2010 წლის საუკეთესო ტუშები

ტუში – არის ჩემი კოსმეტიკის ის ნაწილი, რომლის ყიდვაზე არასოდეს მენანება ფული და რომლელზეც წერაც არასოდეს მეზარება. მილიონში ერთხელ უმაკიაჟოდ თუ გავდივარ სახლიდან, ტუში მაინც მისვია ხოლმე.

2010 წელს კი განსაკუთრებით თავი შემდეგმა ტუშებმა გამოიჩინეს

NARS  -  Larger  Than  Life  Lengthening  Mascara -  ძალიან ამბიციურ – სახელიანი ტუშია ხოო? :)

საკმაოდ კარგად აგრძელებს წამწამებს მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს, ძალიან რთული მოსაშორებელია.  კარგი მუქი ფერი აქვს და არც წებოვანებით გამოირჩევა.

ფუნჯი ბოლოვდება შედარებით დაწვრილებული ფორმით რაც ძალიან მოსახერხებელია ზოგიერთ ადგილზე კარგად წასასმელად.

*            *            *              *              *

YSL Singulier

ერთ ერთი ძალიან სანდო და საყვარელი ტუში მაკიაჟის მოყვარულთაგან, ზოგადად

Yves Saint Laurent-ის სასარგებლოდ აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ უდაოდ ძალიან მაღალი ხარისხი უჭირავთ როგორც ტუჩის ასევე თვალის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ხაზში.

სინგულიერს აქვს ძალიან საინტერესო ფუნჯი, რომელიც ტუშის წასასმელ ფენას ადებს ძალიან თანაბრად, აგრძელებს და მოსულობას მატებს წამწამს.

ფუნჯის ეს ტიპი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის და ხარისხიც ძალიან კარგი შესაბამისად, ტუში მოიპოვება 3-4 ფერში, მათგან იასამნისფერშიც, თუ ვინმე იყენებთ და ღირს 30$ ონლაინ მაღაზიებში.

*            *            *              *              *

Makeup Forever Smoky Lash –

მე ძალიან მიხარია რომ Makeup Forever- ბრენდი რომელსაც 2-3 წლის წინ არავინ    აღიარებდა, დღეს ასეთი წარმატებული და ინოვაციური გახდა. და ასე “გაქაჩეს” ამხელა კონკურენტულ გარემოში.

Smoky Lash – გახდა წლის ერთ ერთი საუკეთესო ტუჩი მისი ინტენსიური პიგმენტაციის გამო,  საოცრად ინტენსიური ფერი აქვს, ძალიან ცოცხალი და ხალისიანი. აქვს ასევე დამაგრძელებელი ეფექტიც, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც მოცულობის მიმცემი. ძალიან კარგად “პრიხავ” წამწამებს – ზუსტად ვიცი კმაყოფილი დარჩებით ყველანი ვინც მოსინჯავთ – 22$ ღირს ინტერნეტში

*            *            *              *              *

FRESH Supernova

სუპერნოვაც ერთ ერთი საქართველოში არც ისე კარგად ცნობილი ბრენდია, თუმცა მშვენიერ პროდუქციას აწარმოებენ, მაგალიტად როგორიცაა ტუში “Fresh” – ძალიან ხალისიანი შეფუთვით.

ტუში 25$ ღირს ინტერნეტ მაღაზიებში და გამოირჩევა წამწამის მოვლის განსაკუთრებული ეფექტურობით, აქვს საოცარი დამატენიანებელი ეფექტი და არის შედარებით თხევადი ვიდრე სხვა ბევრი ტუში, რის გამოც მისი წასმა არის უიოლესი და ძალიან სასიამოვნო. შეიცავს რაღაც მცენარის ნაყოფის ზეთს რომელიც ახდენს ზუსტად ამ ეფექტს. წამწამები გამოიყურება უფრო სქლად და ჯანსაღად, ასევე აქვს ჯანსაღი მბზინვარება. მოკლედ ვისაც ნაკლები დროის დახარჯვა გიყვართ მაკიაჟზე და ამასთანავე მაქსიმალური ეფექტი გნებავთ – თქვენთვის ყოფილა ზედგამოჭრილი

*            *            *              *              *

L’Oreal Voluminous Million Lashes

ლორეალის – ერთ ერთი საუკეთესო ტუში, რაც კი აქამდე უწარმოებიათ.

ინოვაციური, ფუმფულა ფუნჯი სასწაულებს ახდენს წამწამებზე, აქვს გამასქელებელი ეფექტი, და დამაგრძელებელიც ამავდროულად.

ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს დაახლოებით 10$-ის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტ მარაზიებში.

შავი ფერი განსაკუთრებით საინტერესოა რადგან ძალიან მუქი შავია და კარგად კვეთს წამწამებს, თუმცა ყოველდღიურობისათვის ძალიან ჩაშავებული წამწამები მე პირადად არ მიყვარს ხოლმე.

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to 2010 წლის საუკეთესო ტუშები

  1. magdu antimelancholy says:

    რამე კარგი ტუში არ მაწყენდა ისე…

    დავასვკენი,რომ

    ტუშის ყიდვა ფსიქოლოგიურად კარგად აისახება ჩემზე

    ჩემი 1ად1 დეკორაციული კოსმეტიკა:D

  2. მოდელი გოგონა says:

    YSL – Forever ამათგან
    სხვა არც მიხმარია პრინციპში მაგრამ მაინც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>