Shopping in Milan Day 2

მეორე დღეს უკვე წამოსვლის დღე იყო, 5 საათზე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავით, 10ზე გემრიელად ვისაუზმე კრუასანჩიკებით და კაპუჩინო დავაყოლე. ბოლოჯერ გავედი ჰოლიდეი ინის ულამაზეს ვერანდაზე, ისე თბილოდა მოკლე მკლავიანი მაისური და ჟაკეტი მეცვა, ბოლოჯერ ამ ვიზიტზე მივიღე მილანური მზის აბაზანები ქართული სიგარეტის ბოლოს თანხლებით, გავაკეთეთ ჩექაუთი სასტუმროში, დავტოვეთ ბარგი რესეპშენში და გავეშურეთ დუომოსკენ.

1 საათი ხდებოდა, დაახლოებით 2 – 2,5 საათი გვქონდა საშოპინგოდ რომ მერე უკან დაბრუნება, ლანჩი და აეროპორტში წასვლაც მოგვესწრო.

დავიწყეთ H&M-ის მაღაზიით – რომელიც იყო 4 სართულიანი და მხოლოდ 1 სართული ეთმობოდა კაცის ტანსაცმელს დანარჩენი 3 კი ქალისას.

აქაც შევთანხმდით რომ გასასვლელთან შევხვდებოდით რაღაც პერიოდის მერე და დავიყავით, ჩვენი უფროსი იმ დილით გამთენიისას გაფრინდა, მხოლოდ ჩვენ ოთხნი: მე, თაკო, იკა და შოთა ვიყავით დარჩენილები.

პირველი რაც მინდოდა რომ მეყიდა და ვეძებდი იყო ქამრები, კარგა ხანია ქამრების თარო არ შემივსია და აი შევავსე კიდეც, 3 ქამარი ვიყიდე წელისთვის: ერთი ყავისფერი კანტებით მაგრამ ძირითადი ნაწილი ლურჯი, მეორე სულ ყავისფერი ტყავის და მესამე ლეოპარდი:

ტანსაცმელიროგორც ასეთი ამ მაღაზიაში საერთოდ არ მიყიდია, კი მომეწონა რაღაცეები, მაგრამ ზოგადად მილანის H&M-ით აღფრთოვანებაში ვერ მოვედი, თბილისში ბევრად კარგი რამეები მინახავს ამ ბრენდის და ინტერნეტში ხო საერთოდ.

ამიტომ გამოვზიდე მხოლოდ აქსესუარები. ბალეტკების ყიდვა მინდოდა მაგრამ არც ერთი არ მომეწონა წარმოდგენილი კოლექციიდან, ამიტომ ლურჯ ზაფხულის ფეხსაცმელზე შევაჩერე არჩევანი და ის ვიყიდე

მთავარი უკვე ნაყიდი მქონდა როდესაც იმ სტენდს მივადექი მე რომ ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე 🙂 სათვალეები

ფასები იყო აბსოლუტურად ფანტასტიური და გამოვზიდე უამრავი სათვალე ჩემთვის და დიმასთვის

ასევე ვიყიდე საფულე, ბეჭდების ნაკრები და კიდევ ერთი სათვალე ლეოპარდის პრინტით

ნაყიდ ბეჭდებს ცოტა ხანში სამაჯურების ნაკრებიც მივუმატე და ამით ფაქტიურად სამაჯურების მთელი კოლექცია შეივსო, ისე რომ რაღაც პერიოდი არ ვიწუწუნო. ამჯერად ყელსაბამების კოლექცია მაქვს შესავსები 🙂

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენის ნებართვით ჩემი სამაჯურების კოლოფს გაჩვენებთ, რომელიც რეალურად ქსენონების ყუთია მაგრამ მე სამაჯურებისათვის ვიყენებ 🙂

და ჩემი სათვალეების ყუთსაც, სადაც კიდევ სრულად არ არის ყველა სათვალე წარმოდგენილი 🙂

H&M-ში შოპინგი ამით ამოიწურა, ამის მერე თაკო ალკოტში შექანდა, მე სუვენირებს ვათვალიერებდი და ვიყიდე ბრელოკები და სარკე დუომოსგან სახსოვრად, მერე ყველანი ერთად წავედით მილანის ფერარის მაღაზიაში – სადაც ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით ბავშვების ტანსაცმელი ფერარის ბრენდით – იყო საოცრება.

მერე წავედით სხვადასხვა პატარ პატარა მაღაზიებში სატასაოდ, Max Mara-შიც შევიარეთ სადაც ქალები ისე უყურებდნენ ჩემს კამერას ლამის გამბრდღვნეს, უბრალოდ ისე სხვათა შორის მეჭირა რომ ვერ ხვდებოდნენ ჩართული იყო თუ არა . . .

ამის მერე დატვირთულები წამოვედით ჩვენს უბანში, ვისადილეთ რაღაც კაფეშკაში სახელდახელოდ და სასწრაფოდ და ტაქსით გავქანდით აეროპორტში.

აქ დავასრულებდი მაგრამ ერთი ძალიან სასიამოვნო დეტალი გამახსენდა რაც წინა დღეს მილანის მეტროში ვნახეთ 🙂 იხილეთ ვიდეო 🙂

Comments

comments

29 thoughts on “Shopping in Milan Day 2

  1. ეფემია says:

    სათვალეების რაოდენობით მოვიხიბლე, და ერთმა აღმაფრთოვანა.. თვლებიანმა:)

  2. ელა says:

    ძალინ გემოვნებიანი გოგო ხარ.და ყველაპერი ძალიან მომეწონა

  3. სალო says:

    არ მიყვარს H&M, რადგან ხარისხი აქვს საოცრად დაბალი, მოგეწონება რაგაც მაგრამ ისეტი ხარისხისაა რომ ვერ ჩაიცვამ, რა თქმა უნდა არის ხოლმე გამონაკლისებიც. როგორ მომწონს სათვალეები, მაგრამ მე როგოც კი არა მინას ვიკეთებ, ანუ დაბალფასიანს თვალები საოცრად მტკოვდება და ამიტომ ვერ ვყიდულობ ბრენდის გარდა სხვა სათვალეს, ანუ რაც ნამდვილი მინა არაა:((((( ალბათ დღემდე მოგონებეში ხარ, ძაან მაგარია, უნდა გქონდეს ადამიანს მასეთი გასვლები წელიწადში მინიმუმ 2ჯერ:)

  4. Taa says:

    სალო

    უნდა გქონდეს ადამიანს მასეთი გასვლები წელიწადში მინიმუმ 2ჯერ:)

    აბსოლუტურად გეთანხმები 🙂

    აი მილანის H&M–მა ნამდვილად გამიცრუა იმედები, თუმცა ხარისხზე მაინც არ ვწუწუნებ 🙂

  5. ანა says:

    აუუუუუუ რამდენი სათვალე გიყიდია )))))))))) ლეოპარდიიი განსაკუთრებით მომეწონა!

  6. antimelancholy says:

    ლურჯი ტყაპუჭები განსაკუთრებით მომეწონა

    & სდა შავი სათვალეც )

  7. თაკო გვაზავა says:

    სალო, ერთადერთი ბრენდი, რომელიც ნამდვილი შუშებით უშვებს სათVალეებს არის რეი ბანი, სხვა აბსოლუტურად ყველა უშვებს უმაღლესი ხარისხის შემცვლელებით, ნუ პლასტმასით.ისე სათვალის ხარისხზე მეც წიკები მაქვს.
    თათ, ისე რომ დავფიკრდეთ მეორე სართულზე იყო საკაიფო რაგაცეები, მე პროსტა მუცლის გამო ვერ შევირჩიე ბევრი რამ. დანარჩენი ახლა H&M ისედაც არ ბრწყინავს განსაკუთრებულობით.

  8. სალო says:

    თაკო, ეტYობა მხოლოს მაღალი ხარისხის შემცვლელი უხდება ჩემს თვალებს:)))) ძალიან მტკოვდება ხოლმე მაგალითად H&M სათველეებში თვალი, Chanel-ში კი არა:) გეთანხმები მართლა არ ბრწყინავს H&M, თუმცა შეიძლება საყოველდღიურო რაღაცეების არჩევა, ბევრია არა მაგრამ შეიძლება:))

  9. Taa says:

    სრულიად ბედნიერი ვარ
    არც ერთი სათვალე არ მტკენს თვალს 🙂

  10. თიკო says:

    ეჰ ნეტა შენ თაა ამდენ რამეს რომ ასწრებ და თან ხელიც გეწყობა. რა ბედნიერებააა..წარმატებები

  11. Taa says:

    თიკო

    მადლობა 🙂
    პატარა ბავშვი გყავს?
    თუ რატო დამიწერე ხელი გეწყობაო? 🙂

  12. Lord Vader says:

    რომ გითხარი სხვა ლეოპარდული რამეებიც გინდა-თქო, არაო და…
    მართალი ვყოფილვარ 🙂
    აი ის კავალის კაბაც ამაზე…

    ესეც ძაან კაი ფეხსაცმელია. ფერია სუპერ.

  13. Lord Vader says:

    და საერთოდ შენნაირი ხალხმა უნდა იაროს მილანში.
    აბა წაშტერდებიან და ჩამოშტერდებიან და არც წასვლას გაიგებს ადამიანი იმათსას და არც ჩამოსვლას. 😉

  14. სალო says:

    თაა,
    ამ პოსტთან რა შუაშია, მაგრამ მოუთმელად ველოდები შენს შეფასებებს თბილისის მოდის კვირეულთან დაკავშირებით და სურათებს, მომწონს შენეული ხედვა ამ საკითხზე.

  15. Taa says:

    Lord Vader

    აი მაგიტომ არსებობს გამოთქმა never say never 🙂

    სალო

    აუცილებლად დაიწერება ყველაფერი

  16. Annou says:

    როგორ მომწონს ყველაფერი ძალიან გემოვნებიანი ხარ <3

  17. თიკო says:

    როგორ მომწონს ყველაფერი ძალიან გემოვნებიანი ხარ <3

    აფსოლიტურად ვეთანხმები Annou – ს. გემოვნება ძალიან გიწყობს ხელს.
    refined taste.

  18. სოფო says:

    ჩემი სამაჯურები ჭიქების ყუთში მაქვს შენახული 🙂 თან ბევრი განყოფილებები აქვს და იდეალურად თავსდება 🙂

  19. Taa says:

    სოფო

    ძაან ჭკვიანური გადაწყვეტილებააა

  20. ნენე says:

    რა კარგი რამეებიაააააააააააააააა
    მეც მინდა მილანში შოპინგი

  21. lenka says:

    ძალიან მომეწონა ეს დაბალი ლურჯი ფეხსაცმელი

    არ გინდა მომყიდო? 🙂

  22. Taa says:

    lenka

    🙂 🙂 🙂
    ისე ჯერ არც ჩამიცვამს და დაჟე ის გადასაბმელი ლენტი რომ აქვს ბირკიანი არც მომიძვრია
    🙂

  23. ვერა says:

    თაა
    ახლა ვყიდულობ ზუსტად მასეთ ლურჯ ბასანოჩკს, რას მირჩევ, კარგი ხარისხია? და ზომა ზომაზე ხომ მიდის H&Mში? ანუ მაგათი 37 არის აქაური 37 ხო?

  24. Taa says:

    ვერა

    არ იყიდო 🙂
    ჩამოდი და მე გაჩუქებ, ზუსტად 37 მაქვს
    ერთხელაც ვერ ჩავიცვი, რაღაც ვერ მოვირგე ფეხზე
    ისე კი ზუსტად ზომაზე მიდის, ხარისხიც კარგია

  25. ვერა says:

    უი 😀 მადლობა თაა :* კაი გორში რომ მოხვდები კიდევ, წამოიყოლე 😀 არადა რა ლამაზიაა,რატომ ვერ ხმარობ.

  26. Taa says:

    ვერა

    3 სანტიმეტრიანი ქუსლის გამო
    ანუ ფეხსაცმელი რომელსაც ვიცმევ უნდა იყოს ან ან საერთოდ ფლეტი
    ან მინიმუმ 8–9 სანტიმეტრიანი ქუსლით 🙂

    ასე რომ იმედია გორში კიდევ მოვხვდები და დამიტოვე შენი ტელეფონი ფეისბუქზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *