Shopping in Milan

ზუსტად ვიცი ჩემი მკითხველები ყველაზე მეტად ამ პოსტს ელოდნენ 🙂 და ბოლოსთვის მოვიტოვე როგორც დესერტი.

იმის გამო რომ ეს იყო სამუშაო და ბიზნეს ვიზიტი, საშოპინგო დრო არც იმდენი გვქონდა, ამიტომ საშოპინგოდ გამოვიყენეთ 2 საათი მონცაზე ვიზიტის შემდეგ მაღაზიების დაკეტვამდე

და 3 საათი მეორე დღეს 1დან 3 საათამდე.

ჯერ პირველ დღეს აღვწერ, საღამოს დაღლილები MONZA-დან ეგრევე DUOMO-ზე ამოვყავით თავი, დავათვალიერეთ ყველაფერი თავისი დიდებულებით, გადავიღეთ სურათები და ჯგუფებად დავიყავით. სულ გვქონდა 2 საათი.

Duomo მეორე დილით გადაღებული

ვიდრე მაღაზიებს მივაშურებდით ჩვენს უფროსთან გავიარეთ კონსულტაციები საით შევსულყავით, გალერეა – რომელიც ცენტრალური საშოპინგო ნაწილია მილანის –  2 ნაწილად იყოფა, ძველ ნაწილში არის ყველაზე ძვირიანი ბრენდების ყველაზე ძვირიანი მაღაზიები, სადაც არ გვირჩია შესვლა ხოლო აღალ ნაწილში უნვერმაღში, რომელიც რამდენიმე სართულიანია და რომელსაც La Rinascente ქვია, შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდებიაო. ბიჭები წავიდნენ ფერარის მაღაზიაში, მე და თაკო კი ეგრევე შევქანდით რინაშენტეში.

პირველი სართული სამოთხეა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველა კოსმეტიკური და პარფიუმერული ბრენდი ერთად თავმოყრილი, ყველაზე სიმპატიური კონსულტანტები, ყველა ბრენდის წარმომადგენელი თავის სტენდთან გიწვევს სუნამოების გასასინჯად, ისეთი სურნელი დგას სიამოვნებისგან თავბრუ გეხვევა. ასევე ყველა ბრენდი გეპატიჟება თავიანთ საგრიმიორო მაგიდასთან მაკიაჟის გასაკეთებლად – ვოცნებობდი დრო მქონოდა და აქ დავმჯდარიყავი, მაგრამ დროში ვიყავი საოცრად შეზღუდული.

პირველი რაც უნდა გამეკეთებინა იყო ტანსაცმლის შეძენა ბავშვებისათვის და შეთვალიერება ჩემთვის რომ მე მეყიდა მეორე დღეს. მეორე სართულზეც სამოთხე დაგვხვდა DOLCE & GABBANA, JIMMY CHOO, STELLA  MCCARTNEY, LOUIS VUITTON, FURLA, MARC JACOBS, და ასე შემდეგ საოცრებები იყო წარმოდგენილი, ბედნიერება მხვდა წილად დოლჩე და გაბანას ულამაზესი ფლეტები მომერგო ფეხზე, მაგრამ ფასს რომ დავხედე ცივადვე დავაბრუნე უკან.

მოვინდომე თქვენთვისაც მეჩვენებინა ეს ყველა საოცრება და ჩემი პატარა ვიდეო კამერა ამოვიღე და ამაყად ვიღებდი მაიკლ კორსის და Fურლას ჩანთებს, როდესაც მრისხანე დაცვა დამატყდა თავს, ნო ფოტო-ს ყვირილით 🙁 მხოლოდ ესრა მოვასწარი.

მოვიარეთ 5ივე სართული და ჩვენი ჯიბისათვის შესაფერისი ვერც ერთი ბრენდი ვერ ვნახეთ, ცოტა გვაკლდა ისტერიკას როდესაც გაგვახსენდა რომ ზუსტად რინაშენტეს მოპირდაპირე მხარეს ZARA – დავინახეთ დიდი წარწერა.

La Rinascente – სამწუხაროდ ჩვენი ჯიბისთვის მიუღებელი და აუღებელი აღმოჩნდა, თუმცა საოცრებებით და ფუფუნებით სავსე. უკანა გზაზე დავგეგმეთ რომ ოდესმე ისევ ერთად დავბრუნდებით ერთად მხოლოდ აქ საშოპინგოდ და ZARA, H&M-ს და ALCOT-ს სადაც რეალურად ამჯერად ვიყიდეთ რაღაცეები, ახლოსაც არ გავეკარებითო.

მოკლედ ასე გულდაწყვეტილები გამოვედით საოცრებათა ქვეყნიდან და დუომოსკენ გავემართეთ საიდანაც დავინახეთ ზარას მაღაზია. ვიდრე დუომოზე გავიდოდით იქვე ძალიან საყვარელი “ლავაჩკა” შეგვხვდა სადაც ძალიან ლამაზი კაშნეები იყიდებოდა და სადაც 4 ცალი ძალიან საყვარელი კაშნე ვიყიდე.

ერთ ერთი კაშნეთაგანი 🙂 ასევე ზარაში ნაყიდი კოპლებიანი მაიკა ელასტიკებზე ჩასაცმელი, ლურჯი ზარას ჟაკეტი, H&M-ის სათვალე

გამოვედით დუომოზე და თვალების ცეცებით მივაგენით ზარას დიდ წარწერას, სირბილით გადავჭერით გზა და შევქანდით და ჩავყვინთეთ ZARA-ს მაღაზიაში.

თაკოს ბავშვის ტანსაცმელი უკვე ნაყიდი ჰქონდა პრენატალში, ამიტომ ბავშვების განყოფილებაში რომელიც ერთი სართულით დაბლა იყო მე ჩავქანდი მხოლოდ.

100000 ევრო რომ მქონოდა ალბათ გამოვზიდავდი ყველაფერს ისეთი მაგარი საბავშვო ტანსაცმელი იყო, მაგრამ ძალიან შეზღუდული ვიყავი თანხაში 🙁

ვიკიკოს ვუყიდე:  HELLO KITTY for ZARA-უსაყვარლესი მაიკა, ვარდისფერი თეთრი კოპლებით და მხარზე ბაფთით სარაფანჩიკი, მალინისფერი თეთრი კოპლებით ძაან მაგარი ჟაკეტი – ულამაზესი, და ჯინსის ბოიფრენდი შორტები თეთრი დიდი lace ბანტოჩკით მარჯვენა ჯიბესთან წინ. დეაკოს ვუყიდე Zara for Fashion babes ძალიან საყვარელი მაიკა და ლეოპარდის პრინტიანი სარაფანა წელზე ქამრით. მულისშვილსაც ძაან დერსკი ჟაკეტი თეთრი ლურჯი ზოლებით და Zara summer boy – მაისური. – ეს ყველაფერი დაჯდა 121 ევრო.

შემდეგ ამოვედი ზედა სართულზე და კიდევ რამდენიმე წუთი გვქონდა ბიჭებთან შეხვედრამდე დარჩენილი და ფაქტიურად 35 წუთში ფაცი ფუცით ვათვალიერე ყველაფერი. მინდოდა საცურაო ბიკინების ყიდვა – ვერ ვნახე. მინდოდას ყიდვა – ვერ ვნახე. სამაგიეროდ ვნახე ულამაზესი ზაფხულის ფეხსაცმელი ქუსლზე – რომელიც ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი დისთვის იყო შექმნილი – მალინისფერი და დავიტაცე სასწრაფოდ, ვიარე ვიარე უამრავი სილამაზე ვნახე მაგრამ რადგან შეზღუდული ბიუჯეტი მქონდა ბევრ რამეზეც დამწყდა გული.

ლურჯი და ფორთოხლისფერი იყო სეზონის დომინანტები ფერებში და კოპლები და ლეოპარდი პრინტებში.  ლურჯი ვიყიდე ჟაკეტი და ელასტიკის ტოპი, ვიყიდე თეთრი ლურჯი ზოლებით და დიდი ბაფთით მაიკა საზაფხულო, შავი თეთრი კოპლებით ტოპი ელასტიკისთვის, ძალიან მაგარი ჩანთა ვუყიდე სისტრიჩკას თავისი გატანებული ფულით :დ და მერე უკვე ბოლოსკენ ვიყიდე სუნამო ზარასი და ფეხსაცმელები ლურჯი – ბასანოჩკები ულამაზესი.

ამ სურათზე მაცვია რამდენიმე მათგანი და მიკეთია კიდევ ერთი კაშნე იქ ნაყიდი – შავი თეთრში – მაგრამ კარგად არ ჩანს – დიდი ყვავილები აქვს ბოლოებში მიმაგრებული და 2 სხვადასხვა ნაჭრისგან არის გაკეთებული. საკაიფოა

ამ დღეს ამით დავასრულეთ, ღამე ყველაფერი ჩავაბარგეთ რადგან მეორე დღეს მოვდიოდით საღამოს და დავგეგმეთ H&M-ის და ალკოტის დაპყრობა მეორე დღისათვის . . .

H&M – ზე შემდეგ პოსტში 🙂

Comments

comments

15 thoughts on “Shopping in Milan

  1. tuta_tuta says:

    ერთი კაი შოფინგი მინდა, დიდი ხნით დამაყენებდა კარგ ხასიათზე:)

  2. ანა says:

    რა მაგარი არქიტეკტურაააა!!!! გოტიკა ძალიან მხიბლავს და თან შიშის გძზნობა მეუფლება 😀 ცუდია რომ ცოტა დრო გქონდათ.ალბად სულ გადარბენაში იყავით და წესიერად ვერც დაათვალიერეთ.
    LOUIS VUITTONს რა ფასები აქვს?მე პირიქით ვიცოდი, რომ იაფია იტალიაში….
    ზარას ფეხსაცმლის ხარისხით ცოტა გაოცებული ვარ,მოსკოვის ზარაში შესვლას აზრიც არ აქვს,უხარისხოა. ყველაერი მშვიდობაში და კიდევ არა ერთხელ წასვლაში.

  3. Nina Gorecki says:

    Furla მინდაა )
    რა ლამაზი ფერის ფეხსაცმელია <3

    Zara-ს სუნამო იყიდე? არ ვიცოდი პარფიუმერული ხაზი თუ ჰქონდა.

    ჰო, მილანი სამოთხე კი არა, ჯოჯოხეთია, როცა გათვლა დემოკრატიულ ბრენდებზე გაქვს))
    გუშინ იყო რუსთაველში კოლექციების გამოფენა-გაყიდვა, ნათიამ დამირეკა და ვერ მოვიცალე წასასვლელად 😐 ჩამოდიხარ ხო თბილისის ფეშენ ვიკისთვის?

  4. სალო says:

    ვინ თქვა რომ იტალია იაფიანია?? პირიქით, ბრენდი ყველგან ძვირია, არა აქვს მნიშვნელობა იტალიაა თუ სხვა ქვეყანა. თაა, მომეწონა შენი შენაძენები, ძალიან კარჰი რაგაცები აქვს ეხლა ზარა, მომწონს ძალიან. ვეთანხმები ნინა გორეცკის რომ იტალია იმისთვის ვისაც შოპინგი უყვარს ჯოჯოხეთიაა:)))))

  5. Taa says:

    Nina Gorecki

    ნინ ჩამოვედი უკვე რამდენიმე დღეა 🙂
    აკრედიტაცია ავიღე წეღან 🙂

    ანა

    ვაი სირცხვილო 🙂 ჩავასწორე 🙂

  6. ელა says:

    ყველაფერი მომეწონა თაა მაგრამ განსაკუთრებით სათვალე თან ლურჯ ფერზე ვგიჯდები,და ძაან გიხდება.და ერთი რამ გაითვალისწინე ჩემგან თმები გაიშალე ხოლმე რააა იცი როგორ გიხდება სულ სხვანაირი თათა ხარ.

  7. ანა says:

    სალო

    კი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. მე არ ვარ ნამყოფი არც ფასები ვიცი .მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ხალხი სპეციალურად მიდის იტალიაში…. მე მაგალითად ნამდვილად Dolce & Gabbana ს მაკასინებში 1500$ გადახას მირჩევნია იტალიაში წავიდე და 500$ გადავიხადო თან დავისვენებ…

  8. Lord Vader says:

    100000 ევრო რომ გქონოდა უკეთეს ადგილას დახარჯავდი 🙂

    კაი ფერის ფეხსაცმელია!

  9. სალო says:

    ანა,
    მცდარი ინფო გაქვს აშკარად, მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ამიტომ გადმოცემით არ ვამბობ:)) უბარლოდ ხალხი იქ იმიტომ მიდის(ვისაც ფული აქვს), რომ გაცილებით დიდი არჩევანია ყველაფრის, და კიდევ იყიდება უამრავი fake რაგაცეები, ატყუებენ ტუროისტებს რომ ნამდვილი ბრენდია და აძლევენ ვითომ რა იაფად, ამ დროს კი ყალბია:))) ბრებდ მაღაზიებში კი აიფია არაფერია, თუ ფასდაკლება არაა.

  10. Lord Vader says:

    ნუ ლილოს ბაზრობაზე კიდევ უფრო იაფია 🙂

    საერთოდ ეგეთი სიტყვათწყობა – ლაქშარი ბრენდი და იაფი ქართული ურბანული მითია.
    მარკეტინგული კონცეფცია რაზეც მაგ ბრენდების გაყიდვების სტრატეგიაა გათვლილი უბრალოდ გამორიცხავს იაფ ფასებს.

  11. ეფემია says:

    ძალიან მომეწონა შენი ლურჯი ფეხსაცმელუშკა, იმ პირსინგს მართლა მოუხდება გაიხვრიტე !!!:))

  12. ლანა says:

    საოცარი ფეხსაცმელებია:)
    მშვიდობაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *