GFW: Teona Elizbarashvili

Georgian Fashion Week, დღე მესამე, 24 ოქტომბერი, კვირა, 16:00

თეონა ელიზბარაშვილი

მინდა ბევრი მოგიყვეთ და დავწერო მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი ამ გოგოს შესახებ, საიტი under construction აქვს.  ერთადერთი რაც გამაჩნია მისი სურათია, ისიც ფეისბუქზე ვიპოვე

რაც შეეხება ამ მოდის კვირეულზე წარმოდგენილ მის ჩვენებას, ძალიან ბევრი კარგის თქმა შემიძლია. სამოსი იყო იმდენად casual, იმდენად საინტერესო რომ მთელს ჩვენებას ვუყურე სურვილით გამეგო სად იყო მისი ატელიე და წავსულიყავი პირდაპირ ჩვენებიდან რამდენიმე ტოპ-ის საყიდლად. ტოპ-ში ვგულისხმობ არც მაისური და არც სვიტრები რომ არის, რაღაც შუალედური მათ შორის 🙂

მომეწონა ასევე თეონას კაბებიც, წარმოდგენილი ამ კვირეულზე. სიამოვნებით მივიდოდი და გავისინჯავდი თითქმის მთელს კოლექციას.  განსაკუთრებით მომეწონა ის შავი ტოპები მეორე ვიდეოში რომ აცვიათ მოდელებს, ერთს გრძელ “იუბკა”ზე და მეორეს მოკლე შორტებთან

Comments

comments

9 thoughts on “GFW: Teona Elizbarashvili

  1. LiLaC says:

    თეონაზე მე შემიძლია მოგაწოდო ცოტა ინფორმაცია, იმიტომ რომ საბანკეტო კაბა მასთან შევიკერე. მისი ატელიე არის აბაშიძეზე, ვაკის პარკთან (ნომერი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ იქვეა, რა). ადრე, როგორც ვიცი, ავთანდილთან მუშაობდა და ეხლა დამოუკიდებელი დიზაინერია.
    ჩემს კაბას რაც შეეხება, მე, სამწუხაროდ, უკმაყოფილო დავრჩი 🙁

  2. Lord Vader says:

    ვერ ვქაჩავ მაგდენს

    კი გაქაჩავ, უბრალოდ, მასშტაბები გზღუდავს.
    როგორც მიმინოშია – ანა კაჟდი დენ აკადემიკოვ ვიდიტ, კოსმონავტოვ ვიდიტ… შენ კი ბიჭოლას უყურებ 🙂

  3. ანა says:

    თეონა ავთანდილთან მუშაობდა და ეს მის კოლექციას ყოველთვის ეტყობა, ავთანდილისეული კრუჟავოები, თეთრი და შავი ფერები, ზმეიკები …
    ჩემმა მეგობარმაც შეიკერა თეონასთან კაბა და საკმაოდ კარგი კაბა იყო, მე ძალიან მომეწონა და მითხრა თვითონაც კარგი ადამიანიაო.
    ვაკის აუზზე დადიოდა შარშან ყოველდღე ვხედავდი, უბრალოდ მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო 😀

  4. ანა says:

    პ.ს ძალიან მომეწონა ეხლანდელი კოლექცია,სიამოვნებით ვიყიდიდი რომელიმე კაბას ან კომბინიზონს … <3

  5. Taa says:

    ანა

    მადლობა საინტერესო კომენტარებისათვის
    მეც მომეწონა ეს კოლექცია და აუცილებლად უნდა შევიძინო ის “ტოპი” რომელზეც დავწერე მომეწონათქო

  6. ფაიფურის ანგელოზი says:

    თეონამ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და იმდენად კარგად აღიქვამდა ტანსაცმლის თარგებს ავთანდილმა ასისტენტად აიყვანა,შემდეგ და შემდეგ განვითარდა.
    პ.ს. თუ გადაწყვეტ მასთან ვიზიტს,შემეხმიანე და პირად ნომერს მოგცემ)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *