კბილების გაწმენდა

მოუცლელობის გამო დენტალ ჰაუსში საერთოდ ვერ მივაღწიე რომ წინა პოსტში დაპირებისამებრ თქვენთვის გამეზიარებინა გამოცდილება :)

ხოდა შაბათს როგორც იქნა მოვძებნე საღამოს დრო და ვეწვიე დენტალ ჰაუსს, ამჯერად ვიზიტი მქონდა მათ ექიმთან ფიქრიასთან, ახალგაზრდა და ძალიან მხრიარულ სტომატოლოგთან, რომელიც ამავე დროს არის კლინიკის მეპატრონეც.

რადგან უამრავი რამე იყო პირის ღრუში გასაკეთებელი და ჩემი ქვებიანი და ძალიან გასაწმენდი კბილები ამ ყველაფერში ხელს უშლიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მკურნალობა კბილების გაწმენდით დაგვეწყო …

დარწმუნებული ვარ კბილები უმეტესობა თქვენგანს გაუწმენდია და ზუსტად იცით რომ სულაც არ არის სასიამოვნო პროცესი. რაღაც ბურღის მაგვარი უფრო წვეტიანი ტიპი დარბის ზუზუნით კბილებს შორის – და ასუფთავებს ჩვენს პირის ღრუს ნახული და არნახული სიბინძურისგან, ყავის, სიგარეტისა და საკვების ნალექი მასალისაგან.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო – მაგრამ არის ძალიან, ძალიან სასარგებლო და საჭირო. დაჯე აუცილებელიც წელიწადში ორჯერ :)

გაწმენდის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს უზარმაზარი რაოდენობით ჯანდაბები გაიტანეს ჩემი პირიდანო :) სიმსუბუქის და სისუფტავის საოცარი შეგრძნება მქონდა.

გაწმენდის შემდეგ კბილებისა და ღრძილების მგრძნობიარობა იზრდება და ამიტომ სპეციალური კბილის პასტა მაჩუქეს – მინი ვერსია, რომ იმით გამეწმინდა კბილები და დამარიგეს რომ მეყიდა ახალი და საშუალო სიხისტის კბილის ჯაგრისი, რომ მეხმარა პაროდონტაქსის პბილის პასტა და მისივე კბილის სავლებები და ასევე ფლოსი.

ხო, და ბოლოს დაინტერესებულ პირთათვის, კბილების გაწმენდა 40 ლარი ღირს :)

დაელოდეთ შემდეგ პოსტებს – ვისაც ჩემსავით გაწუხებთ ეს პრობლემა

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to კბილების გაწმენდა

  1. Agasfer says:

    მგრძნობიარე კბილებისთვის საშუალო არა, რბილი ჯაგრისი უნდა გამოიყენო.
    პაროდონტაქსი კარგი კბილის პასტაა, სამკურნალო ( პასტები ორ ნაწილად იყოფა – სამკურნალო და პროფილაქტიკური), ღრძილებისთვის. სავლებიც კარგია. საერთოდ, სავლები და ფლოსი ისეთივე აუცილებელია, როგორც, მაგალითად, ჯაგრისი. მაგრამ, გაითვალისწინე, პაროდონტაქსის სავლების ქლორჰექსიდინს შეიცავს, ის კი კბილებს ცოტა აყვითლებს.

  2. Taa says:

    Agasfer

    შენც დენტისტი ხარ? :)

    პაროდონტაქსის სავლების ქლორჰექსიდინს შეიცავს, ის კი კბილებს ცოტა აყვითლებს.

    აააააააააააააააააააააა :( :( :(
    არ მინდაააააააა, პირიქით, ყველაფერს რომ მოვრჩები გათეთრება მინდა

  3. khatiaa says:

    და პარადონტაქსისი სავლები რომაა სპეციალურად კბილების გასათეთრებლად? მაგას ვხმარობ კაი ხანია და არ გაუყვითლებია, თუმცა არც გაუთეთრებია :)
    თათა 40 ლარი ერთი ყბის ფასია თუ ორივესი ერთად?

  4. Taa says:

    khatiaa

    ჯამში 40 ლარი ხატი :)

  5. khatiaa says:

    კარგია. არ გამიწმენდია კბილები არასდროს და ვაპირებ ახლო მომავალში. მივაკითხავ.
    ისე გაითვალისწინე კბილებს რომ გაითეთრებ საკმაოდ მოგემატება მგრძნობელობა.

  6. ჰო, ზურა კბილის ექიმია.. :) ))

    ისა..
    მე დავდივარ უკვე ოთხი წელი იქნება.. რეგულარულ პროცედურებს ვიტარებ..
    საერთოდაც, კბილებს ძალიან ვუვლი.. :)
    წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნით მივცუნცულებ ხოლმე ექიმთან..

  7. Tinatin says:

    დამკაში რო გახვალ :D DDD, დაპოსტე კიდე FB-ზე ეგ მაინტერესებს განსაკუთრებით <3

  8. Taa says:

    Tinatin

    დამკაში?
    რას ნიშნავს? რომ დავასრულებ?
    დავწერ ყველაფერს :)

  9. Agasfer says:

    კი, თაა, დენტისტი ვარ ))
    აი, მგრძნობიარე კბილებისთვის ეს პასტებია: http://zur.ge/2010/07/758.html და http://bmu.li/6UX
    სენსოდინი და პაროდონტაქსი ერთი წარმოებაა, ასე რომ, თამამად შეგიძლია ჩაანაცვლო.

    და მაგის გამო უარს ნუ იტყვი, თუ დანიშნულებაა, უნდა გამოიყენო. ღრძილების პრობლემები თუ გაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! : ) თან, როგორც ვიცი, ეწევი კიდეც…

    ხატია, პაროდონტაქსის მათეთრებელი სავლები არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ნამდვილად იცი, რომ აქვს? შეიძლება ახალია და ჯერ არ ვიცი :დ ნუ, სავლებიც რამდენიმე თვეა, რაც შემოვიდა. შემდეგ მოჰყვა პაროდონტაქსის მათეთრებელი კბილის პასტა, შეიძლება, ეს სავლები მისი დამატებაა.
    მათეთრებელ პასტებზე ბევრია სათქმელი. პირობას ვდებ, ნეტგაზეთის ბლოგზე დავწერ ამ თემაზე. რამდნეი ხანია ვაპირებდი და ვერ მოვაბი თავი )
    ეს პასტები, რგოროც წესი, არ ათეთრებს. კარგად დააკვირდით რეკლამას, საუბარია ქიმიურ გათეთრებაზე. ანუ, მაგალითად სენსოდინ ვაიტენინGი, არის ქიმიური გათეთრების შემდეგ გამოსაყენებელი კბილის პასტა, რომელიც მომატებულ მგრძნობელობას ამცირებს და იცავს მინანქარს დაზიანებისაგან (ძალიან ციდად რომ ვთქვათ, კარგად არ წმენს)/ სხვა ვაიტენინგები კი (მაგალითად კვარცის შემცველი პასტები) აშორებს მაგალითად ყავის ლაქებს, მაგრამ ეს გათეთრება არ არის. აი, ახლა თაამ რომ გაიწმინდა, მისი ნინანქარი ზუსტად ის ფერია, რაც ბუნებრივად აქვს. ამაზე მატად მხოლოდ ქიმიურად თუ გაუთეთრდება.

  10. tami says:

    კბილები ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს. ფლოსი და სავლები ყოველ დღე უნდა იხმარო. ასევე კბილების პასტა(for sensitive teeth)და რბილი კბილის ჯაგრისი. კბილის ჯაგრისი ყოველ 1 თვეში ერთხელ უნდა იცვალო და ყველაფერი კარგად იქნება.

  11. ყველა ასე ამბობს კბილების- გაწმენდა უსიამოვნო პროცედურააო, მაგრამ არის თუ არა მტკივნეული? შენ მაინც მიპასუხე გულახდილად :დ

  12. shu says:

    ჯანდაბები მაგარი იკო:))
    მე ერტი კვირაა ვიკავი ექიმტან და ჯერ კიდე არ დამიცხრა ლოკა,არ ვიცი როგორ მოახეხა ეგრე ნემსი გაეკეტებინა. ხოდა ხვალ ისევ მივდივარ ვნახო ერტი რას მეტკვის.
    P.S. კველაზე მტკივნეულია დაპლომბვა… ეს ლოკაც მაგის შედეგია

  13. ეგნო says:

    ყველაზე მტკივნეული ანესთეზიაა დანარჩენს ვერგარც იგრზნობთ:))))))

  14. მარიკა says:

    გაწმენდა სულაც არ არის მტკივნეული
    თუმცა უსიამოვნო არის, მე მინდა გამოცვლა დენტისტის და უნდა შევიარო ერთი თაა, ამ შენს დენტალ კლინიკაში :)

  15. Taa says:

    Agasfer

    ძაან დიდი მადლობა ამხელა კომენტარისთვის
    გაიხარე, შენ იმსახურებ taa.ge- ს ფართიზე დასწრებას :)

    ამაზე მატად მხოლოდ ქიმიურად თუ გაუთეთრდება.

    ხოდა აი ამასაც ვაპირებ ნამდვილად

  16. Agasfer says:

    უი, მადლობა :D

  17. Dora says:

    მეც გამიკეთებია, მართალი ხარ მართლაც ეგრეა = ))

    მაგრამ სასარგებლოა რაც მთავარია და აუციელებელი ))

  18. ANDY says:

    კბილების პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგიურ კლინიკაში “უნიდენტი” ღირს 25 ლარი. წელიწადში ერთხელ, ერთი თვით არის აქცია, კბილების გაწმენდა არის უფასო. ეს აქცია ახლაც მიმდინარეობს. მე ოთხშაბათს ჩავეწერე, მივალ და კბილებს უფასოდ გამიწმენდენ. შარშანაც ამ დროს ვიყავი მისული და უფასოდ გამიწმინდეს. სასიამოვნო გარემოა, პროფესიონალები მუშაობენ. ერთხელ რომ მიხვალთ, აუცილებლად მეორედ მოგინდებათ მისვლა.

  19. თაკო გვაზავა says:

    ვაიმეე ენდი, აი მომკალი და არ მჯერა რომ უნიდენტში 25 ლარად და ანდა უფასოდ საერთოდ რამე ხდება. ცოტა ხნის წინ მომიწია თნამშრომლობა მაგ კლინიკასთან, და ჩემი 4 წლის შვილის კბილების დაპლომბვა ( არხების გარეშე, მხოლოდ გვირგვინი) დამიჯდა 600 ლარი. ასე რომ, ალბათ არასდროს აღარ მივალ იქ ;)

  20. Taa says:

    თაკო გვაზავა

    აუ რამდენი ხანია მინდა დაწერა ჩემს ახალ კლინიკაზე
    აი მანდ ნამდვილად წაგიყვანთ ერთხელ შენ და საბას და სულ იქ ივლით ალბათ
    ბავშვებისთვის არის ყველაზე საუკეთესო ადგილი :)

  21. თაკო გვაზავა says:

    მართლაა? რა მაგარია, თუ კიდევ დაგვჭირდება მოგმართავ ეგრევე :)

  22. ბექა says:

    გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამდენი ღირს კბილების გაწმენდა. მართლაც არის წელიწადში ერთხელ უფასო გაწმენდა, 1 თვით. ეს რეზიდენტებთან. საერთოდ, უნიდენტში რომ რეკავ და ჩაეწერები, გეკითხებიან ექიმთან გნებავთ ვიზიტი თუ რეზიდენტთან? ექიმი ექიმია და რეზიდენტი ის, ვინც დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ ჯერ კიდევ რეზიდენტურაში სწავლობს, ანუ არ არის ექიმის დონეზე. მაგრამ საქართველოში ცნობილია, რომ უნიდენტის რეზიდენტი ბევრ სხვა ექიმს ჯობია, რადგან უნიდენტი თან უნივერსიტეტია და კლინიკაც აქვთ. კბილებზე თუ რაიმე პრობლემა მაქვს, ეგრევე მანდ მივდივარ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>