საოფისე სამოსი

ოხ ეს გარდერობის პრობლემები :(

ოხ ეს რა ჩავიცვა – ყოველდღიური კითხვა რომელიც გვაწამებს დარწმუნებული ვარ თითოეულ ჩვენგანს …

ნებისმიერ ადგილზე წასასვლელ სამოსზე უამრავს ზრუნავენ დედამიწის დიზაინერები, სტრიტ სტაილმა კი საერთოდაც წალეკა მსოფლიო მოდა. მაგრამ ყველაზე ცოტა დროს რატომღაც საოფისე სამოსს უთმობენ. არადა დედამიწაზე მილიარდობით ქალია ოფისებში დასაქმებული და მარტო შავი შარვლით, ან ქვედაბოლოთი  და თეთრი პერანგით ხომ არ ივლიან. მათაც ხომ უნდათ მრავალფეროვნება?

სწორედ ამ ინფორმაციის შესაგროვებლად ჩავუჯექი გუგლის უკიდეგანო სივრცეს და საკმაოდ მწირ მონაცემებში ავარჩიე შედარებით საუკეთესოები ჩემი გემოვნებით და მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მათგანი – ისე იდეისათვის :)

დავიწყებ ჩემი საყვარელი ფერებით,

აქსესუარებით გახალისებული ნაცრისფერი

განსაკუთრებით სიმპატიური კოსტუმი, არც ვიფიქრებდი უ ყვითელი ასე მოუხდებოდა, ყვითელ ფერს რატომღაც სულ ვერიდები ხოლმე გარდერობში

ვისაც შავი პერანგი უყვარს – გახალისებულია ლეოპარდის პრინტიანი აბრეშუმის თხელი კაშნეთი და ოქროსფერი სამაჯურებით

ამ ჩაცმულობას რატომღაც ოფის მენეჯერებს მივაკუთვნებდი, რაღაცნაირი კუსკუსელური ჩაცმულობაა – როგორებიც ოფის მენეჯერები უნდა იყვნენ წესით, ღიმილიანები და კუსკუსელები :)

ორი ძალიან საყვარელი და მიმზიდველი აუტფიტი, მხოლოდ იმ ვარდის სამაჯურს ამოვაგდებდი და უფრო ნაზ სამაჯურს ჩავსვამდი

ყავისფერს + ბრონზი – ეს ჩანთა ძალიან ახალისებს ამ ჩაცმულობას.

ძალიან თანამედროვე და თავისუფალი ჩაცმულობა, ლურჯი ფერი განსაკუთრებულ ელფერს შეგძენთ და არ დარჩება შეუმჩნეველი თანამშრომლებისათვის

განსაკუთრებით რომანტიული და ყვავილების მოყვარე ქსლბატონებისათვის- ვარდის პრინტებიანი სამოსი დასრულებილი ფუჩიას ვარდისფერი ფეხსაცმელებით

კოხტა და კოპწია პიჯაკი

სადა და საყვარელი კაბა, რომლითაც სიამოვნებით იფრიალებთ ოფისში მთელი დღის მანძილზე.

შედარებით მკაცრი და კლასიკური სტილი – იდეალური სილუეტებისათვის, გაითვალისწინეთ პარამეტრები, ყველას არ მოუხდება :)

ვისაც ყავისფერი უყვარს, საყვარელი და მოწესრიგებული ოგოს იმიჯი – არაფერი ზედმეტი – ყველაფერი თავის ადგილზეა, აქსესუარებიც კი მინიმუმამდეა დაყვანილი

ძვირფასი და საოცრად მოხდენილი – თუ თქვენს ოფისში ბრენდებს კარგად იცნობენ …

და ოლოს, იყავით განსხვავებული თანამშრომლებისგან, გაიკეთეთ თმა სხვანაირად, შეავსეთ ყოველდღიური სამოსი აქსესუარებით, იფანტაზიორეთ და დამერწმუნეთ შეუმჩნეველი არავის დარჩებით, პირიქით – მიმბაძველებიც კი გაგიჩნდებიან

This entry was posted in FASHION and tagged , , . Bookmark the permalink.

6 Responses to საოფისე სამოსი

  1. Lord Vader says:

    ის შავი ძაან ბორინგია :(

    ამით იწყებოდა ჩემი ბლოგი… დრეს კოდი, ტანსაცმელი, ჩაცმის სტილი…
    ახლა მივხვდი, რომ მომენატრა თურმე. :)
    რამე უნდა დავწერო ტანსაცმელზე.

  2. Taa says:

    რომელი შავი?

  3. ანა says:

    ინსტიტუტში, რამდენჯერმე აღნიშნეს რომ საკმაოდ ორიგინალურად მაცვია, უბრალოდ იმდენად შეპყრობილი ვარ მოდით და ზედმეტად მოწესრიგებული ვარ მაგ საკითხში რომ შემიძლია დილით ძალიან მშვიდად შევარჩიო ტანსაცმელი,და მერე კისრისტეხით გავვარდე ინსტიტუტში , პლიუს ამას შევწირო ჩემი ფინანსები და წავიდე ტაქსით.:D იმიტომ რომ იმაზე მეტად არაფერი მიფუჭებს ხასიათს , როცა “ხელშირაცმომხვდება” ტანსაცმელი მაცვია და კიდევ თმები მაქვს უაზროდ , I mean Bad hair days..
    რაც მთავარია მაცვია ოფიციალურს შერწყმული არაოფიციალური და კარგი outfitები გამომდის:) ის ლურჯი outfitი მომეწონა ძალიან :) <3

  4. Lord Vader says:

    როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა და მე გადავბლოგე მერე – შვებულება და დასვენების დღეებიც კი არა მიზეზი იმისთვის რომ პირველი რაც ხელში მოგხვდება ის გეცვას.

    ზემოდან V არის ბორინგი.

  5. ნინო says:

    თათა, რაღაც მინდა გთხოვო თუ არ შეწუხდები :P შეგიძლია დეტალურად ამიღწერო ინტერნეტიდან კოსმეტიკის გამოწერის პროცედურა :* და რჩევებიც მომცე მაგ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ, არასოდეს არაფერი არ გამომიწერია და აზრზე არ ვარ და მინდა რაღაცეების გამოწერა დავიწყო. :D უღრმესი მადლობა წინასწარ :*

  6. Taa says:

    ნინ,

    მე სამწუხაროდ ამ წუთას ამდენი დრო არ მაქვს
    მაგრამ სვითის ბლოგზე არის რამდენიმე თემა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი გამოწერის პროცედურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>