GFW: ანუკა ქებურია

ანუკა ქებურიას პირველად გამოფენაზე შევხვდი შარშან, MADE IN TBILISI- რომ ჩატარდა EXPO GEORGIA-ში.

ერთ ერთი მორიგი ბოდიალისას შევნიშნე მისი სტენდი და მივედი, თავად მაშინ იქ არ იყო, დავათვალიერე გამოფენილი პროდუქცია, მომეწონა ერთი შავი ტყავის ჩანთა და ავიღე ბუკლეტი სადაც მახსოვს საშინლად მომეწონა ბეჟი ფერის ფეხსაცმელი და იგივე ფერის ჩანთა.

ამის შემდეგ ანუკაზე ხანდახან ტელევიზორიდან თუ გავიგებდი ხოლმე რამეს, ძირითადად თბილისი ლაივიდან, სადაც გავიგე რომ ქართული სამზარეულო ყვარებია და ხინკალი 🙂

მაგრამ ხინკალს ამ თემას ვერ დავუთმობ, მითუმეტეს მე ხინკლისმოძულე ავტორი, ამიტომ გავაგრძელებ ანუკაზე.

ანუკას ჩვენება საქართველოს მოდის კვირეულზე – მომეწონა!!!

მომეწონა 2 მიზეზის გამო

1.  დასაფასებელია ის ფაქტი რომ თუნდაც 1 თვითმფრინავი მაინც იდო სცენაზე და დეკორაციის როლს ასრულებდა. ესე იგი უფირქია ადამიანს არა მარტო ტანსაცმელზე არამედ სცენის გაფორმებაზეც. მივესალმები და შევაქებ ამ საქციელისათვის

და მეორე მიზეზი:

მიუხედავად იმისა რომ მე ვერ ვიტან მილიტარი სტილში ვერც ერთ სამოსს, ეს ჩვენება იყოცემი სიძულვილის დამამსხვრეველი.

ანუკას ჯარისქალები ძალიან მომხიბვლელები იყვნენ, საყვარელი მოკლე კაბებით, უხეში დრაგუნა ფეხსაცმელებით და ჩანთებით, რომლებიდანაც რამდენიმე მართლა ძალიან მომეწონა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთებს რომ ევლოთ, კაცობრიობა კი არ ამოწყდებოდა არამედ გამრავლდებოდა (თაას ბრძნული აზრი) 😀 😀 😀

მოვითხოვ, თუ მეორეჯერ “საზიზღარმა”რუსეთმა გაბედა და შემოუტია ჩვენს საზღვრებს, ჩვენ დავახვედროთ ესენი. 😀 😀 😀


Comments

comments

12 thoughts on “GFW: ანუკა ქებურია

  1. ნუცა says:

    თაა გეთანხმები პირველ მიზეზში
    ჩვენება მარტო ის ხომ არაა ჩააცვი და გამოაგდე პოდიუმზე 😀

    რაც შეეხება კოლექციას, კაბა მეც მომეწონა ერთიორი, თუმცა მთლიანი კოლექცია დიდი არაფერია

  2. Lord Vader says:

    ახალგაზრდა დიზაინერია ხომ?
    ჰოდა მეტ სიგიჯეს. ფანტაზიას. ნონ-კონფორმიზმს. რაღაც ისეთს ნახევარ დარბაზს ყბა რომ ჩამოუვარდებოდა და მეორეს გულყრები დაემართებოდა.
    მე არ ვყოფილვარ იქ, მხოლოდ სურათებით ვმსჯელობ.
    შეიძლება იყო რაღაც და ფოტოებზე ვერ ვამჩნევ. 🙂

  3. Taa says:

    Lord Vader

    ეგეთი გადასარევიც ვერაფერი 🙂
    მე რამდენიმე კაბას ჩავიცმევდი და ამიტომ მომეწონა
    მაგრამ ყბის დავარდნისგან ძალიან შორს არის

  4. ეკა says:

    მერე რუსებმაც რომ თავისი ქალები გამოიყვანონ ჩვენები სულ გამოშტერდებიან :D:D:D

  5. Taa says:

    ეკა

    მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ რუსებს სახით ქართველები სჯობიან, ხშირ შემთხვევაში

    აი უკრაინასთან არ გაგვივა ეგ ხერხი, უკრაინელი მოდელები სახეზეც ულამაზესები არიან

  6. antimelancholy says:

    მე მომწონს ეს გოგო..

    დახვეწილია & კარგი გათვლები აქვს.

    საქართველოში ყბილსმტხლეშვარე პროდუქტს არ ჰყავს პუბლიკა.. აქ ზომიერება ფასობსა & ნაკლებ რისკიანი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი.. ნაწილს გამორჩეულობის ეშინია, მეორე ნაწილს “ვანაბი გამორჩეულობის”..

    მოკლედ..

    მე მომწონს ანუკა ქებურია 🙂

  7. თათული says:

    ეგ ანუკა ქებურია სულ ტალახისფერი რატომ დადის?
    ეგეთიააააა?

  8. David says:

    არაფერი არ მომეწონა ბოლო ეფექტის გარდა
    არც ერთი კაბა და არც ერთი ვარცხნილობა
    ასე რომ იარონ ქართველებმა ქუჩაში ქვეყნიდან წავალ

  9. მილა says:

    არაუშავს რაა რა 🙂 დიდი არაფერი მოდური ტანსაცმელია მაგრამ მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ.უაზრო ფეხსაცმელებია.უმრავლესობა ბაზრობის 50ლარიანისგან რო ვერ გაარჩევ ტანისამოსი კი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული უსიულეტო ფორმის მართკუთხედი ეს წვრილი ქამრები და დიდი ჩანთები გავიგეთ უკვე ამოვიდა ყელში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *