დიდი ხანია მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ვერ მოვიცალე რომ ნორმალურად მომეყოლა.
დაახლოებით თებერვალში, თუ არ ვცდები ვცადე კბილების მოვლის დაწყება და ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ამაოდ. სამსახურმა და ბავშვმა არ მომცა ამის საშუალება. დავდიოდი ისევ უამრავი პრობლემით ვიდრე ჩემმა ერთმა მეგობარმა, პირდაპირ კაფედან სადაც ძაან ვიწუწუნე უკანა კბილი მტკივა მეთქი – პირდაპირ არ გამაქანა თავის კლინიკაში.
იმ დღიდან მოყოლებული უკვე 1 თვეა, როგორც კი გამოვნახავ საღამოს დროს, საშინელი საცობების და გადათხრილი აღმაშენებლის გამზირის მიუხედავად გავრბივარ კლინიკაში.
ალბა-დენტი ქართულ ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკაა, ძალიან მძლავრი კონტაქტებით და პარტნიორებით ინგლისში, ძალიან კომფორტული და სასიამოვნო ინტერიერით, საზღვარგარეთ კვალიფიცირებული და განათლება მიღებული ექიმებით და ძალიან კარგი სერვისით, რაშიც თავადაც დარწმუნდებით თუ დაინტერესდებით.
ზოგადად მე ექიმების მიმართ საკმაოდ მტრული დამოკიდებულებით გამოვირჩევი, არ მიყვარს ხოლმე ექიმებთან ვიზიტები, წამლები და მკურნალობა. მაგრამ პირველად რომ შემოვედი ალბა დენტში საერთოდ ვერ ვიგრძენი თავი სტომატოლოგიურ კლინიკაში - გარედან შემოდიხარ საკმაოდ გრილ ჰოლში, რომელიც რამოდენიმე საფეხურით ადის მოსაცდელ დარბაზში, ჰოლში არის უზარმაზარი სარკეებიანი კედელი – რომელიც საცეკვაო დარბაზს მაგონებდა, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან კარგი გასართობია. ინტერიერი ჩემდა გასაკვირად ორ ყველაზე ტრენდულ ფერში: ფორთოხლისფერში და ლურჯში იყო გადაწყვეტილი და ძალიან სასიამოვნოდ და მყუდროდ გამოიყურებოდა.
შევედით და მალევე მოგვაქციეს ყურადღება, ჩემს მეგობარს უკვე კარგად იცნობდნენ, ხშირი სტუმარია მათი და მეც მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი რომ ამ კლინიკის ქება დიდების მეტი არაფერი მახსოვს უკვე კარგი ხანია ხათოსგან.
გამიმართლა რომ კლინიკა 8 საათამდე მუშაობს, სამსახურიდან რომ მივქრივარ 20 წუთში იქ ვარ ხოლმე. კლინიკაში დადის უამრავი ადამიანი და მათ შორის უამრავი ბავშვი, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, აღმოჩნდა რომ კლინიკის ხელმძღვანელი მაკა გველესიანი ყოფილა ბავშვ პაციენტებთან ურთიერთობის ექსპერტი, უპრობლემოდ უკეთებს ყველაფერს ყველა ბავშვს, აქვს განსაკუთრებული მიდგომა მათდამი. ეს იყო ყველაზე მაგარი ნიუსი ჩემთვის, ვიკის რომ კბილების პრობლემა დაეწყება ვიცი უკვე სადაც უნდა მოვიყვანო, თან დღეს როგორც ვიცი ყველა კლინიკას არ აძლევენ ბავშვი პაციენტების მიღების ლიცენზიას.
ცოტა ხანში მეც ექიმის კაბინეტში აღმოვჩნდი, მაკაც გავიცანი – რომელიც ძალიან სასიამოვნო ექიმი აღმოჩნდა, გამოიკვლია მთელი ჩემი პირის ღრუ, დეტალურად დავათვალიერეთ თითოეული კბილი და ჩამოვწერეთ ყველაფერი რაც მაქვს გასაკეთებელი: დაბჟენა, კერამიკით შეფუთვა, ხიდი, გაწმენდა და გათეთრება.
თანხა რაც მჭირდება საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მაგრამ ხათომ დამარწმუნა რომ არ გავბედო და არ ვეძებო სხვა იაფიანი ადგილები, რადგან ვერსად ამ ხარისხს ამ ფასად ვერ მომცემენ. ამიტომ დავთანხმდი, გავწერე ხელფასების მიხედვით ეს თანხა და დავიწყე მკურნალობა. ამჯერად მაინც შევეცდები რომ ბოლომდე მივიყვანო და გაჩვენოთ და გაგაცნოთ თითოეული მტკივნეული და არამტკივნეული დეტალი იდეალურ პირის ღრუმდე.
ეხლა უფრო თავისუფალი პერიოდი დამეწყება, რამდენიმე დღეში ვიკი სოფელში წავა დასასვენებლად და მეც უფრო აქტიურად და თამამად დავიწყებ კბილების მოვლას.
თუ ვინმეს გაინტერესებთ – ალბა დენტი არის პლეხანოვზე, ყოფილ შეროზიას ქუჩაზე – ამჟამად ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა ჰქვია – 9 ნომერში
ტელ:2 910 102
შემომიერთდით ![]()








თაა, მიახლოებით ფასებსაც თუ დაწერ??
სასიამოვნო კომფორტული და გამოცდილი ექიმების ხელშI ხარ თააათ
წარმატებები
მე უფასო სტომატოლოგი მყავს
ირინკა
3 დღეში კიდევ ვარ მისასვლელი და აუცილებლად გამოვართმევ სრულ პრაის ლისტს
ვეტყვი რომ მეგობრები დაინტერესდნენ და დავდებ
კატერინა
ყოფილხარ?
ანო დამყავდა ადრე, ეხლა არ ვიცი რა ხდება მანდ მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთესი სიტუაცია იქნება
თათ, ალბა-დენტზე მეუბნებოდი ალბათ მეც ხო? ადრე მაკა გველესიანი მუშაობდა კერამიკოში, ძალიან დიდხანს, ჩემი პირადი ექიმი იყო, წლები დავდიოდი, მერე თითქოს გადავყევი ალბაშიც, მაგრამ რავი აბა, მაინც არ დამხვდა იქ ის, რაც კერამიკოში მქონდა, თან ფასებიც არ მომეწონა დიდად, პლუს ამას, ვიცოდი, რომ კერამიკოში თეა ჩუბინიძე იყო და მოკლედ, ისევ აქეთ ვარჩიე სიარული და არც შევმცდარვარ. ისე მაკა ნამდვილად არაა ცუდი სპეციალისტი. ისე დადე მართლა მაგათი პრეისკურანტი, ძაან საინტერესოა..
Kარგი იმფორმაციაა:) რომ ჩამოვალ თუ რამემ შემაწუხა (გმერთა არ ქნას) ვიცი სადაც უნდა მივიდე:)http://shu84.blogspot.com
აუ მეც ფასები მაინტერესებს , გაწმენდა გათეთრების
თაკო გვაზავა
მე არ ვყოფილვარ კერამიკოში, მაგრამ მოხიბლული ვარ ამ კლინიკით
ფასებს დავწერ 2-3 დღეში აუცილებლად
თაა <3
ეხლა ვეძებდი სწორედ კარგ კლინიკას სადაც შეიძლება კბილების მოვლა და გაწმენდა
ველოდები შენს შემდეგ პოსტს ფასებთან დაკავშირებით
უი, პირველ სურათზე ჩემი კლასელები არიან ^_^
ფასები მეც მაინტერესებს
კერამიკოში დავდიოდი თამრიკო წერეთელთან, ახლა ისიც ალბა დენტში მუშაობს, შესაბამისად, მეც ამ კლინიკის პაციენტი გავხდი და კმაყოფილი ვარ
რა გამოსადეგი სტატიაა, ძალიან მომეწონა. ძალიან გამიადვილდება არჩევანის გაკეტება.
კიდევ იცი რა მაინტერესებს? რომელ გინეკოლოგს მირჩევ? შენ ვისთან დადიხარ <3
მართლაც მშვენიერი და ინფორმაციული პოსტია
ვაპირებ მკურნალობას კბილებზე და ალბათ გავივლი მანდ, ოღონდ მე ალბათ სექტემბრიდან
გუგლში ვნახე ეს სტატია ამ წუთას
საინტერესოა, მაგრამ ალბათ სჯობს ფასები დაწერო, შენ როგორ მოგემსახურნენ, რა გაიკეთე ეს ყველაფერი აღწერო
რომ მერე ჩვენც მოვიფიქროთ წასვლა
მე პირადად მართლა ვეძებ კარგ სტომატოლოგიურს ჩემთვის და ჩემი ბავშვისთვის
ასე რომ დაველოდები გაგრძელებას ამ პოსტების
მე მახსოვს თებერვალში რომ დაწერე კბილების მოვლაზე და იქ აღარ დადიხარ?
რატომ აღარ დადიხარ?
ეს რითი სჯობია?
მე საშინლად არ მიყვარს კბილის ექიმები – მაგრამ 2 კბილი მაქვს გასაკეთებელი
ჰმმ, სიამოვნებით ვკითხულობდი, კბილებზე არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია, გარდა ერთისა, ორი კბილი მაქვს გასასწორებელი, როგორც კი გამოცდებს მოვრჩები, მათ კლინიკას ვეწვევი რკინების გასაკეთებლად
აბსოლუტურად გეთანხმებით, კბილის ექიმთან მისვლა არც მე მიყვარს ხოლმე
მაგრამ აქ კარგად ვიგრძენი თავი
და ამ დღეებში როგორც დაგპირდით გავალ და ფასებს გავიგებ ყველა მომსახურებაზე და დავწერ
თათ, ფასებს თუ გაიგებ კარგი იქნება მართლა, და ბარემ თხოვნა: კბილების გასწორება რა ჯდება ისიც გამიგე, ბრეკეტებიც და ჩვეულებრივი რკინებიც
ყველას გირჩევტ ალბა დენტს, ხარისხს ვერ დაიწუნებთ და არც გაგაკოტრებენ:)))))))))).
ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა სტომატოლოგიაა.ალბადენტში მაკასთან ბავშვები სიხარულით მიდიან.
ჩემი ცირკონოკერამიკის კბილები ალბადენტის დამსახურებაა, მაკას და ლევანს ძალიან დიდი მადლობა.
თათუკ გათეთრება რა ღირს ხომ არ იცი? ))
აბა ფასებს დავწერო?
:/
ზაფხულს რომ დავამთავრებ აუცილებლად უნდა მივხედო კბილებს! ძირს შიში და დასაპლომბი კბილები!:|
მე ვიყავი მისული და მართლა კარგი ინტერიერია
ფასები შეიძლება ცოტა ძვირია სხვა კლინიკებთან შედარებით, მაგრამ ხარისხის შესაბამისი ნამდვილად არის