუცილებლად მოიხდენენ და ვიღაცეები ვერ მოიხდენენ მაგრამ მაინც ჩაიცმევენ.

მთელი ეს პერიოდი ვიჯექი გაფაციცებული რომ რამე არ გამომრჩენოდა, ცალი თვალი კამერის ეკრანზე, ცალი თვალით უშუალოდ ჩვენებას ვუყურებდი. სადაც შემდეგი ნაწილი უფრო მუქი და გრძელი კაბებით იყო წარმოდგენილი. და ვერცხლისფერი და ოქროსფერი ბრჭყვიალა დეტალები უფრო გამოიკვეთებოდა.

ჩვენების ბოლო ნაწილი ნამდვილი კულმინაცია იყო, ულამაზესი საქორწინო კაბა რომლის გულისთვისაც დიმასთან გაშორებას ვაპირებ და თავიდან გაყოლას ამ კაბით 😀 😀 😀 აქ ზედმეტი კომენტარები საჭირო არაა, თავად შეაფასეთ, და დიდი მადლობა ელენეს ამ ფოტოს მოწოდებისათვის

Comments

comments

7 thoughts on “AVTANDIL SPRING-SUMMER 2011

  1. თენგო,რომელსაც უყვარს “Vogue" says:

    (inlove) ძალიან მომეწონაა

  2. Taa says:

    კიიიიიიიიიიიიი
    ულამაზესი კოლექცია იყო, აღფრთოვანებული წამოვედი

    დღეს TAN-ზე ვიყავი, ხვალ დავწერ დრო თუ მექნება

  3. Maka Asatiani says:

    მემგონი არავინ შემოგედავება სუბიექტივიზმის თაობაზე :))) კარგია 🙂

  4. xatije says:

    dzaan momecona taa rogor mindoda aq casvla marto imitom rom es saqorcilo kaba menaxa mec minda gavshorde chems qmars 🙂 am kabis gamo 🙂

  5. ეკა says:

    ყველა კაბა ძალიან მაგარია მაგრამ ხილაბანდი…არ ვიცი მე არ მომწონს….
    არც ფეხსაცმელები.
    რა ლამაზად უფრიალებთ კაბები ლამაზ ტანებზე.

  6. antimelancholy says:

    მე აFთერპართიზე ვიყავი ზატო:P

    ჰოოდა მეც მინდა მოსაწვევი ვიომ მეც ჟურნალისტი ვარ რა

  7. Dubrovskij says:

    ძალიან ლამაზი შოუ იყო
    და კარგად შერჩეული ადგილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *