Laura Biagiotti -სთან პირველი შეხება ძალიან ბერი წლის წინ მქონდა, როდესაც პირველად დავყნოსე “Roma” და პირველად ცხოვრებაში ფულის გროვება რომ დავიწყე სუნამოს შესაძენად. ამის მერე მის კოლექციებს ხშირად ვადევნები თვალს FTV-ს მეშვეობით ხოლმე . . .
2010 – 2011 წლების შემოდგომა ზამთრის კოლექცია ბიაჯოტიმ თავის თმასავით თეთრი და სადა წარმოადგინა
განსაკუთრებული შტრიხები იყო ბეწვი, ნაქსოვი არა მხოლოდ სამოსი არამედ რეიტუზებიც, შიფონი, სითეთრე, სისადავე, დახვეწილობა.
ულამაზესი ბეჟი პალტოები, ბეწვით გაწყობილი, ასევე ულამაზესი ყავისფერი პალტოები და მოსასხამები.
და ყველა ბეწვით, ამ კოლექციაში ლაურამ არა მხოლოდ პალტო, არამედ კაბებიც გააფორმა ბეწვით
არც ჯინსი დატოვა უყურადღებოდ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მოდელს ეცვა იგი . ასევე რამდენიმე იყო წარმოდგენილი მხოლოდ შავ ფერში, ამ კოლექციაში უპირატესობა თეთრს და რძისფერს ენიჭებოდა
თუ არ გაქვთ დღესვე შეიძინეთ თეთრი კოლგოტკები ან თეთრი ნაქსოვი რეიტუზები, ისისნი საკმაოდ ბევრ დიზაინერს ქონდა გამოყენებული წლევანდელ კოლექციებში
ყელიანი ნაქსოვები და წელზე ქამრებიც არ დაივიწყოთო – ლაურა გვეუბნება
ბოლოსკენ კი უბრალოდ 2 ჩემი ფავორიტი აუთფიტი





















