Atelier Candy

წინა პოსტში უკვე დავწერე რომ შაბათს საღამოს Atelier Candy-ს ახალი კოლექციის გამოფენა – გაყიდვაზე მივდიოდი.

ქენდი უკვე იმდენი წელია არსებობს რომ პირველად რამდენი წლის წინ ვიყავი მათ გამოფენაზე ვერც ვიტყვი, არ მახსოვს.

ნატუკა გავარდაშვილი და ხათუნა გეგიძე ჩემი მეგობრები არიან წლებია უკვე, თუ კი რამეს ოდესმე ვიკერავ ყველაფერს მათთან, გახსოვთ ჩემი კაბა ახალი ნათების იუბილეზე რაც მეცვა, ჩემი ფეხსაცმელები, საორსულე ტანსაცმელი, ჩემი მაიკა თურქეთის სურათზე რომ მაცვია, უამრავ ადამიანს რომ მოეწონა – ყველაფერი მათთან არის შეკერილი.

ქენდი ფალიაშვილის 87 ნომერში მდებარეობს და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ეწვიეთ, არ დარჩებით უკმაყოფილო.

ახლა კი გამმოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე ნამუშევარი, ყველა ვერ გადავიღე – დრო არ მქონდა საკმარისი

დავიწყებ ჩემი შენაძენით, ეს ტოპი ჯერ კიდევ სურათზე მომეწონა ნანახი რომ არ მქონდა მაშინ და რომ ჩავიცვი მაშინვე გადავწყვიტე რომ ვყიდულობდი

ეს უკნიდან

ბაფთიანების სერიის გაგრძელება, ესეც მომეწონა მაგრამ ცოტა დიდი მქონდა

ყავისფერი პიჯაკი, არასოდეს არ მიხდებოდა ეს ფერი :( და ამიტომ არასოდეს ვყიდულობ ყავისფერ ტანსაცმელს

ჩემი ფავორიტი უსაყვარლესი პიჯაკი, ფული არ მქონდა თორე ისე მომეწონა ტანზე რო არ აცდებოდა ეგეც შესყიდვას

იგივე პიჯაკი გვერდხედში :)

წითელი სვიტერი, საკმაოდ თბილი ამავე დროს, წითელი ფერით ჩემი გარდერობი ძალიან ღარიბია, არადა ყველამ აღნიშნა რომ მიხდება, უნდა ვცადო ერთხელ რამე ვიყიდო წითელ ფერში.

უუუუუუუუსაყვარლესი ლურჯი ფერი, ძალიან ძალიან მიყვარს. ესეც ცოტა დიდი მქონდა, მაგრამ გეგმაში მაქვს ამ ნაჭრის რამე შევაკერინო გოგოებს

ნაცრისფერი ტოპი ჩმაგრებული მძივით რომელსაც როგორც გინდათ ისე გამოიყენებთ და ნახევრად გამჭვირვალე ზურგით

და ბოლოს უსაყვარლესი ქვედაბოლო, რომელიც სამწუხაროდ გაყიდული დამხვდა თორე მომინდა მეყიდა, თანაც სულ რაღაც 40 ლარი ღირდა.

შარვალზე რომ მაცივია არ შეიმჩნიოთ :)

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to Atelier Candy

  1. Curly Eko says:

    ვაიმე 40 ლარი რა არის, რა საყვარლობა ქვედაბოლოა, თან დღესასწაულები მოდის.. ყავისფერი პიჯაკი მომეწონა და ის ნაცრისფერი ზედაა სიანტერესო, უკან გამჭვირვალე.. მაგათი ფასებიც ესეთი დაბალია?

  2. magdu antimelancholy says:

    ეს წითელი ნაქსოვია? გაიყიდა?

    გოგო candy ის არის ხო მეც რომ გყავდი ერთხელ??

  3. Taa says:

    Curly Eko

    პიჯაკები 100 – 150 ლარებში
    ზედები ყველა 50-70 ლარებშია

    magdu antimelancholy
    არ ვიცი გაიყიდა თუ არა
    კი ისაა, ოღონდ გადავიდნენ ეხლა ფალიაშვილის 87-ში

  4. sun_waiting says:

    I-II ბაფშიანები ისე მომეწონა და წითელი ^_^ რაღაცა ეგეთი მინდა. თან გრძელმკლავიანია .
    აუ, მიყვარს შენი ბლოგი

  5. beauty blog says:

    ძალიან მაგარია!

    პ.ს. თათ, წელს არ გაქვს საახალწლო კონკურსი? :) ))

  6. Curly Eko says:

    Taa, მადლობა ინფორმაციისთვის. ამ საახალწლო საგიჟეთში თუ არა მერე აუცილებლად შევივლი :)

  7. Taa says:

    მადლობა გოგონებო

    კონკურსზე ჯერ ვერ ვფიქრობ ისეთი საგიჟეთი მაქვს სამსახურში

  8. ანასტასია says:

    გიხდება…. იყიდე ტატა ყველა !! :D

  9. რა კარგი რამეებია <3 მე ყავისფერი პიჯაკით აღვფრთოვანდი
    ლურჯი და წიტელი ვიტრებიტაც და საერთოდაც ყველაფერი ძალიან მომეწონა :)
    გილოცავ შენაძენს ;მზე:

  10. Taa says:

    ანასტასია

    მადლობაა, ყველა არა მაგრამ ის პიჯაკი კი მაქვს გულში ჩავარდნილი :)

    ფსიქე

    მადლობა, მიდი მერე, მართლა კარგ ფასებში ყიდიან :)

  11. თათ, ის ნაცრისფერი განსაკუთრებულად გიხდება, სწორი გადაწყვეტილება მიგიღია

  12. Lord Vader says:

    პირადი დიზაინერი გყავს? :)
    კარგია.

  13. Taa says:

    რა ორი? ორი დიზაინერი?
    პირადები ნაკლებად ალბათ, მაგრამ იდეებიც კარგი აქვთ ხოლმე და შესრულებაც

  14. 13th says:

    როგორ ვეძებ ესეთ ქვედაბოლოს!!! <3

  15. Taa says:

    მიდი და შეგიკერავენ, ძალიან კარგ ფასად კერავენ

  16. Lord Vader says:

    ჰოდა კაია.
    რამე შენთვის როა შეკერილი…
    თუმცა, ქალებისთვის უფრო აქტუალურია. მამაკაცების ტანსაცმელი ბევრად უფრო პრიმიტიულია და ჩარჩოებში მოქცეული. :)

    ჰალსტუხის გარდა – აქ სრული ფანტაზიაა მისაღები. :)

  17. ნიკა-ბი says:

    გიხდება ის რაც შეიძინე, მაგრამ შენს ადგილზე იმ წითელსაც ვიყიდდი და იმ გაწეწილ ქვედაბოლოსაც
    საყვარელია და ზუსტად ვიცი მოგიხდება

  18. Taa says:

    დიდი მადლობა ნიკა :)

    ის წითელი მეც მომეწონა, მაგრამ დიდი მქონდა საკმაოდ
    სურათზე არ ჩანს უბრალოდ :)
    ქვედაბოლო კიდე გაყიდული დამხვდა უკვე :(

  19. ნიკა-ბი says:

    იმდენად გიხდება რომ თავიდან შევაკერინებდი შენს ადგლზე ორივეს :)

  20. იმდენად გიხდება რომ თავიდან შევაკერინებდი შენს ადგლზე ორივეს :)

  21. Katiee.Ge says:

    მომეწონა, თუ იუბკის მსგავსი ფასებია სხვა რამეებზეც, ნამდვილად ღირს შევლა :)

  22. Katiee.Ge says:

    აი ის ნაწნავებიანი ზედა, + წითელი და შენი დაწუნებული ყავისფერი პიჯაკი – განსაკუთრებით ))

  23. Taa says:

    50-70 ლარებშია ზედები
    100-150 ლარებში პიჯაკები – სირთულის მიხედვით

    ის ნაწნავებიანი და წითელი ძედები ზალიან ეფექტურებია ორივე
    პიჯაკი მე არ მომიხდა – ეგ ფერი არ მიხდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>