რა თავის მოვლა და სილამაზეა – ადამიანს კბილები თუ არ გაქვს წესრიგში (თაა-ს ბრძნული ნაფიქრი)
ჩემი კბილები ჩემი ტკივილია, წლებია ვეძებ კარგ ექიმებს, კარგ მომსახურებას, კვირას მომუშავე კლინიკებს და ნორმალურ ფასებს – მთელს ხელფასს რო არ ვტოვებდე მინიმუმ ეგეთს მაინც.
ხოდა ეს წლებია ძებნა სერიოზულ პრობლემებში გადამეზარდა, და მივხვდი რომ სირცხვილია ამდენს ვლაპარაკობ თავის მოვლაზე და ასეთ დღეში მაქვს თავად კბილები, ხოდა დაახლოებით 1 კვირის წინ ფეისბუქზე დავიწყე ნორმალური სტომატოლოგიური კლინიკების ძებნა საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიებზე.
ფეისბუქი – რომ ის ქსელია სადაც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას გიპოვიან და ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებენ, ეს ხო ისედაც ვიცით მე რომ არ ვილაპარაკო ბევრი.
ხოდა ზემოთდალინკული სტატუსის შემდეგ, მივიღე ძალიან საინტერესო პირადი მესიჯი ფეისბუქზე სტომატოლოგიური კლინიკის DENTAL HAUSE-ის წარმომადგენლისგან შეხვედრაზე. მწერდა რომ მათი კლინიკა საბურთალოზე არის და ფასები ძალიან მისაღებიო და მომსახურება მაღალხარისხიანიო და ყველაფერს ადგილზე გაგაცნობთ თუ გვეწვევითო. მეტი რა მინდოდა, იმავე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და წავედი.
კლინიკა ტაშკენტის 31 ნომერში მდებარეობს – ბუდაპეშტის კვეთაზე და მანქანის გაჩერება იყო უიოლესი, რამაც თავიდან ძალიან მომხიბლა – რადგან პარკინგი ჩვენი ყველასი ტკივილია დარწმინებული ვარ. მერე შემიყვანეს ამ ერთი ციდა – მოცუცქნულ, მაგრამ ძალიან სუფთა კლინიკაში და დამათვალიერებინეს
შემდეგ მომიყვნენ თუ რა სერვისები აქვთ და შემომთავაზეს პირის ღრუს დათვალიერება. მე თავიდან დავინტერესდი კონკრეტულად კარიესებთან ბრძოლით, კბილების გაწმენდით, ქვების და ნადების მოშორებით და მერე გათეთრებითაც, რაც მათ ქონიათ როგორც აღმოჩნდა.
მოკლედ დავთანხმდი პირის ღრუს დეტალურ დათვალიერებაზე, რომ მერე განფასება გაგვეკეთებინა, მოვკალათდი ამ მონიტორის წინ, რომელზეც ისახებოდა სპეციალურად ორალ კამერით გადარებული ადგილები დაააააა …
კინაღამ კინწისკვრით გამომაძევეს ისეთი სურათი დაგვხვდა პირის ღრუში, არ ვიცი ორსულობის თუ სხვა რაღაცა მიზეზების გამო, იმდენი კარიესუშკები მყავდნენ და ისეთი დაზიანებული მქონდა კბილები რო ვერც კი წარმოვიდგენდი. არც ერთი არასოდეს არ მტკიოდა გარდა იმ ერთისა რომელმაც გადამაწყვეტინა ამ კლინიკების ძებნა.
მოკლედ კაი 2 თვის სამუშაოა რომ არ მოვიტყუო და დაახლოებით 800-900 ლარის ბიუჯეტის, მაშინ როდესაც კბილის დაპლომბვა აქ 40 ლარიდან იწყება. ხო წარმოგიდგენიათ? მაგრამ მე ზედა რამდენიმე კბილზე გადასაკრავი მაქვს სულ ახალი გვირგვინები რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ რადგან გადავწყვიტე ბოლომდე უნდა მივიყვანო.
ასე რომ ვინც დაინტერესებული ხართ ამ პრობლემების მოგვარებით დაელოდეთ ჩემს პოსტებს კბილების მოვლასთან დაკავშირებით. არა მხოლოდ მოვლა არამედ გაწმენდა და გათეთრებაც, ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს. კვირას მივდივარ გასაწმენდად – აუცილებლად მოგიყვებით როგორ ჩაივლის …










ოოო, ძაან აქტუაური თემაა ზოგადად და ჩემთვის ხომ საერთოდ, მითუმეტეს, რომ 4 წლის ასაკიდან სტომატოლოგის სავარძელში ვზივარ.
მე პირადად შემოვლილი მაქვს ქალაქის ძალიან ბევრი სტომატოლოგიური და ვიცი რა რთულია კარგი დენტალ კლინიკის მოძებნა, ამიტომაც ვარ ძალიან ბედნიერი, რომ აღმოვაჩინე ასეთი ადგილი, უკვე წლებია, დავდივარ “კერამიკოში” თეა ჩუბინიძესთან. თვითონ კლინიკა ეკუთვნის კახა ხარებავას, ძალიან ცნობილ ორთოპედს, რომელსაც აქვს გერმანელებთან ერთად გაკეთებული ძალიან მაგარი ლაბორატორია, სადაც ამზადებინებენ მეტალო-კერამიკებს და ა.შ. არამხოლოდ თვითონ “კერამიკო”, არამედ თბილისის თითქმის ყველა ცნობილი კლინიკა, სავარაუდოდ დენთალ ჰაუსიც.
რაც შეეხება ჩემს ექიმს, თეა ჩუბინიძეს, ეს არის ადამიანი-პროფესიონალი, ზოგადად ქართველი ექიმების არაპროფესიონალიზმი და დროის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩემთვის არის ტკივილი და ეს ადამიანი არის სრული ამოვარდნა, ზუსტად იცის რას აკეთებს და ამას იმდენად არგუმენტირებულად გისაბუთებს, რომ უბრალოდ კითხვა არ გრჩება, აქვს აღებული ბევრი საერთაშორისო სერტიფიკატი და ბევრი ევრო-კონკურსის გამარჯვებულიცაა. მოკლედ, არ დავიღლები ამ კლინიკის ქებით, რაც მთავარია აქ არ “გაიძულებენ” გაიკეთო ის, რაც ძალიან არ გჭირდება! და ესაა მნიშვნელოვანი. ამჟამად, ბევრი ფიქრის და ფული გროვების მერე თეასთან ვიკეთებ ვინირებას წინა კბილებზე და ვარ ძალიან ბედნიერი, ვეხუმრები ხოლმე hollywood smile-ს მიკეთებ მეთქი. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ესთეტიურ სამუშაოსაც ძალიან კარგად ასრულებს. რაც შეეხება შენი ბევრი კბილების გადაკვრას, თათა, მე პირადად გირჩევ, რომ სანამ მანდ რამეს გადაწყვეტ, აუცილებლად ეჩვენო კახას და მიიღო მისი კონსულტაცია, თანაც დარწმუნებული ვარ აქ უფრო იაფი დაგიჯდება, იმიტომ რომ კახა თავის ლაბორატორიაში დაგიმზადებს და შესაბამისად, უფრო ნაკლები ხარჯი გექნება გასაწევი.
ვაიმე, ძაან ბევრი ვილაპარაკე და წავედი ახლა მე
დენტალ ჰაუსი კარგი კლინიკაა : )
ისე, თაა, დაპლომბვას ქართულად დაბჟენა ჰქვია : )
მედის ელიტ კლინიკაში აკეთებენ არაჩვეულებრივად ყველაფერს, ჩემი გამოცდილებით ვიცი, ოღონდ ძვირია მაგასთან შედარებით, დაბჟენა ღირს 150 ლარი, თუმცა ხარისხთან შედაეებით ჩემი აზრით კარგია. თუ ნამდვილად კარგ მასლას იყენებენ, რაც დაბჟენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, 40 ლარი თვითღირებულებაც კი ვერ იქნება, ამიტომ კარგად გაიკითხე, სანამ გაკეთებას დაიწყებ.
მე ძალიან ცუდად მახსოვდა საქართველოში ერთიორი სტიომატოლოგი და მათი წყალობით მქონდა არანორმალური ფობია.
ეხლა ჩემს წინ ცხოვრობს სტომატოლოგი და ორჯერ მომიწია მისვლა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი
Agasfer
ხოო, მართალი ხარ, ბჟენები და დაბჟენა, უნდა შევეჩვიო მაგ სიტყვებს
სალო
სალო, ამათაც აქვთ თავიანთი ხაზი პროდუქციის შემოტანის და თავიანთი მაღაზია, ესენიც პირველი ხელი არიან და ამიტომ ადამიანური ფასებით მუშაობენ.
ამიტომ მე გავაგრძელებ ამ კლინიკის მომსახურებაზე წერას და დრო გვაჩვენებს ყველაფერს.
მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ძალიან ყურადღებით და გაგებით მომეპყრნენ.
შუ
ცუდი გამოცდილებების მეტი რა მაქვს
ამიტომ ეს გვერდი იქნება მონიტორი სხვებისთვის, მე თუ კმაყოფილი ვიქნები ესე იგი თავისუფლად შევძლებ სხვებსაც ვურჩიო
თაა, ამ დღეებში ნეტგაზეთზე დავწერ ტერმინების და კბილების მოვლის მარტივ თუთორიალებს და გადახედე მერე.
ისე, ახალი დიზაინი ძალიან მომწონს
Agasfer
მადლობა დიდი, ჰედერისთვის ჯერ ვერ მოვიცალე
გადავხედავ აუცილებლად
DENTAL HAUSE-ი, მართლა ძალიან მაგარი კლინიკაა. სხვათაშორის მეც დიდი ხანი ვეძებდი და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე.აუცილებლად მივალ
როცა კბილის მოვლას ეხება საუბარი, “ჯეო-დენტის” გარდა სხვებს ჩემ კბილებს არ ვანდობ.
ექიმებსაც პირადად ვიცნობ უკვე ყველას და ამიტომ, მე მსურველებს ყველგან “ჯეო-დენტში” ვუწევ რეკომენდაციას.
taaaat es is klinikaaa shen rom kbilebi gaicmindeeeeeee? au dzaan magrad gaqvs da mec xom camiyvan?
ზუსტად დღეს გავიწმინდე კბილები ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკაში.
) წერეთელზეა.კბილების გაწმენდაში 50 ლარი გადავიხადე,ძვირია?
ძალიან თბილი გარემოა,კლინიკაც უმაღლეს დონეზეა გაკეთებული.მთელი ოჯახი დავდივართ, გვიცნობენ და ყოველ მისვლაზე დიდი მოკითხვებით და რავიცი.მეც გირჩევთ
ჩემი სუსტი წერტილი არის სტომატოლოგი მაგრამ სამწუხაროდ მეც აუცილებელი მისასვლელი ვარ.
თათ რომელზეც შეაჩერებ არჩევანს და როგორ მოგეწონება მერე აქაც დაწერე რა შენი აზრი?აზრიც ფასებიც ექიმებიც მოკლედ ყველაფერი.
ხო იცი შენი მკითხველი როგორ გენდობა :*
გკოცნი
წამების ოთახს გავს
ისე ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით გამგებიც გაიგებს
დენტალ ჰაუსში ბჯენის ფასები 40 ლარიდან იწყება და 100 ლარიანიც გვაქვს,პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული რომელს გაიკეთებს:)))
Lord Vader გეთანხმებიი
)))))))
მე პირადად დავდივარ აჭარასთან, სპრტის სასახლესთან არის “დენტ ოფისი” ერთი ახალგაზრდა ბიჭია პაკო ქვია,გვარი არ მახსოვს. მგონი ვაჯას ძეგლთანაც არის ნინო ბერიძის კლინიკაში, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ფასებითაც და მომცახურებით.კბილები გავითეთრე და დავიპლომბე.მაგარი ეფექტი ქონდა.
სახლის პირობებში როგორ გავითეთრო კბილები? კარიესი მედება და ქვედა კბილები ზედასთან შედარებიტ ყვიტელია და მინდა რო გავითეტრო სახსჰი.იქნებ მირჩიოთ რამე.