ანა მიმინოშვილი იმ დიზაინერთაგანია, რომლის შესახებაც სამწუხაროდ მე ჩვენების დღემდე არც მსმენოდა არაფერი, პაკლონზე ერთი ციდა გოგონა გამოვიდა
არც ასაკი ვიცი მისი და არაფერი, თუ ვინმეს მოგეპოვებათ ეს ინფორმაცია შეგიძლიათ კომენტარებში დაამატოთ. მე ერთადერთი ის შევიტყვე რომ ანა თურმე მოსკოვში მოღვაწეობს.
რაც შეეხება კოლექციას, ვერ ვიტყვი რომ ძალიან მომეწონა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი რომ არ მომეწონა, ჩვენება დაიწყო საკმაოდ კარგად, განსაკუთრებით ფეხსაცმელმა მიიზიდა ჩემი ყურადღება და რამდენიმე მათგანი ძალიან მომეწონა კიდეც, მაგრამ ბიჭოლას თავი ყველანაირ ხედს მიფუჭებდა, მიუხედავად იმისა რომ მე და Fრეია პირველ რიგში ვიყავით მოსკუპულები.
ვიდეოს თუ კარგად გადახედავთ ნახავთ რომ ქართველ ხალხს, ისევე როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მოდის კვირეულებიც მობეზრდა, დარბაზში იმდენი ცარიელი ადგილი იყო დაგენანებოდა უპატრონოდ მდგარი სკამები :დ
ჩვენება მალევე შეიცვალა და წამოვიდა ერთგვაროვანი კაბები, რომელთა შორის დომინანტი იყო მუქი მწვანე ფერი, რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად ყელთან ამოჭრით განსხვავდებოდა და თევზის ფარფლების პრინტებით – ეს ეტაპი ამ ჩვენების საოცრად უინტერესო იყო ჩემთვის – არ მომეწონა
ჩემი შეფასების ფორმულა ასეთია: მომეწონა - ფართე შარვლები, ქამრები და ფეხსაცმელი, არ მომეწონა – კაბები ერთიორის გარდა. მაგრამ გამოყენებული მწვანე emerald ფერი ძალიან მომეწონა. მე ამის მეტი აღარ მინდა განვავრცო, შეფასება თქვენ თავად შეგიძლიათ გააკეთოთ ვიდეობის ნახვის შემდეგ.
მაგრამ აი მეორე ვიდეოში აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ქართველი მოდელების საქციელს – რომლებიც ისხდნენ პირველ რიგში და ანის (გვარი არ ვისი სამწუხაროდ) დანახვაზე მაგათმაც და ბიჭოლამაც ყვირილი ატეხეს, ანი – ანიო.
ანი მართლაც ერთ ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია ქართული მოდის სფეროში და უზომოდ მომწონს ეს გოგო რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ასე ხელის შეშლა და კივილ წივილი რა კულტურაა მართლა არ მესმის. დარწმუნებული ვარ არსად არ კივიან ასე ჩვენებებზე მოდელების სახელებს
ესეც ჩვენი ანი

ეს კი ვიდეოს მეორე ნაწილი – კივილებიანი :დ
სამწუხაროდ ბოლო ჩვენებებზე ვეღარ ვრჩები ვიკის გამო, ამიტომ გამოვედი თუ არა 5 წუთი იქვე დარბაზში გავჩერდით.







თაა, მე გუშინ გნახე მოდის კვირეულზე,ძაან გამიხარდი რომ დაგინახე. როგორი კარგი იყავი,ფერადი და zara-ს იარლიყიც როგორ ამაყად გიმშვენებდა ზურგს:):* ჩაგაკარტოჩკე
ირიიიიიიი,
რატო, რატო, რატო
რატო არ გავიცანით ერთმანეთი?
რა ვიცი,მომერიდა მოვსულიყავი, არ იფიქროს რა უნდა რა დაკარგვიაო, არადა შენს გვერდით ვიდექი ჩვენებაზე, ფოტოებს ვიღებდი
დახურვაზე თუ შევძელი და წავედი და თუ შენც შეძელი აუცილებლად მოვალ და გეტყვი “hello”
ფოტოებს თუ სურვილი გაგიჩნდება facebook-ზე აგიტვირთავ
ამ ბიჭოლა როგორ მიშლის ნერვებს რააა:D:D:D:DD:
ყველაზე მეტად ანა მიმინოშვილის ჩვენება მაინტერესებდა,ველოდი როდის დაწერდით
მადლობა, კაბები ძალიან მომეწონა! აქედან შევიტყვე მეტი დიზაინერის შესახებ
http://www.ptpress.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2046:miminoshvili&catid=7:0107shoubiznesi&Itemid=17
ირინკა
ფოტოები მინდა რა თქმა უნდა, რომელ ჩვენებაზე იდექი ჩემს გვერდით
აუ კაი რაა არ გცხვენიაა, რას ვიფიქრებ რაა ვიღაც ის კი არა ვარ
პირიქით იცი როგორ მიყვარს ხოლმე ჩემი მკითხველების გაცნობააააააააა
ელა
მეც საშინლად
Karamelle
welcome
გადავიკითხე ეს ლინკი, პოპულარული ყოფილა, ყოჩაღ გამიხარდა
ყველა ქართველის წარმატება მიხარია საზღვარგარეთ
უფრო პატარა მეგონა რომ გამოვიდა ჩვენების ბოლოს
მეც დაგინახე ადრე ჯიმარტში
რა შეეხება კოლექციას, მეორე ვიდეოში რამდენიმე კაბა ძალიან მომეწონა
თააა ეხლა მივხვდი რატომაც არ მოგეწონა, მე უფრო კარგ ჩვენებას ველოდი………უკეთესი შეუძლია…..
ისე პირველ ვიდეოში მწვანე კაბა მომეწონა(გრძელი არა, მანამდე რომელიც იყო) და მეორე ვიდეოში შარვალი და შავი ზედა თეთრი კრუჯოჩკებით.
შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს კოლექცია 40 წლის ქალბატონმა შექმნა)))))))
“Tamara”-ს ჩვენებაზე. 3d სათვალით რომ იყო , მეორე ჩვენებაზეც შენს გვერდით ვიყავი პრინციპში
შემდეგში აუცილებლად მოვალ.
მე ყოველთვის მაოცებს ჩემი ფოტოგენურობა :დდ
მე მომეწონა აპლიკაციებიანი კაბები და ყავისფერი პალტო, პრინციპში ისეც იცი, რას გიყვები
)) აი ის ბიბლიოთეკარი ქალები აფუჭებდნენ კოლექციას. ვეღარ მოვიცალე რომ მეც დავწერო რამე ბლოგისთვის, გადავყევი პაკაზებზე სირბილს
)
დღეს არ იყავი ხო ნიუქამერებზე?
არავინ არ მძულდა მეგონა მაგრამ ისე არვინ მძულს როგორც ბიჭოლა და ჩემი ყოფილი დედამთილი ამ ორ ადამიანს ნუ არ ვიცი რა 100ლიტრიან ადუღებულ ზეთში ჩავხარშავდი.
Nina Gorecki
არა 8ისკენ მოვედი ქებურიაზე და მერე მე პიეტრო, თემო და გუდო წავედით აეროპორტში, მაკლდი აშკარად რაააააააა
რატო არ დარჩი
მე დამაინტერესა პოდიუმის მოპირდაირე მხარეს ფერადი გოგო ვინ არის? ყვითელ შარვლიანი ნატუკაა თუ თაკო ჩხეიძე?
ეფემია
ნატუკაა, ნატუკა
ზოგადად რომ გითხრა საერთო შეფასება, არც მე აღვფრთოვანდი
თუმცა რაღაც დეტალები მართლა ძალიან მომეწონა და ამიტომ ვფიქრობ რომ ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს
თაა, მეც ვიყავი და დაგინახე სულ წინა რიგში იჯექი ვიღაც 2 გოგოსთან ერთად
მე მომეწონა ეს კაბები, მწვანე ფერის განსაკუთრებით
თუმცა ერთფეროვნება მართლა იყო
გამიხარდა რო დაგინახე, ეგრევე გიცანი