ნათია გაბაძის შესახებ პირადად მე უამრავი რამის დაწერა შემიძლია რადგან სტუდენტობიდან მოყოლებული, როდესაც ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ვმეგობრობთ. ნათია ჩემი დაქალის კურსელი იყო და იმ 4 უნიჭიერეს გოგოთაგან ერთ ერთი იყო, რომლებთანაც წლებია არ გამიწყვეტია კავშირი.
ნათიას უდიდესი გამოცდილება აქვს აქსესუარების სფეროში, რადგან თარხნიშვილზე მდებარე ფეხსაცმლის ატელიე სადაც მე ძირითადად ვიკერავ ფეხსაცმელს, მისი მამისაა და ნათია ბავშვობიდან ამ სფეროში მოღვაწეობდა.
როგორ მახსოვს ჩემი ყავისფერი ჩექმა მათთან შეკერილი, სულ სულ პირველი შეკერილი ჩექმა ჩემს ცხოვრებაში, ულამაზესი იყო და ძალიან გამძლე გამომადგა. მას მერე სულ მათთან ვიკერავდი ფეხსაცმელს და თუ ნათია საქართველოში იყო ხოლმე, მასაც ვეკითხებოდი რჩევებს.
დღეისათვის ის ჩანთებისა და ფეხსაცმელების გარდა ბროშებს, თმის სამაგრებს, აბადოკებს, ბეჭდებსა და სამაჯურებსაც აკეთებს და ძირითად მასალას ტყავს იყენებს.
გამოფენების თვალსაზრისით 2010 წელი ნათიასთვისაც დატვირთული იყო, ის მონაწილეობას იღებდა ოქტომბერში მუზაში ჩატარებულ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში, შემდეგ თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში და რამდენიმე დღეში ისევ მუზაში საახალწლო გამოფენა გაყიდვაზე შეგიძლიათ იხილოთ ნათიას ნამუშევრები.
ნათიას ნივთები გამოფენების გარდა შეგიძლიათ მასთანვე შეიძინოთ სამკევალო – სალონში, თარხნიშვილის ქუჩაზე # 13ა.














ძალიან ლამაზებია ძალიან ძალიან
ლამაზია და ნათიასაც ვუსურვებ წარმატებას
ძალიან მომეწონა აქსესუარებიც და ფეხსაცმელებიც.გემოვნებიანი და ხარისხიანი ჩანს.აუცილებლად ვეწვევი
Zalian gadapranchuli abadokebi aqvs Cemi azrit