თბილისი გადაყვავილდა, აი მართლა გადაყვავილდა
ამ ბოლო დროს მქონდა საშუალება სხვადასხვა ადგილებში მოვხვედრილიყავი, საბავშვო გასართობ პარკებში, სხვადასხვა ივენთებზე, სავაჭრო ცენტრებში . . . და ყველგან, ყველგან თვალებს იტაცებს Floral Prints.
კარგია, ცუდი არ არის, მაგრამ ამდენი გადაყვავილებაც არ შეიძლება, სხვა პრინტებიც აქტუალურია სეზონზე და სხვასაც მიხედეთ
ამჯერად მინდა ხილზე გავამახვილო ყურადღება, ხილი ისეთივე აქტუალურია თქვენს სამოსზე ამ ზაფხულს – როგორც ყვავილები – და ერთი რჩევა მინდა მოგცეთ – იმისათვის რომ ყველასნაირი ტანსაცმელი არ გეცვათ, არსებობენ სარეკლამო კომპანიები რომლებიც 10 ლარად აკეთებენ პრინტებს მაისურებზე, აიღეთ გუგლიდან საინტერესო ხილეული და დაპრინტეთ თქვენი მაისურები, რადგან კარგად ვიცით რომ PRADA-ს ფული ყველას არ გვაქვს
Prada’s S/S11 collection

Moschino
Topshop
Charlotte Olympia
Topshop

Stella McCartney Citrus-Print Silk-Satin Dress
Urban Outfitters
Anna Sui

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მსგავსი მარგალიტები მე თბილისშიც მომეპოვებიან, მაგალითად თათა პატარაია, ულამაზესი ალუბლებიანი მაისურით
და ნატუკა ქარქაშაძე – სტელას ტოპით
ორი უსაყვარლესი და ძალიან გემოვნებიანი ქართველი გოგონა









რა ლამაზებია
)))))))
ძალიან კარგი გემოვნებ გაქვს <3
აუ, თაა, პირველივე სურათი ძალიან საშინელებაა. მერე რა რომ პრადაა, საშინლად გაუფუჭა სხეულს ფორმაც და პროპორციაც.
ფერების შეხამებაც კოშმარია.
დანარჩენები მეტ-ნაკლებად მომეწონა, მარწყვის სამოსზე ხო საერთოდ გადავირიე
ხილი მიყვარს მხოლოდ ლანგარზე, ან ტკბილეულში, ტანსაცმელზე არ მომწონს:)
თუმცა, მოდას რომ არ ჩამოვრჩე, წავალ ხილიან წინსაფარს შევიძენ და მერე დაგენახვებით:D
Prada’-ს და McCartney-ს კაბები არ მე მომეწონა.. სტელას შექმნილი კაბები ჩოგბურთისთვის ძალიან მომწონს, მაგრამ ეს კაბა რაღაც ორი სხვადასხვა “ნაკუწის” უგემოვნო კომბინაციაა IMHO
პ.ს. თაა, ვინ არიან ეს გოოები?
ალუბლიანი მაიკა მომეწონა, თუმცა საპიჯაკედ ვერ გავიმეტებ:D
პეპი
მე ალუბლიან მაიკაზე მეტად მეორე გოგონას ჩაცმულობა მომეწონა, უფრო სწორედ კი შეხამება ^_^
საერთოდ არ ეტყობა ამ ფოტოს, რომ საქართველოშია გადაღებული
ყვავილებიანი და ლეოპარდის პრინტი მაინც ჩემი ფავორიტია,არ მომწონს ეს ხილი სამოსზე და ჰა
) ერთადერთი ლიმონიანი პრინტი მომწონს ისიც ისე რა..
ნატუკა ქარქაშაძე – <3
ალუბლებიანი მაისური მომეწონა, მაგრამ ზოგადად არა, ეს ჩემტვის არაა.
ხილ-ბოსტანი მეც ვერ. ერთადერთი ალუბლიანი სამოსი მომწონს, რაღაცნაირად საყვარლად გამოიყურება. გაიხსენეთ ენ ჰეთვეის ალუბლებიანი კაბა,2010 ან 2011 ოსკარზე ეცვა, რა საოცრება იყო. კიდევ ალუბლის მინანქრის საყურეები მაქვს ნანახი ვერნისაჟზე, თავისი კულონით და იმაზე გადაირიე მახსოვს, და რატომ არ ვიყიდე დღემდე ვერ ვიხსენებ.
პეპი
ნათი როგორ მევასები იციიიიიიიი
აი ძაან
პრადა არც მე მომწონს, უბრალოდ ტრენდულია და დავდე
ეს გოგოები თბილისელი კრასავიცები არისნ – ყოველთვის ძალიან გემოვნებით ჩაცმულნი
<3 – ორივე
ძლივს რაღაცაში დამეთანხმე :დ
თაკო გვაზავა
ალუბლებიანი საყურეები ბევრ ბრენდს აქვს და ძალიან ლამაზუნებია
აუ სადღაც მაქვს პოსტი ნანახი, ვერ ვიხსენებ ეხლა
ხილეული ყურებზე
თუ ვნახავ ვთარგმნი და დავწერ
არ მომწონს, არც ხილი, არც ყვავილები
თაა? ვაი, ეს ჩემზე თქვი – “ძლივს რაღაცაში დამეთანხმე :დ”-ო? პრინციპში, როცა არ ვაკომენტებ, ჩათვალე რომ გეთანხმები:)
ისე, სულ არ ვთვლი, რომ რასაც წერ – ის ყველაფერი შენია და რაც არ მომწონს – შენ გაკრიტიკებ მაშინ, უფრო ინფორმაციული მგონია და ჩემს აზრს ვაფიქსირებ:)
ბოდიში, იქნებ ვინმემ ამიხსნათ მატრიოშკა ზედა როგორია? მადლობა წინასწარ
პეპი
არა შენზე არა, სმაილები რომ აქვს ხოლმე ნიკი იმას ვუთხარი
– ყველანაირი აზრი საინტერესო და მისაღებია ჩემთვის – რჩევაც, კრიტიკაც და კომპლიმენტიც
ასე რომ არც ერთი მკითხველი არ ხართ შეზღუდული
გორსალა
ძალიან დეტალურად ახსნა ადამიანმა რომ შეეშალა და “მატროსკა” უნდა დაეწერა და რა საჭიროა ეხლა ეს გამოკიდება? ? ?
მითუმეტეს რომ ამ თემაში არ იყო მაგაზე საუბარი
მე დღესვე ავალ ეშაფოტზე! ისე, სერიოზულად რომ გიპასუხო, Gორსალა, აზრზე არ ვარ როგორია.
უსაყვარლესი თათა პატარაიას ულამაზესი მაისური კლუბ PACHA-ს სიმბოლოა.
უი ეს გოგო ქვედა – ნატუკა
თბილისი ფეშენ ვიქზე იჯდა შენს გვერდით მაგ ფორმაში ზუსტად
ხომ არ ვცდები თათ?
პიპა
მართალი ხარ, იბიცაზე აქვს ნაყიდი
PACHA–ს მაღაზიაში
თაკო გვაზავა
დაეტიე სადაც ზიხარ – ეშაფოტზე მაღლაკელიძე ავიდეს
ძალიან მაგარია ხილეულობა, მე ძალიან უბრალო ჩანთას მაგრამ მარწყვებით ველი ამ დღეებში, თუ სწორად შევუხამე სამოსს უბრალოდ არ უნდა გამოჩნდეს…ვნახოთ
http://fashiony.ru/page.php?id_n=27069
ვისაც მატრიოშკები აინტერესებს
ლანა, ეს მატროშკები ალბათ უფრო რუსულ ბაზარზეა პოპულარული და არა საერთაშორისო სივრცეში, მე ასე ვფიქრობ, დაახლოებით ისე, როგორც “სამოსელი პირველმა” და მერე უკვე ბევრმა ქართველმა დიზაინერმა დანერგა და პოპულარიზაცია გაუწია ქართული ჩოხის თანამედროვე სახეებს. ისე, საკმაოდ ლამაზია. აქამდე არ ვცნობდი
nu ubralod vikitxe, vis gamovekide? vin axsena isic ar maxsovs, mainteresebda rogori iyo.ratom gagiziandit, ager gogonam gamcapasuxi mshvidad. ლანა madloba
რა დრო იყო ბავშვობაში მატრიოშკებით რომ ვთამაშობდი
ერთმანეთში ვაწყობდი და ბოლოს 1 იჩითებოდა
ნეტა ეხლა თუ იყიდება ეგეთI :დ
აქ რა ამბები ყოფილა
sadა რაღაც რუღაცეები მიყვარს პირადად, აი ბალეტკებს და ბალიან თეთრ მაისურს სიამოვნებით ჩავიცვამდი.
ვერ ვიტან ყვითელ ფერს: ( მაქვს ყვითელი რაღაცეებიც მაგრამ აი ეს ფერი არ მიყვარს რატომღაც და ვერიდები:? არასოდეს მიყიდია ყვითელი ტანსაცმელი