A-Lab Milano - სამი ახალგაზრდა იტალიელი დიზაინერისაგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც პირველად მოდის ასპარეზზე 2006 წელს გამოჩნდნენ, კონკრეტულად კი Milanese prêt-a-porter-ზე.
Alessandro Biasi, Simona Costa და Andrea Orazi-ს ნებისმიერი პროდუქტი მათ გრძბობებზე და ემოციაზეა აწყოფილი.
სამწუხაროდ მათი ჩვენება ჯერ კიდევ 23ში უნდა ყოფილიყო გამართული, მაგრამ იმის გამო რომ ავიაკომპანიამ ბარგი დაუკარგა, კოლექციის გამოტანა მხოლოდ 25ში გახდა შესაძლებელი, დახურვის დღეს.
კოლექციის ჩვენება მცირე ვიდეოკლიპის თანხლებით მიმდინარეობდა, თუმცა ეს ვიდეოკლიპი იმდენად უმნიშვნელო იყო შინაარსით რომ რამე დამატებით ღირებულებას ამ ჩვენებას არ აძლევდა გარდა ბუნებასთან სიახლოვის მოწოდებისა, რისკენაც მუსიკაც გიბიძგებდა. ფერები აქაც საკმაოდ შემოდგომისეული იყო. კოლექციით აღფრთოვანებული ვერ დავრჩი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო დეტალების გამორჩევა შეიძლება.
კოლექციას ეტყობოდა რომ იყო ნაფიქრი და არა ერთი ხელის მოსმით აბლანდული, განსაკუთრებულ ყურადღებას კაბები იქცევდნენ ამ მხრივ.
დააკვირდით ვიდეოებში და მიხვდებით თავადაც რაზე მაქვს საუბარი.
საერთო ჯამში კოლექციამ ბუნებასთან სიახლოვის და ტყესთან ასოცირებული შეგრძნებები დამიტოვა, ფერებით, ვარცხნილობებით თუ სამოსით.





თათაააააა
))))
მომენატრა პოსტი ვიკიკოზე თან Fეისზე რაღაც კაი სურათებს დებბბბბ დაა
ეკა
ჯერ GFW მაქვს დასასრულებელი
სულ რაღაც 3 პოსტი დარჩა
თან ვიკიზე იმდენ რამეს ვწერ ფეისზე რო მეტი რაღა დავწერო
საინტერესო ნამუშევრებია
მაგრამ იტალიელებისგან მეტს მოველოდი
მომეწონა სხვთა შორის მათი კოლექცია
მერე გუგლშიც გადავხედე და ნამდვილად ნიჭიერები არიან
მე მომეწონა, ვიდეოში რაც ჩანს მომეწონა