მე მინდა, ძალიან, ძალიან მინდა რომ ყველა ქალს დედამიწის ზურგზე ჰქონდეს საშუალება და სურვილი რომ თავს მოუაროს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ის პროცედურები, რომლებსაც მე გოგოშკურ დღეებად მოვიხსენიებ ისეთი სასიამოვნო, ისეთი სასარგებლო და რელაქსაციურია – რომ სერიოზულ კონკურენციას უწევს შოპინგს – ანტიდეპრესანტობაში
გუშინდელი მთელი დღე დილის 12დან საღამოს 5მდე მივიძღვენი ჩემს თმას და სახის კანს.
დავიწყე სილამაზის ცენტრ ნატალიდან, სადაც ძალიან კარგი სიახლე აქვთ – მეც შემთხვევით გავიგე, ეს არის თმის კომპლექსური მოვლისა და მკურნალობის იტალიური ბრენდი FRAMESI, რომელიც უკვე ნატალის სალონებშია.
პროცესი არის ძალიან საოცარი, სასიამოვნო და სასარგებლო, იწყება თმის დიაგნოსტიკით – რაც უფასო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მკურნალობის, სპეციალური დანადგარი იკვლევს და მონიტორზე აჩვენებს თავის კანსა და თმის ღერს, შემდეგ იგივე ძალიან მგძნობიარე აპარატი კვლევის დასრულებისთანავე ეკრანზე აჩვენებს რეცეპტს – ანუ თმის მოვლის იმ საშუალებებს რაც სჭირდება იმ ეტაპზე შენს თმას.
ჩემს შემთხვევაში განაჩენი ასე გამოიყურებოდა, დაზიანებული თმის ქალა, სუსტი და დაზიანებული თმის ღერები – ცვენის გამომწვევი დაზიანებები, ვიტამინების ნაკლებობა. ხოლო რეცეპტი მფგომარეობდა შემდეგში: Framesi-ს თმის სკრაბი, თმის ზეთი – აღმდგენი და დამატენიანებელი, თმის ლამინაცია სპეციალური სარებავის ტიპის ნარევით, რომელიც ასევე შეღებვასავით იდება თმაზე და არის ძალიან ძალიან მაგარი რამე – უბრალოდ შეღებილი თმებისთვის სხვა ნომრებია და შეუღებავისათვის სხვა, შემდეგ დაბანა თმის და თმის ამპულები, რომლის 2 სრული კურსი – აბუ 28 ცალი გამომიწერა პროგრამამ
ყველაფერი ეს უდიდესი სიამოვნებით განვიცადე ჩემს თავზე და ბოლოს დაბანილი და დავარცხნილი თმით რომ ავდექი სავარძლიდან – უბედნიერესი ადამიანი ვიყავი






მე ვხმარობ თათ ფრამესის ზეთს რომელიც ჩემს ნარაშივანიას ისე უხდება რო მაგითი მიძლებს მხოლოდ
))))))) იმდენს ვვარცხნი
)))))
რა კარგია როდესაც მუშაობ და შენი ფული გაქვს…
((
აბა მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ და რამდენი რამის გაკეთება მინდა
ძალიან კარგად იქცევი რომ შენს თავს უვლიი მისაბაძი ხარ…ნამდვილი MISS
ზალიან კარგი და სასარგებლო პოსტია. ნატალის პროცედურები რა დაგიჯდა ჯამში?
როგორ მიყვარს თაა შენს ბლოგზე პირადი პოსტების კითხვა. მართალია ესეც “სარეკლამო” და “ფეშენ”ში გადის მაგრამ მაინც პირადია. მოუხშირე, რა, პირადის წერას. უხეშად რომ ვთქვათ, “ამოვიდა ყელში” ეს კოლექციები და ბრენდები, ეტც… სწორად გამიგებ იმედია
მე მინდა მეტი თაა, მეტი ვიკიკო, მეტი პირადი
თაა ძალიან მომწონს შენი ბლოგი..
განსაკუთრებით ვიდეოებს რომ დებ ხოლმე თვალსაჩინოების მიზნით..
ესეც ჩემი,ახალია და არ დამიწუნოთ ჯერ
http://mshveniereba.blogspot.com/
ვაიმეეეეეეეეეეე ხათოს ხელები არასდროს დამავიწყდება,ძააან მაგარი დღე იყო,
))))
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ყველაზე დიდ სიამოვნებას მასაჟით ვიღებ, ძაან სასიამოვნო პროცედურა იყო, კიდე გავიმეორებ ხელფასს რომ ავიღებ
ყველას გირჩევთ ერთხელ და არა ერთხელ ეს სიამოვნება შეიგრძნოთ, აი ეს არის ნამდვილი ნატკოტიკი
მეგი
სრული მკურნალობა 2 კვირას + 2 კვირა ჯდება სადღაც 240 ლარის ფარგლებში
13th
მადლობა, მაგრამ პირადში ყველაფერი უცვლელადაა, სამსახური მილიონი საქმით და საღამოს ვიკიკო თავისი სიახლეებით – ამ სიახლეებს ფეისბუქზე სულ ვაშუქებ ხოლმე
და რეკლამას კიდე რაც შეეხება ჰეარჰაუსი ისე მყვება ზედ რომ მეც რომ იგივეთი არ ვუპასუხი არ შემიძლია
Taa tmis skrabi ar vici me ra aris:(
tmasac chirdeba?
magdu antimelancholy
არც მე არ ვიცოდი, მაგრამ ისეთი მაგარია და ისეთი კაიფია
თმას არა თავის ქალას სჭირდება, კანს თავის ქალაზე
თაა, შენი რჩევენი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად შენი რჩევებით დავიწყე ჰეარჰაუსში სიარული
ნინო
ძალიან დიდი მადლობა
საოცარია, 240 ლარს ვინმე იხდის მერე ამ პროცედურაში? თმის სრულ მკურნალობას ვგულისხმობ.
ნატალიში დავრეკე და მითხრეს , რომ თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას არ ატარებენ და სად შეიძლება მივიდე…
(( >?
bet
მე მაგათმა გამიკეთეს დიაგნოსტიკა, მართალია სპეციფიური დიაგნოსტიკა არც ძაან დიდად ინფორმაციული, მაგრამ გამიკეთეს
და სად აკეთებენ რაც შეეხება, ზუსტად ვიცი რომ ჰეარლაინში აკეთებენ თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას
მაგრამ შედეგები არ ვიცი სამწუხაროდ
რა ვიცი უკვე იმდენგან დავრეკე რომ არ ვიცი ამ თმას რა ვუშველო მგონი გადაპარსვა ყველაზე კარგი გამოსავალია : დ
არ შეიძლება ნორმალური კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოშიც იყოს?!
რა ვიცი უკვე იმდენგან დავრეკე რომ არ ვიცი ამ თმას რა ვუშველო მგონი გადაპარსვა ყველაზე კარგი გამოსავალია : დ არ შეიძლება ნორმალური კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოშიც იყოს?!