GFW: ბიჭოლა

ბიჭოლას ნიჭიერებაზე იმდენი დაიწერა და ითქვა რომ საერთოდ აღარ დავწერდი არაფერს რომ არა ერთი პაწაწუნა ინფორმაცია რაც გაიპარა ფეისბუქზე.

ბიჭოლა ნიჭიერია, აღარ ვდაობთ მაგაზე !!!

მაგრამ ბიჭოლა ნიჭიერია? თუ ისინი არიან ნიჭიერები ვისგანაც ბიჭოლა იდეებს სესხულობს – თუ რა დავარქვა არ ვიცი …

არ ვიცი ბალიშების იდეა ბიჭოლასი იყო თავიდანვე თუ ვინმე სხვისი, ინტრიგანი არ ვარ და არც დაუდასტურებელი ინფორმაციის დადებას ვაპირებ ჩემს ბლოგზე. თუმცა იდეამ გაამართლა და ქართველებში, რომლებსაც საოცრად უყვართ გამოჩნდნენ “იდეინები” და განსხვავებულები, ბალიშები გახდა ისეთი აქტუალური რომ შეიძლება ზეგ სოფელში რომ გავემგზავრო, იქვე ორღობეში ჩაის მკრეფავი კატუშას შვილიშვილი, ხულიგანკა თინაია ბიჭოლას ბალიშებით რომ დამეჩითოს არ უნდა გამიკვირდეს.

მე არ ვიცი რა ინტერესი ჰქონდა ბიჭოლას ჩადებული ბალიშებში, მაგრამ კომერციული ინტერესი რომ უდაოდ უნდა გაემართლებინა თითქმის დარწმუნებული ვარ …

ბიჭოლა ნიჭიერია – აღარ ვდაობთ?

ბიჭოლამ კოვზები მოიგონა!!!

მოიგონა რო? ბიჭოლამ კოვზები?

ეკუთვნის კი, ეს იდეა ბატონ თეთრაძეს?

არა, არ ეკუთვნის რამდენადაც მე გავიგე, კოვზების იდეა ეკუთვნის ერთ ძალიან ნიჭიერ გოგონას, რომელიც სწავლობდა ბიჭოლასთან ერთად და კოვზები სამოსში – იყო მისი სადიპლომო ნამუშევარი.

მე ამ თემას დავუბრუნდები, როგორც კი მოვიცლი და ვნახავ იმ გოგოს კონკრეტულად და საინტერესო იქნება მოვაყოლო თუ როგორ გახდა ბიჭოლა კოვზების ავტორი … მანამდე ამ თემაზე მოვრჩები 🙂

ბიჭოლა ნიჭიერია !!! მაგრამ თუ როდესმე მან ხელსახოცებიც გამოიყენა თავის კოლექციაშიც, იცოდეთ რომ თქვენ ჯერ კიდევ 2009 წელს გაქვთ წაკითხული რომ რუსულმა დუეტმა “ალოემ” უკვე გამოიყენა ეს დეტალი …

თუმცა ბიჭოლა ნიჭიერია და ამ ჩვენებიდან თითქმის ყველა კაბა მომეწონა. მომეწონა ქსოვილები და მომეწონა ის რომ მგონი მთელს საქართველოს მოდის კვირეულზე ერთადერთი იყო ვინც ქალის სხეულს ჯერ კიდევ პატივს სცემს და ისეთი სამოსი შექმნა რომელიც კვეთავს იმ სილამაზეებს რაც ქალის ტანს გააჩნია.

გადახედეთ ჩვენებების ვიდეოებს და თავადვე დარწმუნდებით ამაში, კაბებ სხვების მიერ წარმოდგენილი სხეულზე ისეა მომდგარი თითქოს XS ზომა ქალებს XXL-ები ჩააცვესო, თუმცა მოდა მოდაა და ვერსად გაექცევი, თუ მინდა ვიყო მოდური უნდა წავიდე და XXL ვიყიდო.

თუ მომიხდება პრინციპში ალბათ ასეც მოვიქცევი 😀 😀 😀

კოვზები

და ბოლოს არ შემიძლია ამ “საქარწილო” თუ “სა- არ ვიცი რისთვის გამოსაყენებელი”  კაბის შესახებ არ დავწერო.

ბიჭოლა ნიჭიერია, აი ეს კაბა დაგიდასტურებთ ამას, ამ კაბას ხომ შექმნა უნდა, ფიქრი უნდა, ხატვა უნდა, იდეა უნდა და განხორციელება უნდა. კაბა იყო გრანდიოზული – და მხოლოდ!!!

საინტერესოა ქმარს, რომელსაც ცოლი ამ კაბით გამოეცხადება ქორწილში, მოუნდება კი ის ცოლი როდესმე?

არ ვიცი თქვენ გადაწყვიტეთ 🙂

Comments

comments

28 thoughts on “GFW: ბიჭოლა

  1. antimelancholy says:

    ბიჭოლა არ ვიცი.. მაგრამ ჩემი თათა(ამაყი დედის ინტონაცია აქ) ნამდვილად ნიჭიერია & სწორ აქცენტებს აკეთებს..

    ჩემი ეჭვებიც ბიჭოლაზე, კიდევ უფრო აეჭვიანდნენ : ))))))

    ველი კოვზების ამბის გამოძიებას 😀

  2. Taa says:

    nino101

    კი, კი აუცილებლად
    ძალიან საინტერესო იქნება მისი პასუხი

  3. David says:

    ეჰჰ, არადა რა მაგარი ბალიშები ქონდა :დ :დ :დ
    ბალიშები ვის მოპარა ნეტა

  4. სამომე says:

    თაა მე მზად ვარ მოგაზოდა დაწვრილებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით..და დავადასტურებ რომ ეს იიდეა ჩემი იყო და სულ რაღაც ერთი წლის უკან მქონდა გაკეთებული…

  5. LiLia says:

    სხვების იდეებით ხდება უმტესობა წარმატებული და “ნიჭიერი”
    ბიჭოლაც არ ყოფილა გამონაკლისი

  6. Shapo says:

    უბანძესი კაბა იყო
    იქ არ ვიყავიი
    ვნახე
    უჟასი და დებილობა

  7. თიკო says:

    ვაიმეეე ვაფშე როგორ მოგწონთ ბიჭოლა ხალხოოოოოოოოოოო?

  8. ана says:

    моклет бичолас плагиатобаши сдебт бралс???
    арц ме ар минахавс мис шемоокмедебаши исети рам рац ар копила шекмнили….
    беври картвели дизаинери саргеблобс плагиатобит…..

  9. თაკო გვაზავა says:

    აქ ძაან მტკივნეული თემა წამოუწევია თათას. ხალხო, ზოგადად თუ ატყობთ, რომ რაც ქართული მოდის კვირეულები ტარდება ჩვენს ქვეყანაში მოდის აღქმის და განვითარების ტენდენცია სულ უკან-უკან წავიდა? საოცარი ქვეყანა ვართ, ეს ყველაფერი კარგია მაშინ, როცა არსებობს ბაზა, რომ მოცემულმა პროექტმა წარმატებები მოიტანოს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მართლა არ არიან ნიჭიერი და თვითმყოფადი დიზაინერები, საერთოდ არ არსებობენ მოდის კრიტიკოსები და მოდის ჟურნალისტები, არ არსებობს თუნდაც ერთი მოდის ნორმალური ჟურნალი, სადაც დიზაინერების კლიენტები და ერთადერეთი კრიტიკოსები მეგობრები, ძმაკაცის ცოლები და მეზობლები არიან და სადაც მოდელების ნაცვლად პოდიუმზე მსუქანი ზომბები დადიან, როგორ შეიძლება რომ ფეშენ ვიქმა გაამართლოს?!
    ახლა ეს საოცარი ბიჭოლა. მისმა “ორიჯინალურმა” იდეებმა საერთოდ დამაბნია. თუ მხოლოდ ბალიშებით, კოვზებით და სხვა მსგავსი პლაგიატური ინვენტარით აპირებს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ძალიანაც მიუქარავს. გასაგებია, რომ თავიდან ამას ქონდა აბსოლუტურად პიარ დატვირთვა და იყო შესანიშნავი add – ბნელი ქართველებისთვის, მარა ჩვენ რომ მხოლოდ პრეტ-ა-პორტეს ვცნობთ ქართველები არ იცის ნეტავ ამ ადამიანმა? თუ ის ბატკანი მართლა უნდა ჩავიცვათ ფეხზე? მოკლედ ძაან ბევრი გავაგრძელე, ერთი კიდევ იმას დავამატებდი, რომ თუ ვინმემ იცით, გამაგებინეთ ერთი რა დაუშავა საწყალმა თიკა ჯამბურიამ ბიჭოლას ამისთანა, რომ იმ საქორწილო კაბითვის გაწირა..
    პ.ს. თათა მაგარი სტატია გამოგიცხვია

  10. Taa says:

    თაკო გვაზავა

    პ.ს. თათა მაგარი სტატია გამოგიცხვია

    მადლობა 🙂
    ბიჭოლა ჩემი შემოქმედების მუზაა :დ :დ :დ

  11. ლიზი says:

    კარგი სტატიაა და თუ შეიძლება მითხრათ ეხლა რომ შეხვედროდით ბიჭოლას რა კითხვას დაუსმევდით???? ამას იმიტომ გეკიტხებით რომ მე კვირას 2 საათზე უნდა შევხვდე ბიჭოლას და გთხოვთ დაწეროთ კომენტარი ჩემს სტატუუსზე.

  12. მილა says:

    ბალიშები ზუსტად ვიცი როგორც იდეა სხვისგან აიღო ბიჭოლამ და მაგისი არაფერი მომწონს საერთოდ ასეთ რაღაცეებს ნებისმიერი 9_ე კლასის მოსწავლე დახატავს და შეკერავენ

  13. მილა says:

    არანაირი ნიჭი არ აქვს ვითომ ძერსკებს ულოკავს ერთ ადგილს და თვითონაც მაგ ადგილით მიაღწია რაღაცას მაგისი პიდარასტი დედა ვატირე მე

  14. მილა says:

    ვინც მაგას დაიცავს და შეუძვრება იმათი დედაც კიდე ზევიდან

  15. ლიზა says:

    ბიჭოლა მიყვარხარ მაგარი ხარ ჩენო კაცო ბიჩოლაზე მაგარი დიზაინერის ……………..

  16. Taa says:

    ერთიდაიგივე აიპით ანზორიც ხარ და ლიზაც? 🙂
    თან ანზორის ბიჭოლა არ მოსწონს და ლიზას მოსწონს? 😀 :დ
    რა არსება ხარ? :დ :დ :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *