მილანური ამბები: That crazy evening

გაგიკვირდებათ რატომ გამოვყავი ასე ცალკე ერთი კონკრეტული საღამო, მაგრამ ეს იყო იმდენად გიჟური და იმდენად სასაცილო საღამო რომ არ შემეძლო ცალკე პოსტი არ მიმეძღვნა, იმდენი, იმდენი ვიცინეთ ამ საღამოს რო ზუსტად ვიცი ბოლო 5 წელი ამდენი ერთად არ მიცინია.

მოკლედ, გამოფენის მერე სადღაც 7ის ნახევარზე სასტუმროში მივედით, გამოვიცვალეთ, მოვწესრიგდით და გადავწტვიტეთ სადმე რესტორანში გვეჭამა. ჩვენივე რესეპშენში გამოვართვით მისამართი მათი რეკომენდირებული რესტორნის და ვიდრე თაკოს და ზურას (ჩემი უფროსი) ჩამოსვლას ველოდებოდით მე შოთამ და ირაკლიმ ფოტოსესია მოვაწყვეთ.

აი მანდ დაიწყო ხალისი, ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ რადგან ეს ყველაფერი ბლოგზე უნდა დამეწერა ესე იგი სურათები სასტუმროს წინაც უნდა გადამეღო, თან ვხალისობდით ხომ უნდა ნახოს ხალხმა რაღაც ბანძ სასტუმროში რომ არ ცხოვრობდიო, ეს ყველაფერი ისეთი იუმორის ფონზე მიდიოდა რო რა სურათების გადაღება სიცილით ვკვდებოდით სამივე

მერე ირაკლი კაიფობდა – ნუ კაი Holiday Inn ვინც არიცის ვარსკვლავების თვლა ხომ მაინც იცისო და უკან ბუჩქს რომელიც ეფარებოდა ვარსკვლავებს – გვერდზე წევდა და ისე ანიშნებდა შოთას გადაგვიღეო, ამაზე ცალკე დავიხოცეთ სიცილით, უკვე ისე ისტერიულად ვიცინოდით რო რესეპშენიდან ხალხი გამოდიოდა :დ :დ

ბოლოს ზურა და თაკოც გამოვიდნენ და წავედით რესტორნის საძებნელად. რესტორნის ძებნაში გავიხსენე მთელი ჩემი დავიწყებული იტალიური 🙂 შოთა დიდის ამბით აიპადით დადიოდა და სატელიტურ გუგლ ერსში ეძებდა – მაგრამ ამ შემთხვევაში აიპადს ვაჯობე და მე უფრო მალე ვიპოვე.

გზაზე ძალიან საყვარელ პიაცაზე გავიჩითეთ სადაც გარეთაც კაფეშკები იყო და ძალიან ვინანეთ მოგვიანებით მანდ რატომ არ დავჯექითო

ისეთი ყაყანი იდგა ამ პიაცაზე გაგიჟდებოდი, რამდენიმე ბარი იყო სადაც ბაიკერი იტალიელი ბიჭები ბირჟაობდნენ, იქედანაც და თვით პიაცაზე გარე კაფეშკებიდან ისეთი იტალიური ყაყანი მოდიოდა – არსად წასვლის სურვილი არ მქონდა, მაგრამ თან გვაინტერესებდა რესტორანი, რომელიც ძალიან კარგად დაგვიხასიათეს ჩვენს სასტუმროში.

ამ პიაცადან ზევით გავყევით მითიტებული პატარა ქუჩუშკას, უსაყვარლესი ყუჩა იყო სილამაზის სალონებით, თავის მოვლის მაღაზიებით, სადაც მე და თაკომ ყველგან ფეხი შევდგით 😀 მერე გავჩითე TRY ME-ს ატელიე და ერთ კაბაზე გავფანატდი, მაგრამ 199 ევრო – და გამოვედი მოღუშული 🙁

აი ეს ქუჩა

ბოლოს როგორც იქნა მივაგენით რესტორანს, რომელიც ისეთ გადაკარგულში და ჩიხში იყო – თუ არ იცი – რო ვერ მიაგნებ, პლუს ამას მეორე სართულზე უნდა ასულიყავი, რაც უკვე არ მოგვეწონა, რაღაც სიძიშოვკის მომენტი იყო. ავედით და რა რესტორანი, ბებიაჩემს უფრო კარგად ააქვს სოფელში სახლი მოწყობილი ვიდრე ეს რესტორანი იყო, ერთადერთი ის იყო გამორჩეული რომ კედლები და ჭერი იყო და ვინჩის სტილში მოხატული და ამით ბლატაობდნენ. რესტორანი იყო აბსოლუტური ვინტაჟი, ძველებური ხის კომოდები, ავეჯი, სუნდუკები – მოკლედ სოფლის სხვენში რომ უხვად იპოვი ისეთი დეკორაციები იყო. გარდა ამისა მომსახურება ნული, ინგლისურად არ იცოდნენ არც ერთი სუტყვა, ინგლისური მენიუც კი არ ქონდათ.

ბოლოს როგორც იქნა გავჩითეთ რომ თურმე ნახევრად უკრაინელი მიმტანი ყოლიათ – სვეტა – რომელმაც რუსული იცოდა, მაგრამ დავიწყების პროცესში იყო :დ, ჯერ თითქმის ნახევარი საათი ვარჩიეთ რა გვეჭამა იმდენად მწირი მენიუ იყო, მე პირადად ხორცის და თევზის არ სიყვარულის გამო ძალიან დავიჩაგრე.

ბოლო ბოლო ავირჩიეთ ყველამ რაღაცა, მე და თაკომ თან სალათიც შევუკვეთეთ და წავიდა ეს გოგო. მოდის 5 წუთში და გვეუბნება რომ რადგან ყველან სხვადასხვანაირი საჭმელი შევუკვეთეთ ამის გამო ნახევარი საათი დააგვიანდებათ, ვაააააააა – გავგიჟდით – უკვე მაგრად გვშიოდა ყველას. გადავწყვიტეთ ერთნაირები აგვეღო, მე და თაკომ ბოსტნეულის სალათა და შემწვარი კარტოფილი შევუკვეთეთ, ბიჭებმა იხვის “გრუძინკა” შეუკვეთეს რაღაც გარნირებით.

გადის 10 წუთი და მოაქვთ 5 სალათა, გავგიჟდით, უკვე მაგრად არ მოგვეწონა სიტუაცია, უკვე აშკარად მივხვდით რო რაღაც ვერ არიან ესენი და რო აფერისტობას და რაღაცეების შემოტენას აქვს ადგილი, თავი ვერ შევიკავე და მაგრად ვუსაყვედურე სვეტას 5 სალათი ჩვენ არ შეგვიკვეთია, მარტო 2 გვინდოდა მე და თაკოს მეთქი. ნუ კაი აღარ დავიწყეთ სკანდალები, თან ჯანმრთელი საკვებია და არავის არ აწყენდა და დავიწყეთ ჭამა, ამასობაში მოაქვს ამ გოგოს ეს 3 თეფში – საჭმელი ბიჭებისთვის – დავხედეთ და აი მანდ ამბავი ატყდა – სულ სხვა რარაც მოიტანა – თან ის რაღაც იყო არა ძირითადი საჭმელებიდან – არამედ აპერიტივებიდან და შესაბამისად ერთი კოვზის მოსმა.

ამდენს ეხლა ქართველი ვერავის ვერ აპატიებს, სულ რო იტალიელი კი არა ვინც გინდა რომ იყოს და გავბრაზდით, სასწრაფოდ წავაღებინეთ უკან, ვაგრძნობინეთ რომ ძალიან, ძალიან უკმაყოფილო ვართ მათი მომსახურებით, ანგარიში მოვითხოვეთ და გადავწყვიტეთ სხვაგან გვევახშმა. ანგარიში რომ მოიტანეს რატომღაც გულმა მიგრძნო რომ კარგად გადაგვემოწმებინა და yesssss  – 20 ევროს გვახევდნენ ეგ უნამუსოები, COPERTY-ს გადასახადი არისო 4 ევრო კაცზეო, გლეხები – კოპერტის უმეტეს რესტორნებში უკვე არარ იხდი და მითუმეტეს 4 ევრო კაცზე ნამდვილად არ არის. აი მაგაზე უკვე მე და თაკომ გავჭედეთ, დასავლურმა სისხმლმა გაიღვიძა და დავუძახეთ ამ გოგოს, მაგარი მივაკაჩავეთ ყველამ სათითაოდ, მერე იმან ადმინისტრატორი მოიყვანა – აი მანდ მოხდა ყველაზე მაგარი კურიოზევი და “ვაი ვაი” ამბები – მაგრამ ამას საიდუმლოდ შევინახავ – მაპატიეთ. მოკლედ ვერ შევთანხმდით, გვაძალებდნენ კოპერტის გადახდას.

ამიტომ მე და თაკომ ძალიან გავაპროტესტეთ კოპერტის გადახდა და მოვითხოვეთ დაგვეტოვებინა მხოლოდ ის თანხა რაც კოპერტის გამოკლებით იყო, ასეც მოვიქეცით. ავლაგდით და წამოვედით, საბედნიეროდ არავინ არ გამოგვკიდებია მაგრამ უკანა გზაზე იმდენი ვიცინეთ ამ ყველაფერზე, იმდენი ვიცინეთ რო მთელი RHO-ს რაიონი ჩვენ გვიყურებდა, ჯერ ვხალისობდით ეხლა კარაბინერები რო გამოგვეკიდონო, მერე კიდევ უფრო გლობალურად განვავრცეთ ეს თემა და აეროპორტში რომ იყოს გადაცემულიო, ნუ ტექსტები არ მახსოვს ეხლა ასე ზეპირად – მაგრამ იმდენი ვიცინეთ ხუთივემ რო მუცლები გვტკიოდა.

უკანა გზაზე უცებ ძალიან საყვარელი საოჯახო პიცერია შევნიშნეთ ფანტასტიური ფასებით, რატომღაც პიცერიას 69 ერქვა, არ ვიცი იმ ქუჩის 69 ნომერში იყო თუ რამე სხვა მიზეზით, მაგრამ პიცაც კი ქონდათ ამავე დასახელების :დ

შევედით და ვივახშმეთ უუუუუუგემრიელესად და უიაფესად, მე და თაკომ მარგარიტა ვჭამეთ – უდიდესი და უგემრიელესი – რომელიც სულ რარაც 4 ევრო ღირდა, მერე კაპუჩინოები დავლიეთ ისეთი გემრიელი რო მსგავსი არსად არაფერი დამილევია. ამის მერე სულ ამ პიცერიაში ვვახშმობდით. ზურამ შეუკვეთა ზღვის პროდუქტების ძალიან საინტერესო საჭმელი

აქედან რომ გამოვედით კარგად ნავახშმები, უფრო კარგ ხასიათზე დავდექით და უფრო მაგრად გაგვეხსნა იუმორი და ფანტაზია, უფრო მაგრად ვხარხარებდით მთელი გზა. ისეთი აკრეფილი გვქონდა რო არ გვინდოდა ნომრებში დაშლა, ავედით ზევით ვერანდაზე, შევუკვეთეთ ვისაც რა ჩაი გვიყვარდა და კიდე მინიმუმ 1 საათი ვიჯექით და ძალიან საყვარლად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, სამსახურზეც და ყველაფერზე.

და ბოლოს ფოტო განწყობისათვის 🙂

Comments

comments

6 thoughts on “მილანური ამბები: That crazy evening

  1. sun_waiting - Veko says:

    უკვე იმდენი აღფრთოვანება გამოვთქვი შენ ვოიაჟზე, რომ ვმეორდები :დ მაგრამ ისე აღწერდი ყველაფერს, მომენატრა მასეთი განწყობა, მუცლის ტკივილამდე სიცილი :დ თუნდაც აქ და თუნდაც ბებიაჩემის სოფელში :დ

  2. Curly Eko says:

    ყოჩაღ თქვენ, არ უნდა შეარჩინო აფერისტებს არაფერი!! გული დამწყდა იმ კაბის სურათი რო არ იყო, დამაინტერესა როგორი იყო 🙂

  3. ელა says:

    აი ეხლა გეტყობა რომ ცოტა დასვენებულზე ყვები იმიტომ რომ ის პაცი პუცით მოყოლა ჩანდა.ბებიას დიზაინი მომეწონა:D:D:D: შედარება რომ გააკეთე.და კიდე შორტები უძალიანმაგრესად გიხდებაააააააა.

  4. lenka says:

    მაგარი დრო გიტარებიათ :დ :დ :დ

    ვიხალისე კოპერტებზე, მეც მქონდა დაახლოებით მსგავსი შემთხვევა ვენეციაში
    სასტიკი მატყუარები არიან ზოგადად, მაგრამ ქართველებთან მართლაც არ გამოსდით

  5. Nutsa Gogelia says:

    ძალიან ვიხალისე ისტორიით
    2–ჯერ ვარ მილანში ნამყოფი და ორივეჯერ არაჩვეულებრივი მუხტი მომყვებოდა ხოლმე
    საოცარი ქალაქია, ულაღესი ადამიანებით
    და ბიჭები ყაააააააავთ,,, მნიაამ უსაყვარლესები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *