ვინც ჩემს ბლოგს აქტიურად კითხულობს და ეცნობა, იცით რამდენად დაკავებული ადამიანი ვარ. რომ 10დან 7 საათამდე სამსახურიდან ვერ გავდივარ, შესაბამისად თბილისის მაღაზიებს და აქ წარმოდგენილ პროდუქციას არც ისე კარგად ვიცნობ ხოლმე. ამიტომ მიწევს ინტერნეტ მაღაზიებით სარგებლობა.
თუმცა, გუშინწინ ამ მხრივ მქონდა გამონათება, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რომელიც პავლოვზე მდებარეობდა, გამოვუყავი ჩემს თავს ცოტა დრო და აქსისის შოპინგ ცენტრში შევიარე დასათვალიერებლად.
ყველაზე, ყველაზე დიდი ყურადღება ერთმა უუუუუუუუძალიან – თანამედროვესმა, გამაოგნებლად მაგარი და ულტრათანამედროვე ინტერიერით გამორჩეულმა მაღაზიამ FActory-მ მიიპყრო.
მაღაზიაში მხოლოდ 2 უსაყვარლესი გოგონა იმყოფებოდა, რომლებთანაც საკმაოდ დიდი ხანი დავრჩი და ბევრი ვისაუბრეთ. აღმოვაჩინე რომ, FActory- ყოფილა ყველასთვის უსაყვარლესი ბრენდის “ჯინსის გალერეის” შვილობილი მულტიბრენდული მაღაზია, სადაც ფეხსაცმლის დიდი არჩევანის გარდა არის უამრავი ძალიან ხარისხიანი აქსესუარი, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის, ფალკესა და ბურლინგტონის წინდები და ლევისის ტრუსები. ლევისის უამრავი ნაწარმი და ბენსიმონის მსოფლიოში ცნობილი ფერადი და ძალიან კომფორტული კედები.
მოდით მოგიყვებით თანმიმდევრულად, რამ შემიტყუა მაღაზიაში? ? ?
ინტერიერმა
- და უზომოდ გახარებული და გაოცებული აღმოვჩნდი როცა გავარკვიე რომ მაღაზიის ინტერიერი ქართველი უნიჭიერესი დიზაინერების გუნდის ROOMS -ის გაკეთებული იყო. თუ ჩემი პოსტები გაქვთ წაკითხული მილანის გამოფენაზე, გემახსოვრებათ რომ რუმსი, მილანის ავეჯის გამოფენაზე იღებდა მონაწილეობას– როგორც ნიუქამერები , მაშინვე უზომოდ მომხიბლა მათმა კონცეპტებმა, ხისგან გაკეთებულმა სანათებმა.
ანალოგიურად ამ მაღაზიაშიც აქვთ ხე – პალეტების სახით გამოყენებული, გამოყენებული აქვთ ასევე კონტეინერების ნაჭრები, რკინის ბადეები და დიდი სასაწყობე კაუჭები:

FActory - არის წარმოდგენილი 2 ადგილას თბილისში – აქსისის სავაჭრო ცენტრში და თბილისი ცენტრალში, აუცილებლად ეწვიეთ – დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემნაირად მოიხიბლებით. ისიც გავიგე რომ მალე ბავშვის ხაზი ექნებათ და ვიკიკოსთვის შემეძლება ძალიან მაგარი კეტები შევიძინო აქვე.
მე პირადად რაც მომეწონა ძალიან იყო ლევისის “შლოპკები”, კაშნეები, რამდენიმე ფეხსაცმელი და ფერადი კედები:
უხილავი წინდები გარკვეული ტიპის ფეხსაცმელისათვის, დიდების და ბავშვების ზომები
საზაფხულო ფეხსაცმელი ქალებისთვის
ლევისის და ვრანგლერის სპორტული ჩანთები
უამრავი კედი ქალის, ბავშვის და მამაკაცის ლევისის, GAS-ის, ბენსიმონის,
მოკლედ მე გირჩევთ, მიდით არ ინანებთ და აქვე გეტყვით რომ ჩემმა შოპაჰოლიკობამ ვერ გაუძლო წარმოდგენილ უსაყვარლეს პროდუქციას და ხელცარიელი არ გამოვსულვარ, ვიყიდე ლევისის უსაყვარლესი საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც სულ რაღაც 99 ლარი ღირდა
დღეიდან FActory – ჩემს ფავორიტ მაღაზიათა სიაშია

















თათა მაგ კეტებს დიდი ხანია დავადგი თვალი, ძალიან მომწონს? ფასი ხომ არ გაგიგია? ფეხსაცმელები ძალიან ლამაზია. გილოცავ.
ეს სასტიკი ავატარი როგორ შევუცვალო ჩემს პოსტებს?
)))))
არასდროს ვყოფილვარ მაგ მაღაზიაში
დიზაინს რა დაემართა?
ეს ესპადრელია ახალი??…ძალიან საყვარელია
ინტერიერზე გეთანხმები, მეთბილისი ცენტრალში მაქვს ნანახე და მააგრად მომეწონა
khatiaa
)))))
მეც ეგ კითხვა დამებადა
“უხილავი წინდები გარკვეული ტიპის ფეხსაცმელისათვის”- რა საყვარლად არის აღწერილი <3 მართლაც კარგი მაღაზიაა, თუმცა მაინც თურქული ლევისია ალბათ.
გრავატარში უნდა შეხვიდეთ ხატი და ეკა
და იქედან შეცვლით
http://en.gravatar.com
მაგაზია ამაზე უკეტესი დიზაინიტაც მინახავს:) დზალიან აბდაუბდათ არის განლაგებული კველაფერი
shu
რა აბდაუბდათ? იდეალურად წესრიგშია ყველაფერი
ა ხო
)))))))
ჩემს სტილში არ ზის ეგ მაღაზია
ბენსიმონის კედებზე ვგიჟდები
ყველა ფერი მექნებოდა სიამოვნებით
უხილავი არა, მაგრამ მე მინდა ისეთი მოკლე გეტრებივით მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე რომ მეცვას და მაქმანებივით გადმოშვებული რომ იყოს… მიმიხვდით ალბათ ხო?
სწორედ დიზაინი აუხეშებს ფეხსაცმლის სილამაზეს. მე არ მომწონს რაღაც..
ფეისბუკზე ვათვალიერებდი ამ მაღაზიის სურათებს, ახლა ფასდაკლებები აქვთ თან და მმმ უნადა მვოასწრო კედების ყიდვა
ბავშვების ხაზს თუ გააკეთებენ ძალიან კარგი იქნება ♥.. მეც ხშირი სტუმარი ვიქნები
აუ ამ მაღაზიის გვერდი არის facebookshii? თუ არის მითხარით და დამილინკეთ ან საიტი თუ არის
salome
ჯინსის გალერეის ქსელის მაღაზიაა
მოძებნე ფეისბუქზე ჯინსის გალერეა და იქვე ნახავ ფაქტორის შესახებ ინფორმაციებს