მთელი წლის ნანატრმა ზაფხულმა ისე ჩაიარა, რომ ვერც მივხვდი რატომ ვნატრობდი ზაფხულს, აუტანელ სიცხეებზე არ მიოცნებია, არც გველებზე და კალიებზე, უბრალოდ ვოცნებობდი დასვენებაზე, მზეზე, ზღვაზე – ამ ყველაფერმა კი ჩემს ცხოვრებაში სექტემბერში გადაინაცვლა, საქმეები და შემოსავალი ისე გადანაწილდა რომ ზაფხული ვერ გავიმეტე დასვენებისთვის.
პირველ ადგილზე ვიკის დასვენება იდგა, ხოდა რაც მთავარია ვიკი ისვენებს კარგად, მთაშია და ზღვაზეც დაჰყავთ ურეკში, აქ რომ ჩამოვა 3 დღე უწევს თბილისში ყოფნა და დიდი სურვილი მაქვს აუზზე ვატარო საღამოობითჩემთან ერთად და მერე ისევ წავა დასასვენებლად აგარაში. მე და დიმა კი აქ ვართ და ვმუშაობთ მართლა მთელი შემართებით და მთელი დატვირთვით, მე ფული მჭირდება ახალი მანქანისთვის . . .
ძალიან გავაპირადულე, არადა შემოდგომის ტრენდებისთვის დავიწყოთ მზადება მეთქი უნდა დამეწერა. :დ
მაგრამ ის რაც ცნობილი ბრენდების საშემოდგომო ტრენდებშია ნაჩვენები, რეალურად ჩვენთვის მხოლოდ ზამთარში თუ იქნება აქტუალური, შარშანდელი უთბილესი ოქტომბერი გახსოვთ ხო ალბათ, ნოემბერში კიდე ბათუმში თხელი – ძალიან თხელი ბლუზონით დავდიოდი.
მიუხედავად ამისა საშემოდგომო ტრენდებისთვის უნდა მოვემზადოთ, მანამდე კი для разминки შემოგთავაზებთ glamour.com-ის მიერ გაკეთებულ აქცენტებს, სერიიდან
Fall 2011’s Most OMG
Valentino Ankle-Strap Heels and Studded Clutch
Phillip Lim Kelly Green Carryall Bag
BluGirl Green Satchel
Jason Wu Embellished Booties
Marc by Marc Jacobs Saber Tooth Clutch
Tory Burch Blue and Black Crossbody Bag
მომდევნო დღეებში კი კონკრეტულად ტრენდებზე ვისაუბროთ, რა იქნება აქტუალური 2011 წლის შემოდგომაზე.















პოსტის II ნაწილში გამოყენებული ყველა სურათიდან თითო რაღაცაც რომ მაჩუქონ, მაინც მირჩევნია შენი ისეთი პოსტები, როგორიც პოსტის I ნაწილია : ))
წერეეე რა პირადულებიი, მომენატრაა.
რამე საინტერესო როცა ხდება ყოველთვის ვწერ
და როცა არ ხდება მარტო იმაზე ლაქლაქი რო სამსახური, სახლი, კაფე და კინო რაღაც დურაკობაა
და შეგრძნებები? ემოციები? რამის გავლენის ქვეშ ყოფნა? ან თუნდაც ნებისმიერ დურაკობაზე ცრემლთა ღვრა?
ვეკო _ sun_waiting
ეგ პერიოდი შენ გაქვს ეხლა და გამოიყენე
მე ყველაზე მძაფრად ამ ეტაპზე კალიების ხტუნვას აღვიქვამ და უსასრულოდ მათზე ხომ არ ვილაპარაკებ?
Phillip Lim Kelly Green Carryall Bag ჩემი ფავორიტი:)
http://shu84.blogspot.com/
ბევრი რამ მომეწონა. მონინდა ეხლა შოპინგზე ყოფნა
რა ჯობია გემოვნებიანად ჩაცმას
ჰო, ეს პერიოდი მაქვს, მაგრამ არაფრის წერა არ მინდა. არადა თან ვიცი, რომ მერე მომინდება გავიხსენო რა ხდებოდა და რას განვიცდიდი ამ დროს. მაგრამ გულს კიარადა, ტვინს ვერ ვუბრძანებ
ყელსაბამის და ბრასლეტის სურათები გამოვაგზავნე
))))
ხო რაც შეეხება კალიას, იმ ქვეყანაში სადაც ეს ბრასლეტია დამზადებული ჭამენ და თან ერთობ ნაზი და გემრიელი ხორცი ჰქონია
ვნახე სურათები, დიდი მადლობა
ჭამა კი არა გუშინ საძინებელში შემოგვიხტა 3 საათზე ღამე
მთელი კორპუსი გავაღვიძეთ მგონი ისე დავსდევდით ვიდრე მოვკალით
რანაირად შეიძლება მოგაწოდო, მე თბილისში არ ვარ
Marc by Marc Jacobs Saber Tooth Clutch მინდა !!
ვფიქრობ მწვანე მოგიხდება
გარუჯულზე განსაკუთრებით
ველოდებოდი ამ პოსტს
1 კვირაში სტამბულში მივდივარ და ალბათ საშემოდგომო შოპინგსაც მანდვე მოვაწყობ
ასე რომ 1 კვირა აქტიურად ველოდები შენგან რჩევებს და იდეებს საშემოდგომო ტრენდებზე
შენ ხომ არ აპირებ თურქეთისკენ, სიამოვნებით ვიშოპინგებდი შენთან ერთად
Victoria Beckham Scarlet Tote
შესანიშნავი ჩანთაა, ვიქონიებდი
BlueGirl-ის ჩანთა მომწონს