GFW: LAKO BUKIA

რა შეიძლება დაიწეროს ლაკო ბუკიაზე?

მე დავიწყებდი იმით რომ ლაკოს მოდის სახლს თუ ატელიეს თუ რაც არის, აქვს საოცრად კარგად განვითარებული ბრენდინგის ელემენტები, რაც სიმპატიას იწვევს ჩემში.

ლაკო ბუკიას ჩვენებაზე მაყურებელს მშვენიერი სურპრიზი ელოდა, მაყურებელთა სკამებზე განლაგებული მოკლე ანოტაცია ამ ბრენდის შესახებ, ლოგოთი და ყველა საჭირო ატრიბუტიკით, რაც პრესისთვის არის საჭირო. და ასევე ლაკო ბუკიას ლოგოთი ბრენდირებული პატარა კოლოფები შოკოლადებით. ძალიან მოსაწონი და აღსანიშნი ფაქტია, სამწუხაროდ არც ერთი შოკოლადი არ დამრჩა, სულ გაანადგურეს – მაგრამ ფაქტია რომ იყო და ვნახე საკუთარი თვალით 🙂

ჩვენება დაიწყო ხასხასა წითელი ფერით, ვინატრე ჩემი და რატომ არ ესწრება მეთქი, აღფრთოვანებული დარჩებოდა, მისი უსაყვარლესი ფერია.

უნდა აუცილებლად აღვნიშნო ასევე წვეტიანი მხრების ფენომენი თანამედროვე ქართულ მოდაში. თუ არ ვცდები ყველგან იყო წარმოდგენილი, არა მაპატიეთ ყველგან არ ყოფილა, მაგრამ 70% მაინც ჰქონდა გამოყენებული წვეტიანი მხრები. თუ ვერ მიხვდით რაზეა საუბარი კარგად დააკვირდით პირველ ვიდეოს.

ასევე ძალიან ბევრ დიზაინერს ჰქონდა გამოყენებული მუხლს ოდნავ ზემოთ შორტები.

სხვათა შორის ლაკოს ერთი კაბა მომეწონა ძალიან, “კლეტკებიანი” და ძალიან უხდებოდა იმ ფეხსაცმელს რაც ჰქონდა გამოტანილი, მაგრამ ფეხსაცმელი ცოტა მეუხეშა ქუსლების გამო.

მომეწონა ასევე მეორე ვიდეოს ბოლოში რომ არის ნაჩვენები ის აუთფითი.

ზოგადად კოლექცია მომეწონა, კაბები განსაკუთრებით 🙂

Comments

comments

7 thoughts on “GFW: LAKO BUKIA

  1. Kate says:

    მე ძალიან მომწონს ლაკოს შექმნილი ტანსაცმელი.

  2. antimelancholy says:

    აუ ეს ლურჯი მაქსი ზურგამოჭრილი რა მაგარიაა..
    ფიფქიას დედინაცვალური კაბაა რაღაც:D ძერსკი….

  3. Child says:

    თაა
    ძალიან საინტერესოდ გქვს განხილული თითოეული ჩვენება
    მომწონს შენეული ხედვის კითხვა, სასიამოვნოდ იკითხება და ძალიან გადამდებია

  4. LiLia says:

    შოკოლადები რომ არ შეგხვდა წაიკითხოს ლაკომ და გამოგიგზავნოს :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *