GFW: Lilia Poustovit

Lilia Poustovit – მეორე უკრაინელი დიზაინერი იყო,  რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოდის კვირეულში, თუმცაააააააა

დათუნა სულიკაშვილის ჩვენებიდან მინიმუმ 120ით ვიქროლეთ მე და გოგოებმა რომ დროულად მოგვესწრო ამ ჩვენებისათვის და ფაქტიურად გაღიმებული დავრჩით. ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო ქლოეს ახალი სუნამოს ტესტერები რომელიც დაგვირიგეს ამ საღამოს ბიბლიოთეკაში და პლუს, განახლებული ბიბლიოთეკის ნახვა, რაც ძალიან მაინტერესებდა რადგან განათების დიდი ნაწილი ჩვენი პროდუქციით არის შესრულებული.

ამ ჩვენებას ასე დავასათაურებდი ” არაფერი საინტერესო” – სამწუხაროდ 🙁

საკმაოდ მარტივი კოლექცია იყო, თითქოს მხოლოდ 15 წუთი დახარჯესო მის შექმნაზეო, რამდენიმე სამოსი ისეთი იყო კარგად რომ ეძებო შეიძლება მსგავსი ბაზრობაზეც იპოვო – ალბათ.

იყო რამდენიმე რაზეც გაიფიქრებდი აი ამას ჩავიცმევდიო, მაგრამ სულ რაღაც 2 თუ სამი ალბათ

მოკლედ არ ვიცი, მე არ მომეწონა ეს ჩვენება, მითუმეტეს როდესაც უცხო ხარ და უცხო ქვეყანაში ჩადიხარ განსაკუთრებით უფრო უნდა იფიქრო სახელზე და უნდა შექმნა განსაკუთრებული კოლექცია …

Comments

comments

2 thoughts on “GFW: Lilia Poustovit

  1. Lord Vader says:

    მაგარი გვარი აქვს 🙂

    ისე, უკრაინელი მოდელიორების ჩამოყვანას უკრაინელი მოდელების ჩამოყვანა სჯობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *