რამდენი ხანია სილამაზის და თავის მოვლის სფეროზე არაფერი დამიწერია, ამიტომ დღეს გავინებივრებ თავს ამ მხრივ
2010 წელს უამრავი სიახლე შემოგვთავაზეს თავის მოვლის საშუალებებში საუკეთესო ბრენდებმა, იმდენად ბევრი სიახლე რომ ძალიან ბევრი პოსტის მიძღვნა მომიწევს თუნდაც ნახევარ მათგანზე რომ დავწერო, ამიტომ ნელ – ნელა მივყვები და გაგაცნობთ მათ.
რა თქმა უნდა სიახლეები ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს მოდა არ არის რომ შარშანდელი უკვე ძველმოდურად და “ბანძურად” ითვლებოდეს, თვით სუნამოებიც კი – მართალია გარკვეულწილად “მოდაში” შემოდის ხოლმე, მაგრამ საუკეთესო სურნელებმა დრო და წლები არ იციან. ისინი რჩებიან და რჩებიან
მაშ ასე – რით გამოიჩინეს თავი 2010 წელს სილამაზის სამყაროს მონარქებმა?
სახის კანის ფუძე:
Chanel Mat Lumiere
დანართი: რადგან დაინტერესება ამპროდუქტზე საკმაოდ დიდი იყო და რადგან მე ვერ დავწერე ჩემი გამოცდილება (არ მქონია არც ერთი მათგანი) ამიტომ თაკოს გამოცდილებას ვამატებ პოსტშივე:
თუ გაქვთ ჩემნაირი კანი, ანუ კომბინირებული, პრობლემური T ზონაში, ამ ორიდან გირჩევნიათ აიღოთ შანელის მატ ლუმიე, ეს არის ხაზგასმით მატი, ანუ ის ზედმეტი ბრწყინვალება რაც ჩემნაირი სახის კანს როგორც წესი აქვს, ამ ტონალურით ძალიან კარგად ნეიტრალდება და კანი ინარჩუნებს მხოლოდ ლამაზ და ჯანსაღ ბზინვარებას, ტექსრურა მსუბუქია და არ შეწუხდები.
YSL Teint Resist
დანართი: რადგან დაინტერესება ამპროდუქტზე საკმაოდ დიდი იყო და რადგან მე ვერ დავწერე ჩემი გამოცდილება (არ მქონია არც ერთი მათგანი) ამიტომ თაკოს გამოცდილებას ვამატებ პოსტშივე:
რაც შეეხება ივ სენ ლორანს, ის შანელამდე მქონდა და მისით ცოტა ნაკლებ კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა უფრო მეტად აპრიალებს სახის კანს, ვიდრე სხვა მატ-კრემები, ამიტომ ეს უკანასკნელი აუცილებლად საჭიროებს გარედან პუდრას.
Makeup Forever -ის HD- სერია სრულად, ძალიან წარმატებული და ხარისხიანი სერია გამოვიდა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა ინტერნეტში რევიუების სახით. მაგრამ არა მხოლოდ ხარისხით, არამედ პირველ რიგში პოპულარული გახდა სერია თავისი სახელწოდებით HD.
Giorgio Armani Luminous Silk Foundation – წლის ერთ ერთ საუკეთესო ფაუნდეიშენად დასახელებული პროდუქტი, ზეთოვნების შემცველობის გარეშე, ექსკლუზიური Micro-fil ტექნოლოგიით
და ბოლოს ჩემი ძალიან დიდი კომპლიმენტები ნარსს, ეს არის კომპანია რომელიც უამრავ და უამრავ სიახლეს სთავაზობს ყოველთვის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ეს არის NARS Sheer Glow, რომელიც ძალიან ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება. ყოველდღიური გამოყენებისათვის არის შექმნილი და სპეციალურ დამატენიანებელ ფორმულას შეიცავს.
ტონალურებზე აქ დავასრულებ და შემდეგ პოსტებში სხვა პროდუქციაზე მოვყვები
Stay with me
სათაური დავაედიტე, რადგან ფუძეები მეწერა და დიდი აურზაური გამოიწვია, ტონალური არაპროფესიონალური სიტყვაა, მარამ სამაგიეროდ ყველასთვის გასაგები, ამიტომ დარჩეს ესე









მხოლოდ ჩამონათვალი? მე კი მეგონა უფრო მეტს გავიგებდი, აღვფრთოვანდებოდი და ვიოცნებბედი მათზე
არა მართლა, მხოლოდ ჩამონათვალის ნახვა არც ისე საინტერესოა. ჩემი მოკრძალებული აზრით
კითხვა რომ დავიწყე, უცებ ქართული კოსმოპოლიტენის ნოსტალგია მომაწვა, სილამაზის გვერდები… მერე მართლა უფრო ადვილია არჩევანის გაკეთება, თუკი შეძენას გადაწყვეტ.
მაგრამ პროდუქტზე მეტი ინფო თუ არ წერია, აზრს ვერ ვხედავ. ანუ, ინგრედიენტების შემცველობა კი არა, აი რაღაც უფრო გოგოშკური, რჩევების სახით.
ეთუსიკ
ეს არის კატალოგი
თუ შეძენას გადაწყვიტავ რევიუები უნდა მოძებნო
მე არ მქონია არც ერთი მათგანი და აღწერა როგორ დავწერო?
რაც მაქვს ხოლმე გამოყენებული იმათზე არ ვიშურებ რჩევებს
ნუ ხო
) გასაგებია
ეთუსიკ, მე მქონდა პირველი 2 პროდუქტი, შანელი და ივ სენ ლორანი. ამიტომ მომგცემ მცირე რჩევებს
თუ შენ გაქვს ჩემნაირი კანი, ანუ კომბინირებული, პრობლემური T ზონაში, ამ ორიდან გირჩევნია აიღო შანელის მატ ლუმიე, ეს არის ხაზგასმით მატი, ანუ ის ზედმეტი ბრწყინვალება რაც ჩემნაირი სახის კანს როგორც წესი აქვს, ამ ტონალურით ძალიან კარგად ნეიტრალდება და კანი ინარჩუნებს მხოლოდ ლამაზ და ჯანსაღ ბზინვარებას, ტექსრურა მსუბუქია და არ შეწუხდები. რაც შეეხება ივ სენ ლორანს, ის შანელამდე მქონდა და მისით ცოტა ნაკლებ კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა უფრო მეტად აპრიალებს სახის კანს, ვიდრე სხვა მატ-კრემები, ამიტომ ეს უკანასკნელი აუცილებლად საჭიროებს გარედან პუდრას. ამჟამად ვხმარობ დიორის დიორ ნუდ-ს და ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი აღმოჩენა ჩემი კანისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ, ამ ტონალურს აქვს ძალიან განსხვავებული და ახლებური შემადგენლობა, საერთოდ ვერ გრძნობ, რომ სახეზე რამე გისვია, არის ძალიან კომფორტული და ლამაზი კანზე. თუ Fუძის შეძენა გინდა, მე გირჩევდი შანელს ან დიორს.
)
თათ, რა აქტიურად ვჭორაობ შენს ბლოგზე, რატომ არ აღნიშნავ?
თაკო გვაზავა
მადლობის მეტი რა მეთქმის
შენ ჩემი ბლოგის მონაპოვარი ხარ
ქალური ბლოგი ჭეშმარიტი ქალებისთვის და გოგოშკებისთვის
მე ჯერჯერობით გოგოშკობა მირჩევნია, მიუხედავად შენი ქმრის წამოძახილებისა “დაგვიბერდი ფისოო” :დ :დ :დ
თაკო გვაზავა
უი მაგარი იდეა, შენს რჩევებს დავაედიტებ პოსტში
ახალი დიზაინი მომწონს
ფუძეებს კი არ ვხმარობ
ვფიქრობ, რომ არ მჭირდება და თან კანი ცუდად სუნთქავს პრაიმერებში, თუმცა თუ რამე ივენთისთვის დამჭირდა, სმეშბოქსს მივანიჭებდი უპირატესობას, ძალიან ვენდობი ამ ბრენდის დეკორატიულ კოსმეტიკას
ოღონდ ჩამონათვალში ხო ყველა ფაუნდეიშენია (ტონალკა) და ფუძეებში (პრაიმერებში) რატომ გაიყვანე?
Nina Gorecki
ქართულ ტერმინზე გავჭედე
ფეისბუქზე მთელი ლინგვისტური რევოლუცია დავიწყეთ ეს ლინკი რო დავაშეარეთ
და ვერ შევთანხმდით მაინც ფაუნდეიშენი როგორ ვთარგმნოთ :დ
ძალიან მიჭირს ფაუნდეიშენის არჩევა. ერთხელ მქონდა ბობი ბრაუნის liquid foundation და moisturizer და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. დამატენიანებელ კრემს ძალიან კარგი სუნი ჰქონდა. ესენი არ მიცდია, მაგრამ ერთ ერთს ვცდი აუცილებლად. ისე კარგი იქნება თუ ფასებსაც მიუთითებთ. რა თქმა უნდა ყველას შეუძლია თვითონვე ნახოს, მაგრამ ნუ ზოგადი ინფორმაციისთვის.
რევიუებისთვის რომელი საიტით სარგებლობ?
sephora-ს აქვს რომ ყველა პროდუქტის ქვემოთ შეგიძლია დაამატო შენი გამოცდილება,კომენტარი, ასევე შეგიძლია პროდუქტები სხვადა სხვა კრიტერიუმებით ეძებო.
YSL makvs da dzalian kmakopili var.
p.s. momcons axali stili blogis
აუ ჩემს საყვარელ ტონალურზეც ვიტყვი რა
)) BIODROGA-ს აქვს არაჩველებრივი ტონალური დაზიანებული კანისთვის განკუთვნილი, თუმცა ჩემი კოსმეტოლოგი ამბობს, კრიალა კანის პატრონებმაც ეს უნდა იხმარონო, ძალიან კარგად იცავს კანს და 67 ლარი ღირს, რაც კარგი ტონალუსრითვის ძალიან იაფია.
თუმცა, კარგი დამატენიანებლის გარეშე ტონალურის სიკარგე არაფერს ნიშნავს
პ.ს. თათ, მომწონს შენი ახალი დიზაინი.
ძაან კარგი ტონალურებია.. მე მქონდა ბოლოს CHANEL-is soleil lame.ძალიან მომწონს კმაყოფილი ვიყავი..
საერთოდ ტონალურის ხშირად გამოყენება მგონი არაა სასარგებლო კანისთვის. დიდი სიამოვნებით შევიძენდი YSL Teint Resist.
ქალებო, სულ ტყუილად გგონიათ, რომ ტონალურის ხშირი გამოყენება რამენაირად ავნებს თქვენს კანს. მთვარია, რომ იყოს მაღალი ხარისხის, მის ქვეშ წავისვათ ბაზა (დამატენიანებელი ან მკვებავი, დილით უმჯობესია მკვებავი), საღამოს ჩამოვიბანოთ ასევე ხარისხიანი სახის საპნით, გადავისვათ დამატებით ლოსიონი და წავისვათ დამატენიანებელი დაწოლამდე აუცილებლად მინ. 30 წუთით ადრე, რადგან როცა ვწვებით სისხლის ცირკულაცია ჩვენს სხეულში იცვლება და კრემი სათანადოდ აღარ შეიწოვება. დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა “ფერუმარილი” ზედმეტი და “უვარგისი” იყო ქალისთვის და მთვარი იყო ბუნებრიობა! (წვერ-ულვაშის არ იყოს). მთვარია, ვიცოდეთ როგორი და რა ფორმით გამოვიყენოთ, თორემ ჩვენი კანი ისეთი სუპერ-ლუქსი და სუპერ-გამოცდილი ლაბორატორიების ხელშია, დამიჯერეთ კოსმეტიკის გარეშე ბევრად ცუდად იქნება ჩვენი საქმე.
თაა,
ტონალური კრემი არ წავა? რუსები როგორც თარგმნიან
თაკო გვაზავა,
გააჩნია ზუსტად რაზეა ლაპარაკი
კარგი ხარისხის ტონალური არ ვნებს,მართალია. მითუმეტეს, თუ დამატენიანებელი და ა.შ. ფუნქციები აქვს
აი ფუძეები ვნებს ყოველდღიურად, როგორც ნიღაბი, ისეა, არც იქიდან უშვებს არაფერს და არც აქედან ჟანგბადს :/
Nina Gorecki
ხოდა მაგიტომ დავაედიტე
ტონალური კრემის გარეშე შემოდგომიდან გაზაფხულის ბოლომდე – არ გავდივარ სახლიდან
უპირატესობას ვანიჭებ შანელს ხოლმე, თუმცა ფული თუ არ მაქვს ხოლმე ლანქომსაც ვყიდულობ ხანდახან
მაინტერესბე სად სჰეიდზლება მაგ ტონალურის ყიდვა 67 ლარი რომ გირს ველოდები პასუხს მადლობტ წინასწარ
მარტო დზაიანებული კანისტვის არის მე მსშრალი კანი მაქვს და ტუ არის არჩევანი? 67 ლარიანზე ვამბობ
ისე თბილისში სად ყიდულობ ხოლმე თავის მოვლის საშუალებებს?
თუ ყველაფერს ინტერნეტით იწერ აბსოლუტურად?
გთხოვთ მითხარით სად შევიძინო Makeup Forever -ის HD ? და რაღირს?
ნონა
ნონა, საქართველოში სავარაუდოდ არსად
სცადე ამაზონზე