მილანური ამბები: MONZA 2

ტრეკის შესასვლელთან ჯიხურშივე იყიდებოდა ბილეთები, ერთი ადამიანის შესვლა 14 ევრო ღირდა და აქ კიდე რუსთავში შესვლაზე 1 ლარზე წუწუნებდნენ როგორც მახსოვს.

შესვლისთანავე დაგვირიგეს დღის გეგმა და ასევე წლის კალენდარი, თუ რა ხდება წლის მანძილზე მონცაზე ყველაფერი ეწერა

ეს კონკრეტული დღე როდესაც ჩვენ ვიყავით ფორმულა 3 -ს და ბოლიდების რალის ეძღვნებოდა ლამბორგინის დაფინანსებით. ავედით ტრიბუნებზე მაშინ როდესაც ხურდებოდნენ ბოლიდები

რამდენიმე წრეს ვუყურეთ სიამოვნებით და მერე გადავწყვიტეთ ტრეკის უკანა ეზოში გავსულიყავით, სადაც მზეზე თბებოდნენ და თავს იწონებდნენ სუპერ დუპერ მანქანები, 1 საათში ფორმულა სამი იწყებოდა და ესენი ემზადებოდნენ.

იქვე იყო პატარ პატარა საავტომობილო ბრენდ მაღაზიები სადაც დიმას ჰონდას მაღაზიაში ძაან საკაიფო ჰონდას მაიკა ვუყიდე და ფერარის მაღაზიაში ბრელოკი, დეზედორანტი და ფანქარი ძაან ძერსკი 🙂

მერე ავდექი და ქართული სინაგლე გამოვიჩინე და ლამბოში ჩავხტი :D, მაშინ როდესაც ირგვლივ ხალხი ახლოს მისვლასაც ვერ ბედავდა :დ

უკანა ეზო იყო ყველაზე მაგარი სანახაობა რაც მე მანდ ვნახე, ალბათ 50 მდე ყველაზე ძერრსკი მანქანა იდგა რაც დედამიწაზე არსებობს 🙂

იქვე იყო პატარა კარვები სადაც ამ მანქანებს ანასტროიკებდნენ

აქ უამრავი ხალხი ირეოდა, უცხოელებიც და იტალიელებიც, იტალიელები ძირითადად შვილებთან და ოჯახებთან ერთად დადიოდნენ, ძერსკ ველოსიპედიანი პატარა შვილებით, ლამაზ კიკინებიანი გოგოშკებით, მთელი არსებით შემშურდა მონცელი რომ არ ვიყავი, მე და ვიკიკო და დიმა რა მაგრად გავერთობოდით ყოველ კვირას 🙂

ცოტა ხანში უკვე სასიგნალო ხმები გაისმა რომ მანქანები ტრეკზე უნდა გაეყვანათ და ჩვენს გადავინაცვლეთ ისევ ტრიბუნებზე ფორმულა 3-ის საყურებლად. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იყო. 🙂

****************

მეორე დღეს შუადღეზე უკვე მილანის ცენტრში მდებარე ფერარის მაღაზიაში შევედი, აი ეგ ოყო საოცრება თუ იყო

ყველაფრის გამოზიდვა მინდოდა რაც დავინახე, განსაკუთრებით ბავშვის ტანსაცმელზე გადავირიე

გადაღების ხარისხი არ შეიმჩნიოთ, ვითომ არ ვიღებ – პონტში მეჭირა კამერა 🙂

მილანის ფერარის მაღაზიაშიც წავიშოპინგე ცოტა 🙂 და მერე უზარმაზარ ზანგ დაცვის ბიჭს ვთხოვე სურათის გადაღება ჩემი ფერარის ჩანთით 😀 მაგრამ მაინც არ ჩანს :დ

Comments

comments

3 thoughts on “მილანური ამბები: MONZA 2

  1. taknatuna says:

    აუ მაგარია, მანდ ყველაფერი მოწესრიგებულია და ორგანიზებული, აქ კიდევ თავი-ბოლო ვერ გაუგიათ ხოლმე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *