რა ყოფილა ეს რემონტი

იმის მაგივრად რომ დიდი იისფერი თაიგულით და სამსახურში მორთმეული საჩუქრებით ამაყად დავდიოდე მხრებგაშლილი

ვზივარ და ვფიქრობ “რა ყოფილა ეს რემონტი”

1. დიმა არ მინახავს მერამდენე დღეა ვინ მოთვლის

2. ვალებს – ვალები ემატება მერამდენედ ვინ მოთვლის

3. მოდი ჯერ ჭერი გავაკეთოთ და კედლები და მერე ნელ ნელაო – რა ტყუილი ყოფილა ღმერთო ჩემო

ამ ყველაფერს დენის და ინტერნეტის სადენები ხომ უნდა

მერე შტეფსელები უნდა,ჩამრთველები, ტელეფონის ხაზები და რავი კიდე რამდენი რამ …

და აი ჯანდაბას ეს ყველაფერი გააკეთე, აღარც ფული გაქვს …

მიდიხარ და ნახულობ, უჟას

ეს ყველაფერი მე სხვანაირად წარმომედგინაააააააააა :( , იწყება პანიკები, ამ კედლებში როგორ ვიცხოვროოოოო,

შტეფსელები და ჩამრთველები ბანძი როგორ დავაყენო? ელიავაზე როგორ ვიყიდო როცა ახალ ნათებაში ვმუშაობ და ახალი თაობის ჩამრთველები გვაქვს

არა გადაწყდა New Light–ები უნდა დავაყენო :)

ვიყიდე, ძვირია მაგრამ ექსკლუზიური, ლამაზი, თან ახალი თაობის “Only One Touch” – ფერების არჩევანიც გაქვს, თუ გინდა ყველა ღილაკი სხვადასხვა ფერის აარჩიე…

ეხლა მეორე პრობლემა, ეს ჭერი შესაღებია, ეს კედლები შეუხედავი

კვირას უნდა წავიდეთ შპალერი ვიყიდოთ, რაღაც ძერსკი შპალერები ჩითავს ამ ბოლო დროს – კიდე რამდენი 100 ლარი უნდა ვისესხო ღმერთმა უწყის :(

მერე განათებები, ახალი ნათების პიარ მენეჯერს მინიმუმ ძაან ბრენდები თუ არა გემოვნებიანი სანათები მაინც უნდა ქონდეს … აი მანდაც რამდენი 100 ლარი მინდაააააააა

ნუ კაი ავეჯს მერე ვიყიდით ვალებს რომ გავისტუმრებთ  . . .

არადა პარალელურად ცხოვრებაც ხომ გინდა? ბენზინი, გართობა, ჩაცმა …

რამდენი ფული მინდაააააა, რამდენიიიიიიიი ? ? ?

ბევრი – წავედი ბევრი ვიმუშავო

This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to რა ყოფილა ეს რემონტი

  1. Kinect Hacks says:

    ქალთა დღეს გილოცავ! მომენატრე… :)

  2. მე ასეთ დროს ჩაცმას და შოპინგს ვზღუდავ. შოპაჰოლიკი ვარ და ბლა ბლა ეგეთი რაღაცების არ მჯერა, reasonable ადამიანი გაჭირვების დროს არ შოპინგობს. არადა, ისტერიკა მაქვს უკვე ბმკასდლმბჯდკფბნზდ :(

  3. ვაიმე ვიზიარებ :)

    65 კვ.მ ბინა მაქ გასარემონტებელი წლის ბოლოს და ვფიქრობ რამდენი დამჭირდება:

    - გართულება მაქ აბაზანაზე, ნუ ვანა უნდა მქონდეს კარგი და მერე სხვა ყველაფერი. შესაბამისად აბაზანა რაც მომწონს 4000 ლარი უნდა ამას მიამატე 500 ლარი რაკოვინა და 800 ლარამდე უნიტაზი. აღარმაქ საუბარი კაფელზე მეტლახზე, ხელობაზე, განათებაზე და აქსესუარებზე. ასე მგონია 8000 ლარი უნდა მინიმუმ აბაზანას.

    კარები ერთი ცალი ნორმალური 1000 ლარამდე ღირს. 4000 კარებებში :)

    სამზარეულო თავისი ტექნიკითურთ ალბათ 4000 ლარი.

    და სხვა სივრცის რემონტი, პარკეტი, შპალერი ჭერი. 25000 ლარი ალბათ არ მეყოფა და ამას კიდე ავეჯი დაამატე და რამდენი წვრილმანი კიდე.

    ასე რომ 30000$ ისე მინდა წლის ბოლოს დანაზოგის სახით როგორც არაფერი :)

    ხო და რაც მთავარია განათება მე რაც მინდა სადღაც 1500 ლარი ღირდა. აი შენთან იყიდებოდა ჭერზე რომ მაგრდება და მოძრაობს, ბრენდი არ მახსოვს მაგრამ უეჭველი მოგაკითხავ და კატალოგით გამოვიწერ, თუ რასაკვირველია ამ ყველაფრის დაწყევა გავბედე.

  4. დღეს ნჯნ იდგა იქ? :დ თუ მომეჩვენა? : D

    ისე, თუ “ახლობელს” არ აკეთებინებ ან კაკ მინიმუმ, გულიან “პრარაბს” თუ რაც ქვია, მაგრად ყვლიფავენ სახლის პატრონებს : ((

  5. beauty blog says:

    სამაგიეროდ შედეგი ისეთი სასიამოვნოა,ღირს წვალებად :) 8 მარტს გილოცავ! :)

  6. ეკა says:

    რემონტმა იცის ეგეთები თათ…
    გამაგიჟებ შენ მე :D 1ოთახი მარტო ტანსაცმელებისთვის გინდა შენ :D

  7. AMagazine says:

    არ თქვა, ფული გვჭირდება ბევრი:))))))))) ისე არაუშავს თუ ახალი ნათების ნივთებს არ იყიდი:))) მერე რა რომ მენეჯერი ხარ. ისე თანამშრომლები შეღავათებით არ სარგებლობენ? შენი პოსტი წააკითხე უფროს:))))ჰა ჰა

  8. Taa says:

    sun_waiting – Veko

    დღეს ნჯნ იდგა იქ?

    რა ნჯნ? ვერ მივხვდი :)

    ეკა

    გეთანხმები :) ერთი ცალკე ოთახი

    AMagazine
    დავიწყოთ იმით რომ სხვა ადგილი არ მეგულება თბილისში სადაც კარგ განათებებს ვიყიდი ახალი ნათების გარდა
    მერე ის რომ თანამშრომლები რა თქმა უნდა სარგებლობენ ყველანაირი პრივილეგიებით !!!

    ჰა ჰა ?????????

  9. ლელა says:

    არასოდეს გავბედავ ცალ–ცალკე რემონტის გაკეთებას. თუ აკეთებ ყველაფერი უნდა შეცვალო, ერთი ოხერია მაინც, ოდნავ ძვირი ჯდება და ასჯერ უკეთესი გამოდის. ასე რომ ველოდები იმ დროს როცა შავი კარკასის სარემონტო ფულს მოვაგროვებ. ისე რომ 10-15 წელი ხელი არ მოვკიდო… 300$ ჯდება ნორმალური რემონტი. უფრო სწორად კარგი რემონტი შედარებით იაფფასიანი მასალებით. იმედი მაქვს 2-3 წელიწადში მაინც შევძლებ კრედიტის აღებას მაინც. ყველაზე კარგი ვარიანტია. ერთბაშად. მალეც მთავრდება, ნერვებიც არ გაწყდება და უკეთესი შედეგი გრჩება.

  10. Lord Vader says:

    გავიარე ეგ ეტაპი და კოშმარად მახსოვს.
    სამაგიეროდ რომ მორჩები კაია მერე…
    მერე რაღაც ხარვეზებს შემჩნევ და ნერვები გეშლება,. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ვერავინ ამჩნევს. :) უფფ….

  11. თაკო გვაზავა says:

    ვაიმე ჩემი საყვარელი თემა. მე კარგად მახსენდება ჩემი ბინის რემონტი, ამას 2 უმთავრესი მიზეზი აქვს: 1. ვგიჟდები ყველანაირ შოპინგზე; 2. ხარჯების 95% ჩემი სუპერ-მამამთილი ისტუმრებდა. მახსოვს, ჩვენს ბინას რომ ვარემონტებდით და ვაწყობდით, და ეს არც თუ ისე შორეული წარსულია, 8 თვის ორსულიც კი ხალისით დავდიოდი საყიდლებზე, ქანცი გავაძრე ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ, მოვიარე საყვარელი ელიავას ბაზრობა,და სრულიად თბილისის მაღაზიები. საბოლოო ჯამში ხარვეზები მეც მაქვს და ნერვები მეშლება, მაგრამ არაუშავს, მეორე რემონტის დრო ახლოვდება, ურრააააა ;)

  12. taknatuna says:

    აუ რემონტი, ერთი მხრივ საშინელებაა მაგრამ რემონტის შედეგებია სასიამოვნო

  13. taknatuna says:

    შენს მაღაზიაში ვაპირებ ჩემი ოთახისთვის რაიმე ლამაზი სანათების ყიდვას, ასე რომ უახლოეს მომავალში გესტუმრები თატ

  14. ეკა says:

    თყ იცით ვინმემ რა ღირს სიმბოლ-ის შტეფცელები?

  15. Taa says:

    ეკა

    რა არის სიმბოლის შტეფსელები? პირველად მესმის :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>