GFW: Gola & Pepela

კვირა, 24 ოქტომბერი, უგადატვირთულესი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე.

12 საათზე ჰეარჰაუსიდან დავიწყე, 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი რედისონში, არქიტექტურული პრემია 2010-ს დაჯილდოების ცერემონიალზე.  ამიტომ გინდა არ გინდა უნდა გადავპრანჭულიყავი, გავიკეთე ვარცხნილობა, მაკიაჟი და ფრჩხილები და საკმაოდ კლასიკურად გამოწყობილი  კისრისტეხით მივქანდი 3 საათზე რუსთაველის თეატრში, სადაც ჩვენებებს უნდა დავსწრებულიყავი.

24 ოქტომბრის ჩვენებების გეგმა ასე გამოიყურებოდა:

2:00  გოგა ნიქაბაძე

3:00 გოლა და პეპელა

4:00 თეონა ელიზბარაშვილი

5:00 ბიჭოლა

6:00 ანუკა ქებურია

7:00 დათუნა სულიკაშვილი და ქეთი დარსაველიძე

8:00 ზინაიდა ლიკაჩოვა

9:00 გასპარ იურკიევიჩ

გოგა ნიქაბაძის ჩვენებას ვერ დავესწარი რადგან ვერ ვასწრებდი მოწესრიგებას და პირდაპირ გოლას და პეპელას ჩვენებაზე მივედი.

გოლა ზუმბულიძე და თამარა კოპალიანი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები არიან. ისინი მოდის ბიზნესში უკვე 2 წელია მოღვაწეობენ და საკუთარი ატელიე გააჩნიათ ჭონქაძეზე. მათი ნამუშევრები კი შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია Flabour–ში.

მე არ ვიცი, რატომ მოუნდა თამარა კოპალიანს პეპელობა როდესაც მისი სახელი და გვარი გაცილებით ჟღერადია, მაგრამ ვიცი და მახსოვს ჩემი პირველი რექსცია როდესაც ის დავინახე, კი არადა მისი ლაპარაკი გავიგე თბილისი ლაივის ეთერიდან როდესაც ისინი ბათუმში იმყოფებოდნენ. სიმართლე გითხრათ ძალიან გამაოგნა ამ გოგოს ჩამოუყალიბებელმა ტექსტებმა და საკმაოდ უაზრო პასუხებმა … გავიდა დრო და პეპელა ჩემთვის ისევ იმ გადაცემაში ნანახ სუბიექტად დარჩებოდა, რომ არა პირადად მისი გაცნობა თან საკმაოდ საქმიან შეხვედრაზე. თბილისი ლაივის ჩანაწერი მეხსიერეიდან გაქრა, როდესაც სჭირდება ეს გოგო მშვენივრად მეტყველებს დამიჯერეთ. და კოლექცია რაც მან და გოლამ აჩვენეს იყო

უუუუუუუუუუუუუუულამაზესი, უსადავესი  და გამორჩეული მართლაც.

უამრავი ადამიანი, რომლებიც დარბაზს ტოვებდნენ ამ ჩვენების დასრულების შემდეგ, აღფრთოვანებით უზიარებდა ერთმანეთს ამ დუეტის ნიჭიერებას და კოლექციის მართლაც მომხიბვლელობას.

ჯერ მარტო მუსიკალური გაფორმება ქჰონდა ნამდვილად საინტერესო, ყველა დამეთანხმება ვინც იქ იყო. დღის ფონზე ფერები განსაკუთრებით კარგად ჩანდა, მაგრამ იქ სადაც მზის სხივი ურტყამდა, ყველაფერი უფრო კაშკაშა ხდებოდა და ძალიან უშლიდა ხელს მაყურებელს.

რამდენიმე დღის წინ ვწერდი ზუსტად ჟურნალ ინსტაილის რეკომენდაციებს 2010 წლის შემოდგომის ტრენდებზე და ამ კოლექციის ყურებისას რამდენიმეჯერ გამახსენდა ჩემი პოსტი. ფერები შემოდგომისეული, მარგალიტები და სხვა მრავალი საინტერესო დეტალი რომელთა შორის მფრინავი თეფშის “ანაბეჭდები” უნდა გამოვყო ქსოვილზე. ცუდია რომ ვიდეოებში არ ჩანს აქსესუარები დეტალურად, ქამრები იყო მარგალიტებისაგან გაკეთებული, ასევე საინტერესო იყო აბადოკებიც, ფეხსაცმელი – რამდენიმე დავაფიქსირე.

ეს იყო ძალიან მარტივი casual -კოლექსია, just dress & go- ტიპის, ბევრი ტვინის ჭყლეტვა რომ არ გჭირდება ეს სად ჩავიცვა ეს სადო, საინტერესო დეტალებით და სასიამოვნო ფერებში.

Gola & Pepela

Comments

comments

One thought on “GFW: Gola & Pepela

  1. Shapo says:

    გამარჯობა თაა
    მე მახსოვხარ შენ ფეშენ ვიქიდან

    მეც დავდიოდი ხოლმე ფოტოგრაფი ვარ და ვიღებდი ხოლმე
    თუ გინდა კარგ სურათებს გამოგიგზავნი, ეს ჩვენება მეც მომეწონა შედარებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *