PayLess

სრულ შოკში ვარ, გაღიმებული, ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ვზივარ . . .

ვიბადრები

და ვკაშკაშებ

დღეს მეორე პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი მაგრამ ასეთი რამე როგორ არ უნდა დავწერო არ ვიცი.

პირველად taa.ge-ს ისტორიაში, ბლოგი მოხვდა პრიალა ჟურნალის ფურცლებზე, თან ისეთი საყვარელი ტექსტი ახლავს რომ მემილიონეჯერ გადავიკითხე უკვე.

მოკლედ დღეს ჩვენთან გადამღებმა ჯგუფმა მოიტანა ჟურნალი ფეილესი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და იქ განთავსებულ ვაუჩერებს ძალიან ხშირად ვიყენებ კიდეც.

გარდა ამისა ახალი ნათების რეკლამა ყოველთვის დევს ამ ჟურნალში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენთან და თანამშრომლები იწერენ კიდეც, რათა იქ არსებული ვაუჩერები გამოიყენონ.

ხოდა როგორც კი წავიდა გადამღები ჯგუფი, გავხსენი ჩემი სახელით და გვარით დასათაურებული კონვერტი და ვათვალიერებ ჟურნალის ფერად გვერდებს, როდესაც ერთი სურათი მომხვდა თვალში, ჩემი სურათი – რომელიც სავარაუდოდ ფეისბუქიდან მომპარეს :D :D :D

და უსაყვარლესი ტექსტი, როსთვისაც უზომოდ დიდ მადლობას გიხდით მთელს ფეილესის გუნდს.

ძალიან გამახარეთ, მასიამოვნეთ და მეცხრე ცაზე შემომასკუპეთ

მადლობააააააააააააააააა

This entry was posted in პირადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to PayLess

  1. ნინო says:

    თაა, რა მაგარი გოგოოო ხარ :*

  2. შუ says:

    გილოცავ:) ეს ერთი და სხვა მრავალი

  3. ლელა says:

    გილოცავ :* ძალიან მიხარია :) ხშირად არ ვწერ კომენტარებს მაგრამ სულ გკითხულობ :)

  4. tuta_tuta says:

    გილოცავ თააა

    ძალიან გამიხარდააა რომ სულ წინ და წინ მიდის შენი ბლოგი, და გიფასდება შრომა :) :***

  5. ნინო says:

    გილოცააავ:):*

  6. სოფია says:

    გილოცავ თაა

    შენ გაცილებით მეტს მიაღწევ ჯერ სად ხარ, დამიჯერე

    იმსახურებ და მიაღწევ კიდეც

  7. SunRIse says:

    :) გილოცავ თაა

  8. ელა says:

    გილოცავ ლამაზუკა.შენაირი შრომის მოყვარე ადამიანებისთვის ეგ დასაწყისია,პრიჩომ გაასწორა მაგრად.და ყურის გახვრეტა რა გახდა ერთი რა?

  9. გილოცავ თააა:)

  10. გვანცა says:

    aqac gilocav…:))))))))

  11. Taa says:

    მადლობაააააააააააა

    აუ არ მინდა ყურების გახვრეტა, ჩემი ქალიშვილი ყურები მომწონს :დ

  12. eka says:

    გამიხარდაა <3

    თათა ქალიშვილ ყურებზე კარგად გამაცინე ))))))))))))))))))))

  13. თაა საყვარელიი… ძალიან გამიხარდაა… ძალიან საყვარელი ხარ:)

  14. და ჯერ კიდევ სად ხარ
    თაა <3 <3

  15. უკვე ძაან პოპულარული რომ ხდები ხო ხვდები/? :დ

  16. Taa says:

    sun_waiting – Veko

    მე მიხარია ბლოგი რომ ხდება პოპულარული, თან ძაან

  17. ვიკიკოს დედიკო <3 პოპულარული დედა-შვილი ! აავვ :) <3 ძალიან საყვარლობა.. რა შოკირებული იქნებოდი

  18. MrsMarch says:

    აუ რა კარგია:)

  19. გილოცაააავ :*:*:*:* ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>