მილანური ამბები: მეორე დღე ევროლუჩეზე

დილით 7 საათზე გავიღვიძეთ, რესეფშენის ბიჭს, რომელსაც ჩემმა უფროსმა “კვატი” შეარქვა ვთხოვე დილით გავეღვიძებინეთ, ძლივს ავწიე თავი როცა ეგ რეკავდა “wake up call madam, wake up call madam” ჩამესმოდა ყურში ნახევრად მძინარეს. ძლივს ავლაგდი, მოვწესრიგდი, თაკო არარ გავაღვიზე – წინა დღეს ძალიან დაიღალა და დავრჩები სასტუმროში დავისვენებო.

ავედი სასაუზმოდ რესტორანში, უუუუუგემრიელესი საუზმე მქონდა ყოველ დილით: 1 ცალი შოკოლადიანი კრუასანი, 1 ცალი ჯემიანი კრუასანი, გრეიფრუტის ფრეში, ანანასის–მარწყვის და კივის ასორტი – რამდენიც მინდოდა – ცოცხლად რა თქმა უნდა და ბოლოს ვერანდაზე ვაგვირგვინებდი ამ ყველაფერს კაპუჩინო და სიგარეტით :დ საჭმელი იყო ზალიან ბევრი მაგრამ მე საუზმეზე კრუასანების და ხილის გარდა არაფერი მიჭამია, სურვილიც კი არ მქონია

ჩვენი ვერანდა, უსაყვარლესი ადგილი იყო, მივიტანდი ხოლმე ამ სავარძლებს მოაჯირთან, საფერფლეს მოვიდგამდი სავარძელზევე, ფეხებს შემოვაწყობდი მოაჯირზე და მზეში ვბანაობდი ხოლმე დილაობით. ძალიან მომწონდა ეს პროცესი. ეს სურათი საღამოსაა გადაღებული, დილით იყო ხოლმე ულამაზესი, მზის სხივები სუ აბრდღვიალებდა ხოლმე იქაურობას

საუზმის მერე უცებ ავეწყობოდით ხოლმე და სასტუმროს მომსახურე ავტობუსს მივყავდით გამოფენაზე.

რადგან ცოტა გამოძინებული და ასე თუ ისე მოწესრიგებული ვიყავი, მეორე დღეს სურათებსაც ვიღებდი უამრავს :დ

მეორე დღესაც უამრავზე უამრავი ვიარეთ, ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დავიხუნძლე, განსაკუთრებით მარტინის და სვაროვსკის სტენდებზე, მარტინის სტენდზე შეხვედრა გვქონდა მაგათ სეილს მენეჯერთან

მერე სვაროსვკის სტენდზე გადავედი და წამოსვლაც არ მინდოდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა, სკამები, დივნები, სავარძლები, ჭაღები, ბრები, ტორშერები … საოცრად ლამაზი სტენდი ქონდათ  წარმოდგენილი, განსაკუთრებით სკამებზე გადავირიე, სამწუხაროდ სურათები არ მქონია გადაღებული იმ სკამებისათვის. ეს არის სვაროვსკის ჭაღები

კიდევ ბევრი საინტერესო ნამუშევარი ვნახე ამ დღეს, ეხლა სურათებს დავდებ და მერე გავაგრძელებ მოყოლას:

მოლტოლუჩეს სტენდი

ძალიან მაგარი ინტერიერის ნივთი, იაპონელი დიზაინერის მიერ შექმნილი

2 საათზე გვქონდა არტემიდეს რიკარდოსთან შეხვედრა, თან ბიზნეს შეხვედრა იყო თან ლანჩზე დაგვპატიჯა, იმდენი ვჭამეთ იმდენი რო ვერარ დავდიოდი, რაღაც იტალიური აჯაფსანდალი გაჩითეს, იტალიური ობიანი ყველი და პურის ჩხირები, გადავჭამეთ ისე მოგვეწონა 🙂

ეს არტემიდეს სტენდთან

მთელი დღის მანძილზე იმდენი ვიარეთ რომ ყველა სტენდი ვნახეთ სადაც გამოფენილი იყო განათებები, ზოგადად განათებას ამ გამოფენაზე 4 უზარმაზარი პავილიონი ეჭირა. ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა საღამოს გამოფენის დაკეტვამდე და წავედით ისევ ავეჯისა და აქსესუარების დასათვალიერებლად, გიზიარებთ მათაც

პირველ სურათებზე მოცემულია ერთ ერთი ფრანგული ავეჯის ფირმის დეკორაციები, სულ ყვითელი ჩანთები ჰქონდათ გამოყენებული დეკორაციებად და ძალიან ეფექტური იყო


  ძალიან მომეწონა ეს გრანდიოზული ბურთები – ინტერიერში იყო როგორც ფარდა, შირმა, ოთახის გმყოფი, ისე გამოყენებული, თან ზალიან ბევრი იყო და ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა

სკამები, სკამები იმდენი ვნახე ამ გამოფენაზე ცხოვრებაში რომ არ მინახავს, ნებისმიერი ფორმის, ზომის, ფერის და მასალის სკამს ნახავდით

კედლის საათები

ჩემი ფავორიტი ჟურნალების მაგიდა და ბარის სკამები

ძალიან მაგარი ქოთნები და ლარნაკები იყო მცენარეებისათვის, ვისაც უყვარს მცენარეები სახლში


   აი ჩემი ფავორიტი, აუზთან სადმე უნდა მედოს ეს “ნავაროჩენი” შეზლონგი, ვოგის და ინსტაილის ბოლო ნომრები, კოპლებიანი კუპალნიკი,  შლაპა, დიდი მზის სათვალე და რამე გემრიელი კოქტეილი

ძალიან საინტერესო შარვალი

ჩემი ფავორიტი ტორშერები, აუ ჩემს კანდელაკის სახლს რა მაგრად მოუხდება არ იცით 🙁

მცენარის განათება

ავტო და სხვა მცირე კოლექციების კარადები პატარა განათებებით


ეხლა აქ ვწყვეტ წერას რადგან საღამოს ისტორიები სხვა პოსტში უნდა მოვყვე :დ :დ :დ

Comments

comments

4 thoughts on “მილანური ამბები: მეორე დღე ევროლუჩეზე

  1. antimelancholy says:

    როგორ მიხარია ამხელა პოზიტივით რომ დაიმუხტე & ასეთი კარგი შთაბეჭდილებებით მშვიდობიანად რომ დაბრუნდი))))

    დიდხანს გაგყვება, მაგრამ გისურვებ ახალ-ახალი დაამატო ხოლმე.. მაგალითად ტოკიოს დაეცე : დ

  2. sun_waiting - Veko says:

    იმ შეზლოგნზე მეც გავაფანატე :(( ფერი რა კარგადაა შერჩეული, მინდა 🙁

    მაგის აწყობა-გაკეთება აქაც შეიძლება, მერე რა თუ ბრენდი არ იქნება :დ

  3. Curly Eko says:

    გაშლილი თმა მართლა უფრო გიხდება <3
    აუ ობიანი ყველიიი, ვერ შევჭამ ვერაფრით… შეზლონდი და შენი ასოციაციები მომეწონა განსაკუთრებით 😉

  4. Lord Vader says:

    ტექნოკრატული ავეჯია… ეფექტურია, მაგრამ და ნაკლებად კომფორტული იქნება.
    როგორც წესი ასეა ხოლმე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *