დიდი გასეირნება ჰეარჰაუსში

ყველაზე მაგარი შეთავსება დედამიწაზე სასიამოვნოს და სასარგებლოს შეთავსებაა, დამეთანხმებით ყველა :)

დღეს მქონდა ზუსტად ეგეთი დღე . . .

დავიწყებ იქედან რომ იტალიისთვის მოსამზადებლად ეს ერთი სრული დღე დამრჩა, კვირა ამიტომ 1 კვირით ადრე ჩავეწერე ჰეარჰაუსში ყველაფერზე :D პედიკური, მანიკური, თმის შეჭრა, ეპილაცია, სახის გაწმენდა, სახის მასაჟი, წარბების კორექცია . . .

და გუშინ გავიგე ძალიან მაგარი ამბავი . . .

ცოტა შორიდან რომ დავიწყო ერთ პატარა ინტრიგას ჩავაგდებ, ფეისბუქზე არსებობს პაწაწკუნტელა – მაგრამ უზომოდ გოგოშკური ჯგუფი, სადაც მხოლოდ სპეციალური მოწვევით თუ მოხვდები ადამიანი, რა თქმა უნდა ისიც მხოლოდ მდედრობითი სქესის.  ამ ჯგუფში ამბებს გაიგეეეეეეეეეეებთ, ყველაზე და ყველაფერზე, გოგოებზე, ბიჭუნებზე, საჭმელებზე, სარეცხებზე, სალონებზე, შოპინგებზე, სექსზე და უსექსობაზე, ჭორებს და სიმართლეს :)

ხოდა ამ ჯგუფის გარკვეულ წარმომადგენლებს გვქონდა იდეაში ერთად წასვლა სალონში, სამწუხაროდ იკვეთებოდა რომ შაბათს უფრო მეტს ეცალა და გუშინწინ აპირებდნენ, მაგრამ მერე შეიცლვალა გეგმები და დიდი გასეირნება სალონში-ს მონაწილეებმა კვირას დაგეგმეს მოსვლა.

მე 1 საათზე უკვე იქ ვიყავი ჩემს ორ დაქალოჩკასტან  ერთად, რომლებსაც ასევე ჩემნაირად შეუყვარდათ ჰეარჰაუსი და სხვაგან ფეხს აღარ დგამენ :)

თავიდანვე გაფრთხილებული მყავდა ქეთი და ყველა რომ დიდი დრო დამჭირდებოდა და ამ პერიოდებში არავინ ჩაეწერათ და მართლაც, ერთი წუთის ლოდინიც არ დამჭირვებია, სულ მალე დავიწყე ჩემი უსაყვარლესი პროცედურები.  პრინციპში ამ პროცედურების შედეგები უფრო უსაყვარლესია სიმართლე რომ ვთქვათ.

ყველაზე მაგარი პედიკურის მერე იყო, გამაშებამოცმული – ფეხები რომ არ გამყონვოდა ჩუსტიკებში დავტასაობდი სალონში :D

რაც შეეხება ფეისბუქელ დიდი გასეირნების მონაწილე გოგონებს, როგორც მივხვდი მხოლოდ ერთი მოსულა და ისიც ისეთი რომ მე არ ვიცნობდი :)

არადა წინა დღით ჩაეწერნენ 3 საათიდან, თან ბევრნი მოვდივართო და მათი ხათრით ყველას უარი უთხრეს სალონში ჩაწერაზე. და დაახლოებით 8 გოგოდან მხოლოდ მე და ის ერთი ვიყავით. ასეთ რამეს მარტო საქართველოში თუ შეხვდები :(

პედიკურის კეთების პროცესი არის ჩემთვის ერთ ერთი უსაყვარლესი,

პედიკურის მერე მანიკურზე გადავსკუპდი, გემრიელი ყავაც მომიდუღა ქეთომ, ჩემი დაქალოჩკებიც მორჩნენ თმის დავარცხნას და წავიდნენ. მე ჯერ კიდევ დიდი გეგმები მქონდა ამიტომ არასად არ მივდიოდი. ჩემი ფრჩხილები ასე გამოიყურება

აქედან დაიწყო ყველაზე სასიამოვნო პროცესი, კოსმეტოლოგის კაბინეტი

ჯერ მომამზადა ხათომ მასაჟისთვის

მერე დემაკიაჟი გამიკეთა და დავიწყეთ ჩემი უსაყვარლესი სახის და დეკოლტეს მასაჟი, თან ამას ერთვოდა ისიც რომ დამაწვინა მასაჟორ ლეიბზე და ჩამირთო, თან თბილად დამაფარა და ისეთ განცხრომაში აღმოვჩნდი რომ მეტყველების უნარი დავკარგე :D :D :D

მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი, მე და ქეთიმ მოვიფიქრეთ გრანდიოზული იდეა, ნამდვილი გოგოშკური გასეირნება სალონში, სავარაუდოდ მაისში, როცა დათბება.

თავისი ჩუსტიკებით ტანტალით, თმაზე პირსახოც მოხვეულები, მხოლოდ მოწვეული გოგონები და ვარდისფერი შამპანიური. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი ამ საღამოზე დასწრების, მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია taa@taa.ge -ზე :)

 

This entry was posted in პირადი, სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to დიდი გასეირნება ჰეარჰაუსში

  1. ნინო says:

    რა საყვარელი ხარ,გაშლილი თმა უფრო გიხდება:*:)

  2. კატია says:

    თაა, გეთანხმებიიი,ძალიან სასიამოვნო პროცედურაა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და განსაკუთრებით კი მათი შედეგი :) მმმმმ :)
    მე აუცილებლად მოგწერ მაილს,იმიტო რო შენი PR ამ სალონზე აშკარად კარგად მუშაობს, თან მე შევედი ამათ საიტზე და ფასები საკმაოდ კარგი და მისაღები აქვთ მომხმარებლისთვის, მე ნატალიში დავდივარ ყველა ამ პროცედურაზე და ცოტა არ იყოს ძვირია …:( ამიტო გადავწყვიტე შემოგიერთდე :) საკონტაქტო ინფორმაციასაც მაილზე მოგწერ :)
    და one more question ;) )შენ ახსენე” პაწაწკუნტელა – მაგრამ უზომოდ გოგოშკური ჯგუფი”fb-ზე :) ) მეც რო მითხრა შეიძლებაა :) ) რაგაც დამაინტრიგეე :) )))

  3. khatiaa says:

    თათა მე აწეულ თმებში ბევრად უფრო მომწონხარ :) )
    დღეს მივდივარ ჰეარჰაუსში, ფრჩხილებს ვიკეთებ და თმის ბოლოებს ვიჭრი.
    ხო კიდევ, მინდა მინდა მინდა ჰეარჰაუსის საღამოზე :) )

  4. Taa says:

    Xatia & Katia – welcome on the board :)

    კაწ, ჯგუფის წევრებმა უნდა გამოგიგზავნონ მოწვევა, ისე ვერ მოხვდები :)

  5. თიკო says:

    თაა მშვენიერზე მშვენიერი ხარ. ჰეარჰაუსის გარეშეც ..

  6. ჰაჰა, თაა, ბეისბუქის გოგოშკურში ვნახე ახლა ამ პოსტის ლინკი და მერე გიცანი სურათებიდან. მე ვიყავი ის ერთი ძალიან გაცივევული და არეული ;) ) მომავალში გიცნობ ;) )

  7. კატია says:

    ოკ :)

  8. მეც ძალიაან მომინდა ჰეირჰაუსის საღამოზე დასწრება, და თუ პრივატ ჯგუფიდან ვერ ჰეარჰაუსიდან მაინც იქნებ მოვხვდე:)) : (

  9. nino says:

    თაა საშინელი კომპლექსი მაქვს სიმაღლის :( (((((((((((((((((

  10. Taa says:

    ეფემია

    იმეილზე მომწერე შენი მონაცემები

    nino

    ანუ? დაბალი ხარ და მაღალი გინდა იყო თუ პირიქით?

  11. მარი says:

    თაა უსაყვარლესი ხააააააარ:*

  12. ლიზა says:

    თაა კარგად გამოიყურები, რაღაც მეჩვენება თუ ტუჩები დაიბერე ? :D უფრო წვრილი ტუჩები გქონდა მახსოვს…პს:სარკაზმით არ დამიწერია..უბრალოდ მაინტერესებს :*

  13. თაა, ნუ, ჯერ უპირველესად გეტყვი, რომ შენმა პედიკურმა დაგლიჯა :დ

    ჰო, კიდე, მე არ ვიყავი ჩაწერილი “გასეირნებაზე” :( ანუ უარი ვთქვი კიკიტომ რომ საბოლოო გამოკითხვა დაიწყო მაშინ. ტაკ შტო, მე არ გადამიგდიხართ :დ

    და ამ შუაღამისას ისე მამოტივირა ამ სურათემა, მე თვითონ დავიწყებ მანიკურ–პედიკურის კეთებას :დ ვნახოთ, რა გამომივა :დ

  14. MrsMarch says:

    ვეკო ეხლავე შეჩერდი! დავიცადოთ დიდ გასეირნებამდე. თაა მეც არ ვიყავი ჩაწერილი დიდი გასეირნების რიგებში, ამჯერად მომეწონა ტანტალის იდეა და მე უკვე გამოგიგზავნე ჩემი მონაცემებიიი (:

  15. Taa says:

    MrsMarch

    მივიღე :)
    დაახლოებით მაისის შუისკენ იქნება ეგ ამბები, ყველას მეილზე მოგივათ დეტალები :)

  16. samome says:

    თააა ბიო ეპილაცია ეფექტურია? მახსოვს შენ გამოცადე გასულ ზაფხულს თურქეთისთვის..და შედეგი როგორი იყო აღარ დაგიწერია..ფასებმა ისე მომხიბლა რომ დავფიქრდი მაგ სალონზე:)

  17. Taa says:

    samome

    ვაქსინგი ანუ, მე 20 დღე დაახლოებით მიძლებს :)

  18. ძირფესვიანი გასეირნება მინდა მერე ერთხელ სალონში..
    ოღონდ დრო არ მაქვს არასოდეს. :(

    :მეხუთიათასეკომენტატორობამინდა:

    <3

  19. Taa says:

    ვასასი

    კარგია, მომწონს შენი მოტივაცია :)

  20. მე კიდევ მომწონს შენი ჰეარჰაუსის პრ კამპანია :) 90%-მა მგონი შენგან გაიგო ამ სალონის არსებობა.

  21. ნატუკა says:

    ეს სალონი სად მდებარეობს? კარგ კოსმეტოლოგს ვეძებ :( (((

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>