Tbilisi Fashion Week იწყება

დღეს სასტუმრო რედისონში 1 საათზე პრესკონფერენცია ჩატარდა Tbilisi Fashion Week-ის შესახებ და დარიგდა აკრედიტაციები. სიამაყით უნდა ვთქვა რომ ამჯერად Fashion Week-ის ჩვენებებზე დასასწრებად არ დამჭირდება სხვების თხოვნა, taa.ge-ს ოფიციალურად მიაკუთვნეს აკრედიტაცია ორგანიზატორებმა, რაზეც დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მათ. როდესაც აკრედიტაცია გადმომცეს ცალი თვალით ჩავჭყიტე მათ დავთარში და ბლოგი მხოლოდ ჩემი იყო მითითებული, რამაც ძალიან გამახარა, საქართველოში იწყებენ ბლოგების და ბლოგერების მნიშვნელობის გაგებას.

მოკლედ ხვალიდან უკვე ოფიციალურად დაიწყება Tbilisi Fashion Week,  პარალელურ რეჟიმში 21-25 ნოემბერს, 13:00 – 17:00 გაიმართება აქსესუარების გამოფენა რედისონში, რომლის მონახულება ყველას შეუძლია, აქ არც აკრედიტაცია და არც მოსაწვევია საჭირო.

Tbilisi Fashion Week – ოფიციალურად გაიხსნება ხვალ, 20 ნოემბერს 17 საათზე გრატო პასაჟში და პირველივე ჩვენება იქნება ხვალ 6 საათზე Atelier 10a ——– რასაც სამწუხაროდ ვერ დავესწრები სამსახურის გამო 🙁

Tbilisi Fashion Week – იწყება და პარალელურად იწყება ჩემი წამება, სამსახურის დროს რაც ჩვენებებია ვერ დავესწრები და სამუსაო საათების შემდეგ ვიკიკოს დატოვების პრობლემები. თუმცა ის რომ Tbilisi Fashion Week -ზე ჩვენებები 6 საათზე ადრე არ იწყება, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.

მოკლედ რამდენიმეზე აუცილებლად დავესწრები და ისევ ისე ბეჯითად და ერთგულად გავაშუქებ ჩემს ბლოგზე როგორც აქამდე 🙂

Comments

comments

20 thoughts on “Tbilisi Fashion Week იწყება

  1. antimelancholy says:

    რა სიამაყის გრძნობით შევხვდი მაგ ინფოს არ იცი:დ

    ძერსკი ხარ

  2. Shapo says:

    ვააააააააააააააა, უსწავლიათ ცხოვრება ქართველებს
    ჯერ კიდევ წლების წინ მსოფლიოს ყველა fashion week-ებზე პატიჟებდნენ ბლოგერებს გასაშუქებლად
    ამ საქართველოს კიდე მარტო შენ ყავხარ ვინც მოდაზე წერს მგონი 🙂

  3. Marusa says:

    ველოდები შენს პოსტებს, მაგრამ უფრო მეტად შენს სურათებს
    დიდი ხანია შენი ახალი ფოტოები არ მინახავს

  4. Marusa says:

    და კიდევ აუცილებლად უნდა დაიწეროს რომ ყოჩაღ ამ ვიქის ორგანიზატორებს რომ პატივი გცეს და მიგიწვიეს
    ერთადერთი ბლოგერი ხარ ვინც წერს მოდაზე და წესით შენ თუ არა სხვა ვინ უნდა დაპატიჟონ

  5. Lord Vader says:

    ვინც მოდაზე არ წერს, ისინიც უნდა დაპატიჟონ, რომ მოდაზე დააწყებინონ წერა. 🙂

  6. Diana says:

    თაათ,
    გულით გილოცავ
    ნამდვილად იმსახურებ წინა Fეშენ ვიქის გაშუქებიდან გამომდინარე

  7. ნელიკო says:

    საყვარელი ხააააააააააარ
    წარმატებები

  8. Nia says:

    მიყვარს შენი ბლოგიიიიიიიიიი
    გილოცავ დაბადების დღეს მოგვიანებით

  9. Diana says:

    გილოცავ დაბადების დღეს
    არ ვიყავი ქალაქში და დამაგვიანდა მოლოცვა
    ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ

  10. Tomiko says:

    1:0 თბილისი ფეშენ ვიქს
    მამენტ მეც ეგრე ვიზამდი, დაჟე სკამს და ლეპტოპს გამოგიყოფდი
    არავის არ ქონდა დაწერილი, არც ერთ ჟურნალს შენ რო უკვე წერდი ხოლმე ჩვენებებზე

    ყველაზე სხარტი ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ ბლოგინგია

  11. David says:

    ესე იგი თბილისის მოდის კვირეულს უკვე ოფიციალური ბლოგერიც ყავს?
    ინტერესნო კაკ დადუმალის???
    ყოჩაღ თაა, მე ყოველთვის მჯეროდა შენი

  12. Taa says:

    მადლობა ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისათვის
    მართლა კარგი იყო და წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ერთი მინუსი აქვს პრესის როლში ყოფნას – ადგილი არ გაქვს პირველ რიგებში – კიარადა საერთოდაც ფეხზე დგახარ
    ტენტში წიბახას გვერდით ვიჯექი ხოლმე ყოველთვის დაბრონილივით მქონდა ის ადგილი, მაგრამ მეორე სართულზე სულ ფეხზე დგომა მიწევდა
    ანუ ლეპტოპით მისვლა და პახოდუ წერა გამორიცხულია ასეთ შემთხვევაში

    დავიდ – არა ოფიციალური და ასე ოფიციალურად არა
    უბრალოდ გავიარე აკრედიტაცია და დამთანხმდნენ 🙂

  13. David says:

    აუფ, ვერ ყოფილა კარგი ამბავი
    მეტი ორგანიზება სჭირდებათ და უფრო კარგად წავა საქმე

    ისე საორგანიზაციო კომიტეტში ჩაგრთონ ამხელა გამოცდილება გაქვს 🙂

  14. ნელიკო says:

    We Love Taaaaaaaaaaaaaa.geeeeeeeeeeeee 🙂 🙂 🙂

    ცვეტში ჩვენი FTV- ხარ 🙂

  15. ნუცა says:

    შენ თუ ასე დეტალურად გააგრძელებ წერას, აქსესუარების გამოფენის ჩათვლით, მაშინ შემდეგ ფეშენ ვიქებზე სკამსაც გამოგიყოფენ და ლეპტოპსაც მოგცემენ მგონი 🙂
    წარმატებები თაა
    აი ლავიუ

  16. ნიკა-ბი says:

    ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ თაა
    დღეიდან თქვენი ერთგული მკითხველი ვხდები,
    მე იმ გამონაკლისებს ვეკუთვნი ვისაც მოდა უყვარს – ქართველ მამაკაცთა შორის
    წარმატებებს გისურვებ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *