Georgian Fashion Week – day 2

ძალიან ვწუხვარ რომ გადატვირთული გრაფიკის გამო ძალიან მიგვიანდება პოსტების დაწერა საქართველოს მოდის კვირეულის შესახებ.

იმაზეც ძალიან ვწუხვარ რომ შაბათს და ორშაბათს სამსახურის გამო მხოლოდ 7 საათის მერე განხორციელებულ ჩვენებებს დავესწრები, მაგრამ რასაც დავესწრები გპირდებით ყველაფერზე მოგიყვებით.

შაბათს, 23 ოქტომბერს, კვირეულის გეგმა ასე გამოიყურებოდა:

2:00 LEEDO / ეკა ბალანჩივაძე (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

3:00  ლელა კულიანი (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

4:00  გიორგი ფანცულაია (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

5:00 ირაკლი რუსაძე (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

6: 00 ზენკა და მარი (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

7:00 ქეთი ჩხიკვაძე (ვერ დავეწსარი 🙁 , იმედია სადმე ვნახავ)

8:00 A-LAB MILANO  (მივედი, მოგიყვებით 🙂 )

9:00 ANDRE TAN – ჩატარდა A-LAB MILANO-ს ნაცვლად, ვიყავი

გამიმართლა და მანანა კარგად მივაპარკინგე იქვე მერიოტთან, 8 საათზე უკვე რუსთაველის თეატრში ვიყავი A-LAB MILANO-ს ჩვენების მოლოდინში, როდესაც ვინმე უცხო მოყმემ სცენიდან გვაუწყა ინგლისურ-იტალიურად რომ იტალიელების ჩვენება გადაიდო, რადგან კოლექცია რომელიც მოდიოდა რომელიღაც ავიახაზით დაიკარგა, საბედნიეროდ კოლექცია ნაპოვნია, მაგრამ ხვალამდე ვერ ჩამოვაო, ამიტომ აფუსფუსდნენ თურმე მოდის კვირეულის ორგანიზატორები და 8 საათზე (უფრო სწორად 9ის 20 წუთზე) დარბაზში შუქი ჩაქვრა და ANDRE TAN-ის ჩვენება დაიწყო 1 საათით ადრე

ჩვენი ანდრიუშა საკმაოს სიმპატიური “ხლოპეცი” აღმოჩნდა, მე პოსტის დაწერანდე გადავათვალიერე მისი ფლეშ საიტი და ფლეშის მომგონებელი დავწყევლე 😀 რადგან სურათის ასაღებად სქრინშოტები დამჭირდა, და აღმოვაჩინე რომ:

ანდრე უფრო ნიჭიერია ვიდრე მან თავი წარმოგვიდგინა შაბათს, უფფ, ამოვისუნთქე, კიდევ კარგი თორემ უკრაინელების მიმართ ლოიალურად ვიყავი განწყობილი და არ მინდოდა ეს დიზაინერი რუსთაველში წარმოდგენილი კოლექციით შემეფასებინა

რაც შეეხება რუსთაველში წარმოდგენილ კოლექციას, გაცილებით მეტს ველოდი და მივიღე თითქმის არაფერი ამ მოლოდინისგან, 2ად ორი ნამუშევარი იყო რაც მართლა დავაფასე და მომეწონა გულით. დანარჩენს ძალიან სუსტ შეფასებას მივცემდი. თუმცა ეს არის ჩემი ძალიან სუბიექტური აზრი, აგერ ვიდეოები ჩვენებიდან, აგერ თქვენ, ან დამეთანხმეთ ან შემეკამათეთ ან გამაკრიტიკეთ.

Comments

comments

5 thoughts on “Georgian Fashion Week – day 2

  1. Roisin says:

    რამოდენიმე რამე კარგიააა. მე გოგოები მომწონს 🙂 🙂

  2. xatije says:

    xooo gogoebi marlac ro mkargebi arian, kvelaperi momeconatqo ver vitkvi, magram tat rogorc shen agnishne 2 ragac momeconao magashi ver dagetanxmebi, iko ragaceebi rac martlac momecona shevidzendi da chavicmevdi :)))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *