Georgian Fashion Week 2010

დაიწყოოოოოოოოოოოოოოო

საქართველოს მოდის კვირეული გაიხსნა

მე რა თქმა უნდა ისევ იმ აზრზე ვრჩები რაზეც წინა კვირეულის დროს ვიყავი, რა ჯანდაბაა ეს საქართველოს მოდის კვირეული და პლუს თბილისის მოდის კვირეული თან მეთქი. მაგრამ ვის აინტერესებს ჩემი აზრი :(

ორივე მოდის კვირეული დაარსდა და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას, ოქტომბერში საქართველო დამთავრდება, ნოემბერში თბილისი იქნება :D , მშვენიერია აწყობილი გვაქვს ცხოვრება. ამას ჯობდა ორივე ამ კვირეულის საორგანიზაციო კომიტეტები შეკრებილიყვნენ და ერთი გაეკეთებინათ და გრანდიოზული, მაგრამ რეავიცი … მე ვინ მისმენს :D

საქართველოს მოდის კვირეული 22 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე გაიხსნა ავთანდილის ჩვენებით. ადგილი იყო უიდეალურესად შერჩეული თუ გავითვალისწინებთ ხედებს. მაგრამ მდინარის კალაპოტი მაინც თავისას შვებოდა და საკმაოდ ციოდა, მიუხედავად იმისა რომ ამავე დროს ქალაქში საკმაოდ თბილი საღამო იდგა და თან ქარი რომელიც მტკვრის ხეობაში ქროდა, ავთანდილის უნაზესი ქსოვილისგან შეკერილ კაბებს საკმაოს აფრიალებდა აქეთ – იქეთ. მიუხედავად ამისა საღამო იყო უუუუუუუუმშვენიერესი.

მე და სალი 10ს აკლდა წუთები ხიდზე რომ გამოვცხადდით და პრესის ბარათებით მკერდზე, ამაყად გავიარეთ ჯმუხი დაცვის რიგები.

ვნახეთ უამრავი ნაცნობი და უფრო მეტი უცნობი, განსაკუთრებით ყურადღებას იქცევდნენ პრესბანერთან პოზირებისას.

პრესბანერთან პოზირება ვისწავლეთ, ვაშა, ბედნიერი ვარ, პალმებთან და ყვავილებთან, ასევე ხიდების მოაჯირებთან ჩამოყრდნობილ სურათებს მილიონჯერ სჯობს, უამრავ ლოგოს ხედავ ადამიანი. მაგრამ მე მაინც ვერ გავრკვეულვარ პრესბანერთან დგომისას სადღაც ზევით სივრცეში იდუმალი სახით ყურება და ტუჩების პრუწვა – ესეც მოდაა და პრესბანერთან ფოტოს გადაღების ეთიკეტია და მე არ ვიცი :(

ჩვენება რაღა თქმა უნდა ქართული პუნქტუალობით დაიწყო: 1 საათით გვიან, ამიტომ მე და სალის უამრავი დრო გვქონდა გვეთვალიერებინა დამსწრე საზოგადოება, გვევლო ელექტრო სადენებისა და რკინის კონსტრუქციებს შორის, შეგვეჭყიტა ბექსტეიჯის იდუმალ სმყაროში, გაგვეცნო რამდენიმე დიზაინერი, სალის შესაძლებლობა მიეცა რადიო ფორტუნას  პირდაპირ ეთერში გასულიყო და გოლაც გაეყვანა, რომლის ჩვენებაც კვირას 3 საათზე გაიმართება.

გოლა მე დაახლოებით 2 კვირის წინ გავიცანი ჩემთან სამსახურში, როდესაც რაღაც წინადადება ჰქონდათ მას და თამარას. მე ძალიან მინდა მათ ჩვენებაზე წასვლა რადგან ვიცი რომ მათ აქვთ ჩვენებაში გამოყენებული ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რომელსაც რა თქმა უნდა წინასწარ არ გავახმაურებ, მაგრამ თუ მოვხვდი მათ ჩვენებაზე( რადგან მაგ დღესვე რედისონში არქიტექტურულ პრემიაზე მივდივარ :( )აუცილებლად გადავიღებ და განახებთ ამ დეტალებს, რომლის შესრულებაც მე თავად უზომოდ მაინტერესებს.

მოკლედ იქ გავჩერდი რომ მე და სალის უამრავი დრო გვქონდა საბოდიალოდ და დამსწრე საზოგადოებაზე დასაკვირვებლად მეთქი. დამსწრე საზოგადოებას ჩაცმულობის მხრივ დავყოფდი სამ ნაწილად:

1. პირველი ნაწილი ეს ვართ ჩვეულებრივი მოკვდავნი, რომლებისთვისაც ჩვენება არის ხელოვნება და სიამოვნება და ამისთვის არ გვაქვს აუცილებლობის შეგრძნება რომ მივიდეთ მკერდმოშიშვლებულები და 13 სანტიმეტრიანი ქუსლებით. ჩვენ ორივე მივედით  საერთოდ უქუსლო ჩექმებით და მოკლე იუბოჩკებით :D ამერიკელი ჰაისქულის სტუდენტებივით. და საბედნიეროდ უამრავი ადამიანი იყო მისული ჩვეულებრივად ჩაცმული

2. მეორე ნაწილი ესაა საზოგადოება რომელიც თვლის რომ მოდის კვირეულზე აუცილებლად გაპრანჭული უნდა მიხვიდე, მაგრამ ამავე დროს ესენი არიან თავად უზომოდ გემოვნებიანი ადამიანები, აცვიათ ძალიან დახვეწილად, მაკიაჟი აქვთ ძალიან სადა, აქსესუარები ნაზი და მომხიბლავი და ქცევაც ყყველაფერი ამის შესაბამისად ძალიან კორექტული და სასიამოვნო. ეს არის სწორედ გლამურის ნამდვილი მნიშვნელობა და ჩვენს ეს გლამური საბედნიეროდ გვყავს.

3. მესამე ნაწილი ესაა საზოგადოების ის ფენა, რომლებმაც გუშინ დილით გაიღვიძეს და ფართოდ გააღეს გარდერობის კარები, ჩაეწერნენ ყველაზე ძვირიან სალონებში და საღამოს ფეშენ ვიკზე მობრწყინდნენ, მაგრამ ვაი ამ მობრწყინებას. მათ გარდერობიდან აიღეს ყველაფერი რაცას ოდნავ ცნობადი ბრენდი მაინც ეწერა, ჩამოიცვეს, მიიმაგრეს, მიიწებეს, დაიჭირეს, ამოიცვეს ეს ყველაფერი და მერე რა რომ “პუგალო აგაროდნოე”-ს დაემსგავსნენ, სამაგიეროდ მინიმუმ 7 ბრენდი ხომ ფიგურირებდა მათ ტანზე.  ხოდა ბრენდშემოსილნი გაეშურნენ სალონებში და აპრიალდნენ, ოოოო როგორ აპრიალდნენ ეგ უნდა გენახათ, მათი სახეებიდან ჩამორეცხილი შპაკლით მთელი ჩემი სამეზობლოს მანქანები დაიშპაკლება, არადა ჩემს სამეზობლოში იმდენი მანქანაა ეზოში არ ეტევა ხოლმე.   მოკლედ ძალიან თამამი ადამიანი უნდა იყო მათი გადაკოცნა რომ გარისკო, ჯერ ერთი იმიტომ რომ “როგორ უბედავ” ეს მაკიაჟი ხომ მინიმუმ 100 ლარი ღირს. და თუ მაინცდამაინც თამამი და გაბედული ადამიანი ხარ არანაკლებ დარტანიანისა და შეჰბედავ მათ ამბორს, აი მანდ უკვე შენ თავს დააბრალე, ისე მიეწებება შენი ტუჩები მათ პრიალა ლოყებს თუ ტუჩებს… ეგ მე რა ვიცი სად კოცნი :D

კარგით, მოვრჩეთ ეხლა ამ კატეგორიებზე და დავუბრუნდეთ ჩვენების წინა პერიოდს. XL-მა როდის მერე შეიცვალა პოზიციონირება და FASHION WEEK-ებზე დასალევი სასმელი როდის მერე გახდა მე არ ვიცი, მე პირადად მშვენივრად ვისიამოვნე რომ არა უკულტურო და ამაზრზენი ხალხი, რომლებიც ცარიელ ქილებს პირდაპირ დაბლა ყრიდნენ :(

არ გცხვენიათ? მტკვარი კი აქციეს გარკვეულმა ადამიანებმა კანალიზაციის ჭად მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მტკვარზე გადებული ხიდები ნაგვის ურნებია :( … ჩემო კარგებო გუჩი, შანელი და ფენდი არ გაძლევთ თქვენ იმის უფლებას რომ იქსელის ქილები აქეთ იქეთ იქნიოთ, კულტურა ადამიანის შიგნით არსებობს და ვივიენ ვესტვუდის სამოსი მას თქვენში ვერ შეიყვანს, ეს არ არის ბაქტერია და კანთან შეხების შედეგად ის არ ვრცელდება ორგნიზმში.

გმადლობთ ყურადღებისათვის, ავთანდილზე ცალკე პოსტს დავწერ ყველა ვიდეო რომ აიტვირთება …

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to Georgian Fashion Week 2010

  1. ხატია says:

    ავთანდილის საღამო მართლაც უშვენიერესი იქნებოდა მჯერა.
    თითქოს შენი პოსტის შედეგად FW -ზე გავისეირნე.
    მე-3 კატეგორია იყო საინტერესოდ აღწერილი :D
    ე.ი დაანაგვიანეს მტკვარი, ფუფ

  2. nino101 says:

    რა დავაკომენტო ისიც არ ვიცი:)

    ეს ფეშენ ივენთები ერთი და იმავე ადამიანებისათვის იმართება, რომლებიც მხოლოდ ამ ივენთებზე ახდენენ თავის “წარმოჩენას”

    უკვე ზუსტად გადავწყვიტე რომ ჩემი 2 მოსაწვევი კვირის ივენთზე საჩუქრად უნდა დავაწესო. ვის გსურთ?

  3. თენგო,რომელსაც უყვარს “Vogue" says:

    თააა, მომეწონა ძალიან შენი პოსტი და დარწმუნებული ვარ ჩვენებაც შეუდარებელი იყო.

  4. Taa says:

    nino101

    ნინ, მე მაინც გირჩევდი წახვიდე
    შენც ბლოგერი ხარ და საინტერესო იქნება შენი “ობიექტური” აზრი

    მართალია შენი ბლოგის ფორმატში არ ჯდება
    მაგრამ სიამოვნებით დაგითმობ ჩემს ბლოგს გესტ პოსტისთვის

    მითუმეტეს მე მაგ დროს რედისონში ვარ კონკურსზე და ვერ გავაშუქებ ბიჭოლას

  5. აუ ხო ნინოს გესტ პოსტი მეც მინდა აქ :) )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>