საბანკეტო ციებ-ცხელება ჰეარჰაუსში

ამ პოსტის შემდეგ, სადაც ჰეარჰაუსი და taa.ge გთავაზობთ სრულ საბანკეტო მომსახურებას 60 ლარად, მართლაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა ამ შემოთავაზებით

და დღემდე გრძელდება ჩაწერები საბანკეტო სეზონზე, ერთადერთი პირობა იყო მინიმუმ წინა დღეს მისვლა და ვარცხნილობის შეთანხმება …

დღეს მომაწოდეს რამდენიმე სურათი უკვე შესრულებული ვარცხნილობების და მაკიაჟის, დავდებ აქ კატალოგის სახით იყოს თუ ვინმეს დაგაინტერესებთ.

ვის რამდენად მოგეწონებათ ვარცხნილობა – ეს არ არის მთავარი, თქვენ თქვენი შეარჩიეთ, მთავარი შესრულების ტექნიკაა, რომელიც საკმაოდ კარგი გამოვიდა როგორც ერთი შეხედვით ჩანს სურათებზე:

ზოგს სადა მოსწონს, ზოგს რთული ვარცხნილობები, ზოგსაც გადაპრანჭული

მაგრამ მთავარია, რომ აქცია გრძელდება და შეგიძლიათ ისევ ისერგებლოთ

This entry was posted in Life, as it is ... and tagged , , , , . Bookmark the permalink.

59 Responses to საბანკეტო ციებ-ცხელება ჰეარჰაუსში

  1. ირინკა says:

    მაგ სალონში ერთხელ მე ვნახე, გოგოს რა უქნეს, მომინდა ჩავრეულიყავი და მეთქვა ასე ნუ წახვალ-მეთქი, ნამდვილი კაშეი იყოო =))) თუმცა თვითონ აშკარად მოსწონდა. ასე რომ, კლიენტზე ნაღდად ბევრია დამოკიდებული.
    1 თვის წინ დაახლოებით, ბავშვს ვნათლავდი და მივედი მანდ, 10 ვარცხნილობიდან რაც ვაჩვენე, ვერც ერთს ვერ გაგიკეთებო. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო გაეკეთებინათ ზედმეტი ლაკების, მუსებისა და იმ ყველაფრის გარეშე, რაც თავს დასაბან ვიდს აძლევს, გოიმობაა და მეზიზღება =)) ბოლოს რაგაცაზე შევთანხმდით.სურათში რაც იყო იმის მეასედიც არ გამოვიდა, მაგარი ბანძი იყო =))) მესამედ ვცადე მანდ ვარცხნილობა და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ვერ აკეთებენ.
    ისე, ყოველდღიურად ნორმალური სალონია,ნორმალურად აკეთებენ ჩვეულებრივ რაღაცეებს და ფასები აქვთ ძალიან მისაღები, მაგრამ გასაპრანჭად არ ვარგა, თუ გოიმი არ ხარ =)))
    რაც შეეხება, მაკიაჟს, არ შემიძლია არ დავეთანხმო ზევით ვიღაცას, რომ ამას მაკიაჟი არ ქვია =)) მოკლედ, ჩემი სუბიექტური მოსაზრება დავაფიქსირე =))

  2. რომელიმე სალონს გაუწიეთ მაშინ რეკომენდაცია, სად ჯობია განსაკუთრებული ვარცხნილობის გაკეთება+მაკიაჟი+სხვა რამე–რუმეები :ს
    ზოგადად ვიცი “კარგი” რომელიც იქნება, მაგრამ უკვე გამოცდილი კლიენტურის აზრი მესაჭიროება.

  3. ირინკა says:

    პირადად მე მომწონს ეკა ჩანჩიბაძის ვარცხნილობებიი =))

  4. ეკა ჩანჩიბაძე ვინაა და სად მუშაობს?

  5. 899-19-75-71 მგონი ესაა ნომერი ხო? თუ არ გამოცვალა. ვსო, გავიგე უკვე ყველაფერი, რაც მაინტერესებდა ^_^

    და ისე, მისი გაკეთებული მაკიაჟის რამოდენიმე სურათი ვნახე და არ მომეწონსა :ს ყველა ერთანირია …

  6. ირინკა says:

    ხო რა ვიცი, მე ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირეე. შეიძლება შენ ვარცხნილობაც არ მოგეწონოს, ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი რაა =)) მოკლედ, წარმატებებს გისურვებ და გისურვებ ყველაფერი საუკეთესო აარჩიო შენთვის მნიშვნელოვანი დღისთვის =))

  7. თაკო გვაზავა says:

    ვეკო, ვარცხნილობაზე ან ისი პარის გირჩევ ან ნატალის. ჩემს ქორწილში გავიკეთე “კლეოპატრაში”, კავსაზის და ბარნოვის კუთხეში იყო ხოლმე ძალიან კარგისალონი, მახსოვს ერთი თურქი ყავდათ, პრობნიკიც დაუზარებლად გამიკეთა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ზუსტად ვიცოდი ქორწილში თმა როგორ მექნებოდა. მაკიაჟი გავიკეთე მაკა შავერდაშვილთან და მთელი გულით გირჩევ, რომ შენც მას მიმართო. მართლა ძალიან მაგარია, აი ვერ ვიცანი ჩემი თავი ბოლოში, მართლა. ასე რომ, წარმატებებს გისურვებ :)

  8. ელენე says:

    ყველას ჯობს Fრანკ-პროვოსტი)

  9. taknatuna says:

    ჩემი ბანკეტის ვარცხნილობა დღემდე მომწონს, უბრალო და სადა,
    მე <3 ლოკონები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>