ჩემი ყოველდღიურობა იმდენად ერთნაირი გახდა რომ დროა უკვე რაღაც დიდი და გრანდიოზული მოხდეს, ამდენ ერთნაირ დღეებს ვეღარ ვუძლებ …
დილით : ყავა, ფაფა, მანქანის გათბობა
მერე სულ სამსახური, სამსახური, სადაც იმდენი საქმე მაქვს რომ სარკეში ჩასახედად არ მცალია
მართალია ასისტენტი ამიყვანეს, მაგრამ ჩემი ფუნქციები 2ჯერ უფრო გაიზარდა – დამაწინაურეს
კარგია, ბედნიერი ვარ და მიხარია, მაგრამ სამსახურიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე რომ არაფრის თავი არ მაქვს, ცხოვრების აზრი მეკარგება ვიდრე კარებთან არ მივალ და ვიკიკოს ხმას არ გავიგებ ხოლმე “თათა დედიკო მოიდააააააააა” …
აქ მეორე ცხოვრება მეწყება, მხიარული, ბედნიერი, სიყვარულით და სიახლეებით სავსე ყოველდღიურად. მაგიჟებს ეს ერთი ციდა ბავშვი – საათობრივად რომ ვითარდება. უკვე ლექსებიც იცის, სიმღერებიც, ცეკვა, თვლა ქართულად ად რუსულად, ელემენტარული სასაუბრო სიტყვები და ფრაზები რუსულად და გამართული წინადადებები მცირე ხარვეზებით ქართულად.
გუშინ ძაან მაგარი გვაცინა, მე და დიმა საწოლზე ვიჯექით, ჩვითონ თავის საწოლში იყო ჩასკუპებული და რარაცეებს გვეტიტინებოდა, უცებ ვეკითხები:
დედიკო, მამიკოს რა მანქანა ყავს?
ხოოონდა – მპასუხობს
დედიკოს? – ველითხები გაბადრული მოლოდინში რო “დაბუდაო” მიპასუხებს და უცებ
- “მარშუტკა” – დააბრეხვა, კინაღამ ავყირავდით მე და დიმა სიცილით
საღამოობით ძირითადად სულ სახლში ვართ ხოლმე ვიკისთან, პარასკევობით როცა კანდელაკზე რჩება კინოში და კიდევ სადმე. მხოლოდ კვირა დღე მაქვს როდესაც ჩემს თავს ველუთვნი და ჩემი თავისთვის ვაკეთებ ყველაფერს: კბილის ექიმები, სალონები, შოპინგი, კაფეები, დაქალოჩკები, მოკლედ ყველაფერი რაც ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით დავიწყებული მაქვს ხოლმე.
ხოდა ვზივარ ყოველ დღე და ვფიქრობ: როდის მოხდება სასწაული? ხომ არ შეიზლება ასე გრძელდებოდეს უკვე 2 თვე. ველოდები რაღაცა განაკუთრებულს, განსხვავებულს და არაყოველდღიურს.
შაბათს მაინც არ ვმუშაობდე
სადმე წავიდოდით ხოლმე მე დიმა და ვიკი ქალაქგარეთ ვიქენდზე
ამ კვირაში Payless-მა გამიკეთა განსაკუთრებული სიურპრიზი, კონვერტში ჩადებულ ჟურნალს საჩუქრად დელფოსის ულამაზესი საყურეები მოყვა, უდიდესი მადლობა გოგოებო თუ კითხულობთ ამ პოსტს, მიყვარხართ
კიდევ ალბათ იცით რომ ჟურნალშიც დავიწყე მუშაობა და ETCetera-სთვის ვწერ სტატიებს, პირველი სტატია იყო ონლაინ შოპინგზე, ის ნომერი უკვე გამოვიდა, მეორე სტატიას ჯერ არ დავაანონსებ – როცა გამოვა ჟურნალი ნახავთ, ძალიან საინტერესო და ძალიან გოგოშკური სტატიაა. ხოდა პარალელურად ეს საქმეც და დრო საერთოდ არარ მრჩება არაფრისთვის.
ვზივარ და ვოცნებობ როდის მექნება ცოტა მეტი დრო რომ იოგაზე ვიარო
ბონუსი






გავჭედავ ახლა… ფონეიდოსკოპიო
)))))) უსაყვარლესი ტიტინა. ვიკი მოგიყვან შენს ძმაკაცს და იქნებ შენ მაინც ასწავლო ლაპარაკი
)
პატარა ფერია ,ანგელოზი:))))):**
ყვავი ყვავის
რა საყვარელია
ვიკიიი უსაყვარლესი ხარ ჩემო ლამაზუნააა:*:*:*
უსაყვარლესია ეს ბავშვიიიიი…
:D:D
ფონეიდოსკოპიო?მე არ ვიცოდი ეგ რა იყო
ძაან ჭკვიანია თათ, რუსულად რა საყვარლად ლაპარაკობს:))))
მეც მთელი დღე სამსახურში ვარ, საშინლად ვიღლები და არავინ მიპირებს არც დაწინაურებას და არც ხელფასის მომატებას. სახლში რომ მოვდივარ, ვჭამ და ვიძინებ, საშინელი გათიშული ვარ ხოლმე ყოველ დღე. ამიტომ ყოველთვის პოზიტივი უნდა დაინახო.
)
ვიკა უკვე პატარა ქალია. თავისი ლამაზი თმებით, კურნოსა ცხვირით და ტიკტიკით. ეგ ისეთი იქნება, თავის ჭკუაზე ატარებს ყველას. :დდდდ
ჩემი ლამაზიიიიიი, ჩემი ანგელოზიიიი. ფონეიდოსკოპიოო
შემოგევლე შენ :*:*:*:*:*:*:*
bmw მარშუტკააააააა : დ
იცის რა ბავშვმაც
ვიკიკო მგონი მომავალი ავტომბრბოლელია