GFW: დათუნა სულიკაშვილი

დათუნა სულიკაშვილი ძალიან სიმპატიური და ნიჭიერი ადამიანია, ისეთი სიმპო რო დარწმუნებული ვარ ბევრ გოგოს დასწყვეტდა გულს ცხოვრების მანძილზე. დათუნა GFW-ის გახსნაზე, ავთანდილის ჩვენების დაწყებამდე გავიცანი და ძალიან საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზეც 🙂

მე რომ მისი შემოქმედებიდან მხოლოდ მოდის სახლ “ლაურას” ჩვენება მენახა, საერთოდ ამოვიგდებდი ამ ადამიანს თავიდან და არც ამ პოსტის დაწერის სურვილი გამიჩნდებოდა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი განსაზღვრო მხოლოდ ერთი საქციელით, დიზაინერი კი მხოლოდ ერთი კოლექციით 🙂 ალბათ … მე ასე ვფიქრობ და ამაში დავრწმუნდი კიდეც წინა ორშაბათს 25 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე მუსკომედიის თეატრში …

ჩვენებაზე ძლივს მივაღწიეთ საშინელი საცობების გამო ქალაქში და ნეტა არც გვეჩქარა, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო სცენის მოწყობისა და კამერების განლაგების გამო, როგორც გავიგე, მაგრამ ლოდინად ღირდა ნადვილად …

კომპლიმენტებს ჯერ სცენით და განსხვავებულ ადგილზე ჩვენების ჩატარებით დავიწყებ, მართალია მოდელები წინ და უკან არ მიმოდიოდნენ, რადგან სცენა ამის საშუალებას არ აძლევდა მათ და წრეს აკეთებდნენ ჩვენს წინ, მაგრამ სცენის განათების განსხვავებულობა, დეკორაციები, სცენაზე მიმოფანტული მტვრიანი წიგნები, დიდი სქელი თეატრის ფარდები, რაღაც განსაკუთრებულ ელფერს აძლევდა ამ ჩვენებას.

წარმოდგენილ კოლექციაზე უამრავი ჭორი მოვისმინე იმ საღამოსვე, ზოგს მოეწონა, ზოგს არა, მე ერთი კონკრეტული აზრი სამოსის მიმართ ვერ ჩამოვაყალიბე, ზოგიერთი საშინლად მომეწონა, ისე საშნლად რომ რამდენიმე კოსტუმს წარმოდგენილი კოლექციისან, განსაკუთრებით რძისფერებისგან და ლურჯი ფერებისგან, სიამოვნებით ჩავიცმევდი.

არ ვიცი რატომ მაგრამ კოსტუმებმა ჩემში რატომღაც საბჭოთა კავშირის ასოციაცია გამოიწვიეს, გამოყენებული ლურჯი ფერი იმ კომკავშირელი ბიჭების სკოლის ფორმას მაგონებდა ჩემს გვერდით რომ ისხდნენ ხოლმე მეოთხე კლასამდე. რამდენიმე ქსოვილი ისეთი შევნიშნე დედაჩემის ძველ სტუდენტობისდროინდელ გარდერობებში რომ ჰქონდა ხოლმე ყველა ქალს, მაშინდელი მასთ-ჰევები რომ იყო. როგორ მიყვარდა ხოლმე დედაჩემის ძველ გარდერობში ძვრომიალი <3

მოკლედ ასეთი ბავშვურად გემრიელი მოგონებებით აღსავსე და ნასიამოვნები ვიჯექი და დიდი ყურადღებით ვათვალიერებდი თითოეულ სამოსს. მერე აღმოვაჩინე რომ ერთ ერთ კაბაში, კრისტი (უკვეაღარყიფშიძე) საოცრად წააგავდა ლეკ ქალებს, იავნანამ რა ქმნადან, ეს გრძელი ფართხუნა კაბა, ეს აწოწილი თმები, და თავსაფარი. გაგეცინებათ მაგრამ მართლა საოცარი ასოციაციები მიჩნდებოდა ხოლმე 🙂

რამდენიმე კოსტუმზე იცის კი გავიფიქრე, ესენი საოცრად მოუხდებოდათ საბჭოთა კავშირელ ჯაშუშ ქალებს მეთქი. არ ვიცი რამე ნარკოტიკი იფრქვეოდა ჩვენების დროს დარბაზში თუ რატომ მაგრამ აი ასეთი “ფიქრნით ჩვენების პირას” ვიყავი შეპყრობილი. ვიდრე … ვიდრე … ვიდრე …

ვიდრე ის ბოლო საოცარი გოგო არ გამოჩნდა სცენაზე, სცენა იყო ნუ შემედავებით, ეს არ იყო პოდიუმი. თეატრში ვიყავით, ლამაზი სპექტაკლი იყო, საოცრად მოდური და სცენაზე ულამაზესი გოგონები დააბიჯებდნენ.

ხოდა იმ გოგოზე ვამბობდი ულამაზესი კოსტუმით სცენის შუაში რომ დადგა, შავად მობრდღვიალე თვალებით რომ გვიყურა, გვიყურა და უცებ ზევით რომ დაიწყო ასვლა. ულამაზესი სანახაობა იყო. გოგონა სცენასთან ერთად ზევით ზევით მიიწევდა, უკეთესად აღქმისათვის იხილეთ ვიდეო, მე რისი თქმაც მინდოდა ყველაფერი ვთქვი. დანარჩენი თქვენთვის მომინდია …

Comments

comments

13 thoughts on “GFW: დათუნა სულიკაშვილი

  1. Lord Vader says:

    დარწმუნებული ვარ ბევრ გოგოს დასწყვეტდა გულს ცხოვრების მანძილზე

    რატომ დაწყვეტდა?
    იქნებ – გაუხარებდა?

  2. Taa says:

    Lord Vader

    ბევრს გაუხარებდა და ყველას რადგან ვერ გაუხარებდა – ბევრსაც დაწყვეტდა

  3. Lord Vader says:

    რაღაც არასწორი წარმოდგენა გაქ შენ მამაკაცების შესაძლებლობებზე :):)

  4. Taa says:

    Lord Vader

    ოჰჰ, მე მაპატიეთ
    აცალეთ ამ ბიჭს ჯერ კიდევ აქვს დრო
    იმათაც გაახარებს 🙂

  5. Lia says:

    დათუნა საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა
    და ჩვენებაც საკმაოდ შთამბეჭდავად ჰქონდა ინსცენირებული

  6. ნინიიიიი says:

    აუ ამის კაბები მინიმუმ და მაქსიმუმ რა გირს?

  7. saLLy says:

    auu xo ra ghirs magis kabebi neTa ?? ise maXsimaluri dzaaan dzviri iqneBa .. )) : )) da minimaluri arvici : D

  8. ана says:

    моделеби картвелеби ариан?
    исе дадиан титкос 4килоа пехсацмели )))))
    имедиа ме месмис арасцорад 😀

  9. ნინი says:

    დარწმუნებული ვარ ბევრ გოგოს დასწყვეტდა გულს ცხოვრების მანძილზე

    :)))))))))) ტიპი გაქანებული ტ…ს იძლევა და გოგოს ვის დაწყვეტტდა გულს ან ვის რა ჩემს ფეხებად უნდა ქათამი და ცისფერი ფუუუუუუ

  10. ნინი says:

    და არც ძალიან მაგარი დიზაინერია.პირადად რო არ ვიცნობდე არ დავწერდი ამეებს ასე რომ სისულელეებს შეეშვით და სხვა საქმე ნახეთ

  11. Taa says:

    lika)

    სურათების თხოვნის უფრო კულტურული გზაც არსებობს

    თუმცა ალბათ რა უნდა მოსთხოვო ადამიანს, რომელიც კომენტარს dzaan bandzi xar – ტექსტით იწყებს და მეილ.რუ-ს იყენებს !!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *