Guest Post by Salo
შოპინგი ანტალიაში – შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან.
თავიდანვე ვიტყვი, ეს არ არის სტამბული და იაფი საქონელი. კარგად გახსოვდეთ, ეს არის კურორტი, სადაც ბევრი ტურისტი ჩამოდის, შესაბამისად ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, რომ ახალი საქონლის შეძენის სურვილით აღვსებული ტურისტი ხელგაშლილია საზღვარგარეთ.
ბევრს გონია, რომ რადგან თურქეთია, ესე იგი იაფია. უფრო სწორედ, კი, სტამბულში და შესაბამისი „ტოჩკების“ ცოდნით ნამდვილად გახდით მანეკენენს ყველაფერს, სულ რაღაც 100 დოლარად (როგორ ეს ჩემმა მეგობარმა გააკეთა: შლიაპა, მაისური, პიჯაკი, ჰალსტუხი და შარვალი. ბრენდი: ჰილფიგერი და ბოსი თუ სწორად მახსოვს).
მეორე რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ თურქეთში ვაჭრობისას, ესაა თავად ვაჭრობა, შევაჭრება, ღიმილიანი წუწუნი ფასზე და ფასდაკლების ასევე ზრდილობიანი გამოძალვა. ეს წესია, ეს პატივისცემაა, ეს აუცილებელი პირობაა.

ჯადოსნური სიტყვა „sale”
(სადაც ფიქსირებულ ფასზე დაგიწყებენ საუბარს, გამოდით იმ მაღაზიიდან). ევაჭრეთ მანამდე, სანამ სასურველ ფასს არ მიაღწევთ (მაინც გამყიდველი დარჩება მოგებაში :დ). რუსული და ინგლისური ენები ძალიან „ხოდშია“. ასე რომ, არ გაგიჭირდებათ. პირადი გამოცდილებით: წავიღეთ თურქულის პატარა სალაპარაკო და აი ძალიან სახალისო იყო ჩვენი თურქულ-რუსულ-პანტომიმური ვაჭრობა არ დაიძაბოთ, არავინ გამოგადევნებთ: „თუ მყიდველი არა ხარ, გაიარე რა!“ ასე რომ, დაიმახსოვრეთ, თურქეთი განთქმულია იაფი და ხარისხიანი ტყავითა და ქურქით, იაფი და არც ისე ხარისხიანი ოქროთი და ხარისხიანი პირსახოც-ხალათ-საბანაო აქსესუარებით). შესაბამისად, კარგი ცოდნა და ამ საქონლის ცოდნა ძალიან გამოგადგებათ. (მე დავგოიმდი მგონი, „ტყავის“ ქამარი ვიყიდე)

ბევრი რომ არ გავაგრძელო: ანტალიაში დიდი სავაჭრო ცენტრებია Migros, Deepo. ამ სავაჭრო ცენტრებში ჯობია დილიდანვე მიხვიდეთ და მთელი დღე დაუთმოთ. მიგროსი საკმაოდ დიდია. (არ აგერიოთ სასურსათო მიგროსში). წარმოდგენილი ბრენდები: Colin’s, Collezione, Mango, Zara, Benneton, Mavi, LBT, Waikiki, Diesel, Guess, Polo, Koton… და კიდევ ბევრი სხვა, და ანუ იგივე, რასაც თბილისშიც ნახავთ და რაც მთავარია, ფასებია იდენტური.
არის ე.წ. „ბაზარი“. რომელიც წარმოადგენს მაღაზიების რიგს, სადაც სუვენირები იყიდება დიდი რაოდენობით. სუვენირები კიდევ ცალკე თემაა: პირსახოცები, ხალათები, ჩილიმი, საპნები (განთქმული ზეთისხილის) და სახეხი საშუალებები, ავი თვალისგან დამცავი უამრავი ის ლურჯი “თვალი“, კუები და მაცივარზე მისაკრავები, ლამფები და მუცლის ცეკვის შემოსაკრავები (ვიყიდე ერთი :დ და role-play პონტში ასწორებს ცკცკცკცკც )მოკლედ, რა ჩამოთვლის.

და ბოლოს… არა მანამდე ერთი ჩართვაც: კარგად ევაჭრეთ ტაქსს, რომ ნორმალურ ფასად მიგიყვანოთ ამ ცენტრებამდე, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ საწვავის ფასები თურქეთში ჩვენსაზე ორჯერ მეტია.
და ბოლოს, ანტალიის Duty Free – ბევრი ვერაფერი ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც მინდოდა ის შევიძინე: Clinique-ს კოსმეტკა, რაც დამიჯდა თბილისის ფასებთან შედარებით გაცილებით იაფი და ამერიკის ფასებთან შედარებით (რომ გამომეწერა), ცოტათი ძვირი. მე მიღირდა. ასევე სასმელი: ტეკილა გოლდი და ჰენესი ავიღეთ. შევადარეთ ჩამოსვლისას თბილისი ფასებს და მოგებაში დავრჩით

ასე რომ, განეწყვეთ კარგი დასვენებისათვის და შოპინგზე სასიამოვნოდ დაღლისათვის
პ.ს. სასტუმროებზე დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ჩემს ბლოგზე.
დიდი მადლობა taa.ge -ს





იF იF, რა გემრიელი ლუკმა შემოგვიგდე თაათ, ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები, თურქეთში იყიდება ძალიან ხარისხიანი ოქრო, ოღონდ იაფი საერთოდ არ ღირს
ეს არის ქვეყანა, სადაც არის შოპინგის და სერვისის კულტი, ანუ ესაა ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე მაგრად შოპინგობ. ვინც მიდიხართ წელს, იცოდეთ, რომ ყვეეეეელასი უშავესად მშურს
))
თაკო, პოსტი სალოს დაწერილია
ახლახან დაგვიბრუნდა ანტალიიდან
მე არ მივდივარ წელს ასე რომ მეც მშურს მათი
მაგრამ მე და შენ გვაქვს გოგოშკური შოპინგი ჩაფიქრებული სტამბულში ერთად
და ავასრულოთ უსიკვდილოდ
ანუ, წელს ორივე კბილებს ვილესავთ ხოო?
)))) მოკლედ, ეგ ჩაფიქრებული შოპინგი must-do list ში აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ეს ისაა, რაც აუცილებლად უნდა აღსრულდეს, ამინ!
თაკო გვაზავა
წელს არ გამოვა სავარაუდოდ, ან თუ გამოვა დეკემბერში :დ
შეიძლება შემდეგი გაზაფხულის დაგეგმვა
ძალიან განსხვავდება სტამბულის შოპინგისგან. გრანდ ბაზარზე შევაჭრება შეიძლება,მაგრამ სავაჭრო ცენტრებში „მასიმო დუტის ჩანთაზე დამიკელი რა“ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია
სამაგიეროდ ფიქსირებული ფასები უდემოკრატიულესია <3 ისე კი მეეჭვება სტამბულში 100 დოლარად მანეკენს „გახადო“ 
თბილისის იდენტურ ფასებს ჯანდაბამდეც გზა ქონია :დდ ანტალიაში მარტო საჭყუმპალაოდ უნდა წახვიდე )
შენ ბლოგზე აღარ უნდა შემოვიდე ხოლმე, თორე მერე დორბლებს ვყრი :დ
ნინა ,
მიგროსში რა თქმა უნდა ვერ ივაჭრებ, მაგრამ დიპოში, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს კულტურულ დისქაუნთ ცენტრს წარმოადგენს, ადგილს, სადაც შეიძლება, რომ ნაინ ვესტის ფეხსაცმელი 25 ლირად შეიძინო, ვინ ოხერი და ნაგლი გაბედავს რომ კიდევ რამეზე ივაჭროს?? თუმცა, შეიძლება შეხვიდე უმაგრეს ტყავის უნივერმაღში და სასწაულები მოახდინო, ჩემი პირადი გამოცდილება მოიცავს ერთი ულამაზესი ტყავის პლაშოვკის შეძენას, რომელშიც, საწყისი ფასის 900 ევროს ნაცვლად, სასიამოვნო ღიმილისა და 20 წუთიანი შებმის მერე 300 დოლარი გადაიხადა ჩემმა მეორე ნახევარმა. ასე რომ თUრქეთში ვაჭრობა ნამდვილად ღირს
ვეკო
ვერსადაც ვერ წახვალ, ისეთი მკითხველებზე ორიენტირებული გეგმები მაქვს რომ შენნაირ აქტიურ ადამიანებს ვერსადაც ვერ გავუშვებ
ვერ შეგელევით!!!
აი რაც შეეხება შევაჭრებას – მე ბაზარშიც ვერ ვევაჭრები ვერავის – მერიდება რაღაცნაირად :დ :დ :დ
აუ როგორ მომინდა თურქეთში შოპინგი. ალბათ ერთ დღეში გავკოტრდებოდი
ვაუ !
მალე მოვიდეს ჩემი მოგზაურობის/შოპინგის დრო ! : )
აუ ეს პოსტი ჩემთვის მისწრებაა,რადგან 17ში ტურქეთში ვიქნები,და გემრიელად უნდა ვიშოპინგო
ამ ზაფხულს ამჯერად უკვე ამოსარჩევი მაქვს – ბათუმი თუ თურქეთის რომელიმე ქალაქი და ეს პოსტი ძალიან გამომადგება ^_^
მგონი მაღაზიაში რამის ყიდვის უნარჩვევები საბოლოოდ დავკარგე
მეც ყველასი მშურს ვინც წელს მიდის : ))