მილანური ამბები: MONZA

კვირა დღე იყო, გამოფენაზე ყველაფერი ვნახეთ რაც შეიძლებოდა რომ გვენახა, ამიტომ გადავწყვიტეთ სიტი ტური გაგვეკეთებინა და გვენახა ყველაფერი რისი ნახვაც ღირს მილანში და საშოპინგოდ მეორე დღეს წავსულიყავით.

სამწუხაროდ თურმე სიტი ტურები – ოფიციალურ ტუროპერატორებთან ასე უცებ ვერ გვარდება, მაქსიმუმ წინა დღეს უნდა შეატყობინო, ამიტომ მოგვიწია ჩვენს თავზე ზრუნვა.

დავიჭირეთ ხელში რუკა და “куда глаза глядят” პრინციპით გავუყევით გზას RHO-ს რკინიგზამდე. RHO- ანუ ჩვენებურად რო – არის მილანის ძალიან დიდი უბანი, სადაც მდებარეობს ის საგამოფენო კომპლექსი რისი გულისთვისაც ჩვენ ვიყავით ჩასულები მილანში. ამიტომ საცხოვრებელიც ამ უბანშივე ავირჩიეთ 100 ევროები რომ არ გვეხადა ყოველდღე ტაქსებში.

სხვა საშუალებები გადაადგილების იყო შიდა -საქალაქო მატარებლები – რომლებიც ძალიან მოსახერხებელი იყო და წუთის სიზუსტით მოდიოდა და მეტრო. სერიოზული გადაუწყვეტლობის სინდრომის გამო ვიფიქრეთ – დუომოზე გავიდეთ და მთელი დღე იქ ვიბოდიალოთ, ყველაფერსაც ვნახავთ და თან ვიშოპინგებთო, ხოლო მეორე დღეს რადგან მხოლოდ საღამომდე გვქონდა დრო – 5 საათზე უკვე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავით. ხოდა შევედით რკინიგზის სადგურში, ავიღეთ ბილეთი ჯერ სადგურ “რეპუბლიკამდე” საიდანაც მეტროთი დუომომდე მივიდოდით. ვდგევართ ბაქანზე, მატარებელი 8 წუთში მოვა და უცებ ირაკლიამ წამო მონცაში წავიდეთო.

ცნობისათვის – MONZA – არის უდიდესი ტრეკი მილანის ოდნავ ჩრდილოეთით, სადაც ტარდება არაერთი სერიოზული რბოლა დედამიწის ზურგზე, მათ შორის ფორმულა 3 – რისი ნახვის ბედნიერებაც ჩვენ გვქონდა და ასევე ბოლიდების რბოლაც, რაც ასევე ვიხილეთ 🙂

ტრეკი არის ნაწილი მონცას უდიდესი პარკისა, რაც თავისთავად საოცრებაა, რადგან ეს დასასვენებელი პარკი რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გადაჭიმული, იტალიელები შაბათ – კვირას დილიდანვე ბარგი-ბარხანიანიად იკრიბებიან, იქვე პარკინგდებიან და მთელი დღე ულამაზეს ბუნებაში ისვენებენ. იქვე არის ფასთ ფუდები, რესტორნები, საბავშვო მოედნები და ატრაქციონები და ყველა – ყველა ველოსიპედით მოძრაობს ამ ტერიტორიაზე

მონცასკენ ერთი გაჩერება გვინდოდა მატარებლით, მერე ავტობუსის ბილეთები ავიღეთ და ავტობუსით იყო 7-8 გაჩერება. ულამაზესი გარეუბანია, სულ სულ ბუნება, ძალიან მაგარი არქიტექტურა, ძალიან ლამაზი მაღაზიები და ისევ სულ ველოსიპედისტები. რადგან კვირა იყო – ისეთი ცოტა ხალხი იყო გარეთ გაგიკვირდებოდათ, მაგრამ მონცას პარკის პარკინგი იყო გადატენილი სანაცვლოდ. და მერე ტრეკისკენ ჩასახვევთან შეგვხვდა უამრავი ხალხი, იქვე ეკლესია ყოფილა და ბზობა დღე იყო და ბზებით მოდიოდა ხალხი 🙂

გზა მონცასკენ იხილეთ ვიდეოში, ძალიან საყვარელ ქუჩებში ვიარეთ და თავად მონცას პარკზე კი ყურებამდე ვარ შეყვარებული

ერთ პოსტად მინდოდა ყველაფრის დაწერა მაგრამ იმდენი საქმე მაქვს რომ ვერ ვახერხებ

ამიტომ ამას,  რაც მქონდა დაწერილი ვაქვეყნებ რომ არ მოიწყინოთ და როგორც კი მოვიცლი სამსახურის ამბებიდან გაგრძელებასაც შემოგთავაზებთ.

Comments

comments

One thought on “მილანური ამბები: MONZA

  1. აგათა says:

    თა ძალიან მსუბუქად იკითხება 🙂
    მომეწონა მილანური ამბები <3
    ყველა ფოტოში არაჩვეულებრივად გამოიყურები, განსაკუთრებით ოქროსფერი ჩანთა მომეწონა <3 <3
    ველოდები კიდევ 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *