დავიწყებ იმით რომ სამსახურის გამო ფაქტიურად ვერ ვახერხებ თვალი მივადევნო მოდის კვირეულს
გუშინაც მივედი 8ის ნახევარზე და მართლა გამიმართლა რომ მთელი ნახევარი საათით დააგვიანა Marco Corso-ს ჩვენების დაწყებამ – თამამად შეიძლება ითქვას მე მელოდებოდაო
დაკეტილ კარებში შევძვერი თუ არა – ეგრევე შუქები ჩააქრეს და პოდიუმი განათდა – სხვა რა ვიფიქრო
თვით მარკო
მარკო იტალიელია, ველოდი იტალიას, ხალისს, საოცრებას, დიზაინის ზეიმს, ჯადოქრობას, დახვეწილოვას, შარმს მართლა უბედნიერესი ვიყავი რომ მივუსწარი და რაააა … სულაც გამიცრუვა იმედები – აშკარად გადამეტებული მოლოდინის მომენტი მქონდა…
ვერ ვიტან ცელოფნის პარკების aka “კლიონკების” გამოყენებას კოლექციებში, აი ვერ ვიტან და რა ვქნა, ასოციაცია მექმნება დიდ ღიპიანი გოგოები ფიტნეს კლუბებში მუცელზე რომ ცელოფნებს იხვევენ – რაც შეიძლება მეტი ოფლი რომ გამოუვიდეთ – უჟას.
მარკოს ძირითადად ნაქსოვი ნაჭერი – სადაც დომინანტი ლამაზი baby blue და ნაცრისფერი იყო, ცელოფანი და სიფრიფანა გამჭვირვალე ქსოვილები ქონდა გამოყენებული. რა თქმა უნდა მთლად არ გადავუვლი – ადამიანს უშრომია, უწვალია, მაგრამ ინტერნეტში რომ დაძებნოთ მისი კოლექციები თუნდაც ბოლოები ნახავთ რომ აქ გამოტანილს ათასჯერ სჯობს – ხოდა რა დაცინვა იყო ეხლა ცელოფნების აქ გამოტანა? მსუბუქია და აეროპორტში ბევრი არ გადაახდევინეს? თუ როგორაა საქმე?
ფეხსაცმელი იყო ყველა სტანდარტულად შავი და ტანგეტკა, საკმაოდ წვრილი ტანგეტკა თანაც. დასაწყისში მკვედთრად გამოხატული მილიტარისტული სტილი, შავი ტყავით გაფორმებული – ჰიტლერის ეპოქას მაგონებდა. მერე მკვეთრად შეიცვალა ეს ყველაფერი კორსოს ზომბებით
– უმეტყველო ტანსაცმელი, ჩაშავებული ტუჩები, უმეტყველო მზერა – კოლექციიდან გამომდინარე
ისევ ცელოფანი და ამ დროს გამონათება – ჩემი უსაყვარლესი ბეიბი ბლუ – ნახეთ ვიდეო. ძალიან მიყვარს ეს ცის ფერი.
მოკლედ ამ კორსოს აგრესიული ზომბებით ვერ მოვიხიბლე – თუმცა სანახავად ღირდა აუცილებლად
რუსთაველის თეატრამდე მიღწევაზე მტელი თავგადასავალი გადამხდა, პარკინგზე სერიოზული ომის გადატანა მომიხდა, ჯერ “სტაიანშიკებთან, რომლებიც მოითხოვდნენ რომ მანქანა ამეყვანა საკმაოდ მაღალ ბორდიურზე და მე რა თქმა უნდა ვუპროტესტებდი – მე მიყვარს ჩემი მანქანა მეთქი, მერე ძლივს ადგილი განთავისუფლდა და უცებ ვიღაც ქალმა მოინდომა იქ ჩაყენება. ეს ჩემი სტაიანშიკი წინ გადაუდგა – არ გაგატარებო, ეს გოგო აქ 20 წუთია დგას და მელოდებაო, ატყდა წიოკი, იმ ქალმა რას ქვია არ გამატარებო, ამან გადამიარეო, უკნიდან მანქანები მოადგნენ და აგინებდნენ ამ ქალს გაიწიეო.
მოკლედ დიდი ჩხუბის და ერთიორი საცდელი დაძვრის შემდეგ – სტაიანშიკი მაინც რომ ვერ დააფრთხო - ამ ქალმა სადღაც სხვაგან დააყენა მანქანა და მე დავდექი კანფეტკა ადგილზე. მადლობა სტაიანშიკს – 2 ლარი ამაფრცქვნა ეგრევე – ეს ომი 2 ლარი ღირდაო განმიცხადა, მაგრამ 2 ლარს დავეძებდი – კისრისტეხვით გავქანდი თეატრისკენ – და მივუსწარი კიდეც
შემდეგი გიორგი ფანცულაიას ჩვენება იყო და დაახლოებით 30 წუთი გვქონდა დაწყებამდე, რადგან ისიც რა თქმა უნდა გვიან უნდა დაწყებულიყო. დროის მენეჯმენტში სერიოზული გარღვევა გვაქვს ქართველებს.
მე მქონდა საკმარისზე მეტი დრო გადამეღო სურათები ბანერებთან, გადამეღო დამსწრე საზოგადოება, თუმცა რუსთაველის თეატრის განათება არის ნებისმიერი ფოტოაპარატის მტერი – რაც არ უნდა მოინდომო მაინც ვერ გადაიღებ მაგარ ფოტოებს – მე მითუმეტეს ჩემი არაპროფესიონალური ფოტოაპარატით.
მიუხედავად ამისა რამდენიმე საგულისხმო დეტალი მაინც აღვბეჭდე მაგალითად Floral Print -ები ამ გოგოს ტანზე და სონიას იუბოჩკაზე
ყვავილების პრინტებიანი ცილინდრი, გუდო და ერთი ყველაზე ფერადი გოგონა – რომლის ტანსაცმელს სამწუხაროდ ყველანაირი ფერი დაუკარგა ჩემმა ფოტოაპარატმა
და ბოლოს რით მივბედე თავად მე ქართული მოდის ზეიმზე სადაც დამსწრე საზოგადოებას – მამრობითების ჩათვლით მინიმუმ 3 სანტიმეტრზე ქუსლი ეცვა ქოლო მდედრობითებს მინიმუმ 13–ზე
ჩემი ლეოპარდის უსაყვარლესი ფლეტები მეცვა,
ჩემი შიფონის სექუინსებიანი იუბოჩკა – ბალერინა,
ქემელისფერი ზედა იმავე ფერის და ბეჟი 2 ცალი ყვავილით,
შავი ტყავის კურტკა,
დიდი ოქროსფერი ყელსაბამი და
ჩემი ახალი ლეოპარდის ჩანთა – ჩემი საამაყო და ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი ჩემს გარდერობში
ფოტოებს დავდებ ფრეა რომ გადმომიგზავნის მერე










არადა მე მომეწონა მარკოს ჩვენება ძალიან ) ვერ ვიცლი რომ დავწერო :დ
ფრეია რას გადმოგიგზავნის, შენ რომ გადაგიღე ისინი შენს კამერაშია
))
Nina Gorecki
მე ერთი ფოტო მაქვს მარტო
შენთან რომ გადავიღეთ ბანერთან ისინი მინდა
აი მარკოში ავცდით აშკარად – მე არ მომეწონა
საქართველოში მოდისა და სმის კვირეული ერთმანეთს დაემთხვა.
და ჯერ-ჯერობით, აშკარად მეორე იმარჯვებს.
well რა ღადაობაა
marco და მე გავიჩითეთ
ვაიმე რას ვგავარ უჟაას(ამ დღეს ელემენტარულად ჩაცმაცკი ვერ მოვასწარიიი)
და არ გადამიღია არც ერთი ფოტო (ჩემს ჭკუაში) ამის გამო
ხოდა …
რაც შეეხება სოლდინის – მარკოს გოგოს ლამაზი კაბით, გავიცანი, ძაან კაი ტიპია
ვიზიტკა დამიტოვა მომწერეო
ანანოო :დ მე ვერ გიცანი ამ ფოტოზე :დ ტაკ შტო დამშვიდდი :დ :*