Wardrobe Addition

ჩემი გამოსწორება რომ არ იქნება უკვე შევთანხმდით მაგაზე, არანაირი ნებისყოფა არ გამაჩნია ონლაინ მაღაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამიტომ მარტივად ჩამოგითვლით ბოლო შენაძენებს:

MY Balenciaga Bag – ჩემი სიამაყე, რამდენი ხანი ვუტრიალე, რამდენი ხანი ვიოცნებე და გავბედე ბოლო ბოლო

ლურჯი ფერის კოჭამდე ფეხსაცმელები, ზამთრისთვის, რკინის დეტალებით, studded 🙂

ახალი პალტო, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვიყიდე რომ კარგი ფასდაკლება იყო, თორე ისე ამ ზაფხულის პირას პალტოზე რატომ უნდა იფიქრო კაცმა 🙂

კიდევ ერთი Leopard Print  shoes, ამჯერად ტანგეტკაზე, ისეთი გემრიელიაააააააა

ეხლა კი სამკაული, ჩემი ახალი შევსება ბეჭდებში 🙂 დიდი შავი ბაფთა თითზე, ძალიან ლამაზუნაა. ეს მოდელი ბევრ ბლოგზე მინახავს, ევროპელ გოგოშკებს უკეთიათ ხოლმე და აქ რომ ვნახე კაშკაშეში ეგრევე ვიყიდე, არც დავფიქრებულვარ. ძალიან მომწონდა ხოლმე სხვების თითებზე.

ფერადი ბეჭდების სეტი ზაფხულისათვის, არ ვიცი ამ ზაფხულს გარუჯვა მელის თუ არა, მაგრამ მაინც ლამაზებია

და ბოლოს ყველაზე საყვარელი და ფავორიტი, კოპლებიანი ბაფთა – ბეჭედი

Comments

comments

34 thoughts on “Wardrobe Addition

  1. ირინკა says:

    ჩანთაზე გავგიჟდი, ეგ სენი გამოუსწორებადია, მაგრამ ძალიანაც კარგი, სამაგიეროდ როგორი სასიამოვნოა მათი ტაება და როგორ ჩანს 🙂 ძაან მაგრობებია 🙂

  2. ნინო says:

    ჩანთა და ფეხსაცმელი უუსაყვარლესიაააააა<3<3მშვიდობაშიი:)))თა ჩანთა რა ღირდა დაწერე რა

  3. Taa says:

    ირინკა

    შენ მე უნდა მნახო რა მჭირს მაგ ჩანთაზე, მაგის ფასი მგონი არაფერი მაქვს გარდერობში
    შენი ფეხსაცმელის არ იყოს

    ნინო

    ჩანთა ღირდა ძალიან ძალიან ძალიან ძვირი მაგრამ თანადაფინანსებით ავისრულე ჩემი ოცნება

  4. ანა says:

    როგორ რისკავ ინტერნეტში ყიდვას))))))
    მე თუ არ გავიზომე ,არ გავიარე გამოვიარე და რამოდენიმეჯერ არ ჩავიხედე სარკეში, ეგრე ვერ ვიყიდი(

  5. ანა says:

    მშვიდობაში ყველაფერი,წარმატების მომტანი ყოფილიყოოს!

  6. 13th says:

    ბალენსიაგაში მიიწეწე უეჭველი, ჰო?
    მაგრამ ღირს!

    შუზიკები მომეწონა, ძალიან მომწონს სთადიდ რაღაცეები, ქამარი მაქვს, ბრასლეტი ტყავის, მაგრამ ვერ გავბედე რომ ტანსცმელი შემეძინა. მგონია მალევე გადავა მოდიდან.

  7. თამუნა says:

    გამარჯობა,

    ონლაინ შოპინგისთვის რომელ საიტებს მირჩევდით?

    დიდი მადლობა წინასწარ

  8. Taa says:

    თამუნა

    გააჩნია რა თემა გაინტერესებს
    ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა???

  9. თამუნა says:

    სამივე და თან ძალიან…თუ არ შეწუხდები რათქმაუნდა..
    მე ამ ეტაპზე მხოლოდ asos-ს მივმართავ..

  10. Taa says:

    თამუნა

    მე პირადად ამ ბოლო დროს ტანსაცმელს იშვიათად ვიწერ
    თუმცა ვიყენებ ამაზონს ამისთვის

    ფეხსაცმელს ასევე amazon.com, 6pm.com და urbanog.com

    კოსმეტიკა: cosmetictimes.com

  11. სალო says:

    თაა,
    ჩანთა არის ძალიან მაგარი, მომეწონა ძაან. რომელი საიტდან გამოიწერე ჩანთა?
    ბეჭდები რა საყვარლებია, აი მაგარი ხარ რომ არ გიყვარს ძაან ქალური რაძაცეები, ანუ ასაკს რომ მატებს და ისევ პატარა გოგოშკასავით ხარ<3

  12. Taa says:

    სალო

    სალო, ჩანთა არ გამომიწერია, ჩემი მეგობარი ცხოვრობს უსა-ში და ეგ დამეხმარა ამ ჩანთის შეძენაში

  13. ნინა says:

    მაინც რა მიეცი ბალენსიაგაში? ფასი რომ თქვა მოგივარდებით, გაგქურდავთ თუ რა ? :)))) საოცრება რა :)))

  14. ვერა says:

    თაა,სულ შემოვდივარ შენს ბლოგზე და ვკითხულობ.მეც ონლაინ შოპინგის სერიოზული ფანი ვარ შენსავით. 44 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს მხოლოდ გამოწერილი 😀 აქ ნაყიდებს აღარ ვითვლი 😀 სულ ვფიქრობ სურათი გადავუღო ყველას ერთAდ 😀

    მშვიდობაში ყველაფერი ძალიან საყვარლებია. მეც ვაპირებ დიდი ხანია მაგ შუზიკების გამოწერას,მაგრამ ჩემი ზომა აღარაა 🙁 არის მხოლოდ ნახევარი ზომით პატარა ანუ 6.5.ხოდა რაკი შენ გიყიდია ვიფიქრე ვკითხავ მეთქი… 🙂 ზუსტადაა ზომა? თუ ცოტა პატარა რომ ვიყიდო წავა? ისე სულ 7ს ვიწერ ურბანიდან.6.5-ს გაჭირვებით მარა ვიცმევხოლმე…

  15. თამუნა says:

    დიდი მადლობა ინფორმაციისთვის

  16. ბროშკა says:

    ვაიმე რატომ ჩააცივდით ამ გოგოს ფასზე

    თანადაფინანსებით ვიყიდეო თქვა კიდეც და რა საჭირო იყო ეს გაქურდვებზე და სისულელეებზე აქცენტი ვერ მივხვდი???

  17. Taa says:

    მადლობა ყველას

    ნინა

    მოგივარდებით, გაგქურდავთ თუ რა ?

    რა უცნაური წინადადებააა !!!
    აი დაშინებული ვარ რომ არ მომივარდეთ და არ გამქურდოთ – საოცრებაა მართლაც

    ვერა

    მე მაქვს 36 ზომა ფეხი და ვიწერ ამიტომ 6.5 ან 6 ზომა ფეხსაცმელს
    7 ზომა ყოველთვის დიდი მაქვს ხოლმე

  18. ვერა says:

    კი ეგ გასაგებია 🙂 ეხლა ვნახე და 7-ც დაიდოოოოოოო ასე რომ მალე მეც დამამშვენებს 🙂 :*

  19. ნინა says:

    მე მაინტერესებს ფასი, იმიტომ რომ მეც შევიძენდი ამ ჩანთას და ასეთი უხერხულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? პირადი ბლოგი რომ გაქვს, თანაც მოდაზე და გვიყვები შენს შენაძენებზე არც ფასის დაკონკრეტება უნდა იყოს პრობლემა, ჯასთ რჩევა 🙂

  20. tuta_tuta says:

    აუ ჩანთა ძალიან მომეწონაა, დავსერჩე და მაგალიტად ამაზონზე ამომიგდო ზუსტად ეგეთი ჩანთა 40 დოლარად, და სხვა საიტებზე 1000 დოლარი და ზევით.

    ამაზონზე პატენტია როგორც ჩანს. მაგრამ მაგარია

  21. Taa says:

    tuta_tuta

    იეს, სასტიკი ფასები აქვს
    არენა ჯიანტი – ანუ ბალენსიაგას ჩანთების ეს სერია – არის ძალიან პოპულარული
    ამიტომ არის რომ ფასებიც არ უვარდება

    მიუხედავად იმისა რომ ეს ჩანთა რაც მე ვიყიდე არის 2 წლის წინანდელი მოდელი, მაინც უძვირესი ღირს

    მაგრამ მე გამიმართლა უზომოდ რომ ერთი ანგელოზი მყავს ნიუ იორკში – რომელიც წლებია იქ ცხოვრობს და ხანხან ჩითავს ხოლმე 60 –70%–იან ფასდაკლებებს საოცრებებზე.

    ეგრე ვიყიდე ჩემი ერთადერთი DKNY – ჟაკეტი, და HERMES – საროჩკა, რომელიც უკვე აღარ არსებობს. და ამჯერად უკვე ეს ჩანთა 60% ფასდაკლებით. თან პლუს ამას რაღაც ნაწილი თავად გადაიხადა საჩუქრად ჩემგანო 🙂
    მოკლედ ძალიან გამიმართლა – უბრალოდ გული მიკვდება ამ ჩანთის დონის ფეხსაცმელი რომ არ გამაჩნია

  22. tuta_tuta says:

    ხო ძალიან ძვირი ღირს მეც ვათვალიერებდი მაგრამ ჩანთა ჯობია ერთი გქოდნეს და კარგი 🙂

  23. თაკო გვაზავა says:

    თუთა, გეთანხმები, ერთი და ხარისხიანი!. თუმცა ერთი ხარისხიანი და რამდენიმე საშუალოდ ხარისხიანი კიდევ უფრო ასწორებს 😉

  24. ჭინკა says:

    ქუსლები და ბოლო ბანტი-ბეჭედი მომეწონა ყველაზე ძალიან !

  25. კვატია says:

    ყველა მომეწონაააა . . . კარგი გემოვნება გაქვს ძალიან

  26. taknatuna says:

    აუუუ, გულდაწვეტილი კომენტარი მექნება, :\ ერთი ბანტიანი ბეჭედი ვნახე სვაროვსკის ტვლებით და მაშინ ფული არ მქონდა, როცა მივაკიტხე უკვე გაყიდული იყო, არადა ულამაზესი იყო 🙁

  27. MrsMarch says:

    თაკნატუნასნაირად მომივიდა მეც ოღონდ ბეჭედზე არა და აუ რა ცუდი იყო, ლეპტოპის ჩანთა 🙁 და არ მიყიდია ეხლაც იმიტომ რომ იმის ფონზე არ მომწონს სხვები:( არადა უკვე ძალიან მჭირდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *