MUST HAVE… ყველა ქალისათვის

მინდა დავიწყო მცირე გამოკვლევა თქვენი აზრით რა არის ის ნივთები რაც აუცილებლად ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. ეს სია შეიძლება უსასრულობამდე გაიზარდოს, მაგრამ მაინც საინტერესოა ყველას აზრი, დავიწყებ რამდენიმეთი და მერე კომენტარებით განვავრცოთ:

1. ქლაჩი – ჩემი აზრით ერთი ცალი უნივერსალური ვერსია აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს ყველა ქალს, დანარჩენი კი გემოვნების და შესაძლებლობის მიხედვით

2. ტყავის ხელთათმანი – განუყრელი ნივთი ზამთარში ნებისმიერი ქალისათვის ვისაც თავისი ხელები უყვარს

3. ქამარი – წვრილიც და მსხვილიც, სხვადასხვა ფერის და პრინტის, მოკლედ რაც მეტი მით უკეთესი

4. აბრეშუმის კამისოლი– ძალიან გრილი, ლამაზი და სექსუალური

5. შავი ტუში– მოცულობისაც და დამაგრძელებელი

6. ქოლგა – რომელიც სამწუხაროდ მე არ გამაჩნია, არადა საჭიროა. ერთი რამე კარგი ქოლგა უნდა ვიყიდო

7. ბერეტი, ან სხვა რამე სახეობის თავსაბურავი ქუდის ტიპის – მოხდენისდა მიხედვით

8. შავი ჩექმა ფლეტი – უქუსლო, ზამთარში ძალიან პრაქტიკულია და ბევრი სხვადასხვა აუტფიტის აწყობა შეიძლება

9. ყოველდღიური მოხერხებული ფეხსაცმელი

10. შთამბეჭდავი ყელსაბამი – შედარებით დიდი ზომის და დიდი თვლებით

11.  ფრჩხილების წითელი ლაქი

12. კარგი საცურაო კოსტიუმი, ბიკინი ან ერთიანი

13. ძვირფასი, კარგი ხარისხის თეთრეული

კიდევ გავაგრძელებდი სიამოვნებით, მაგრამ დრო აღარ მაქვს, დანარჩენი თქვენ განავრცეთ 🙂

 


 

 

 

Comments

comments

30 thoughts on “MUST HAVE… ყველა ქალისათვის

  1. ჩორვენი says:

    ჰმ რა ტქმა უნდა რამე სუპერძერსკი და ძალიან ეფექტური გადაადგილების საშუალება ბორბლებზე.

    სათვალე, ლამაზი ტაკოებისთვის შეუმჩნევლად თვალის გასაყოლებლად 😀

    ლამაზი, ჭრელი, აბრეშუმის ყელსახვევ/თავსაფრები <3

  2. Taa says:

    მაგდუ – მართალი ხარ, შენ მოიგე ჩემი ღიმილი და სიყვარული

  3. ჭინკა says:

    მე სულ ვამბობდი, რომ როცა შედარებით გავიზრდები აუცილებელია მქონდეს შავი სადა მაღალქუსლიანი. ქლაჩი და შავი კლასიკური კაბა.

    ეს ეს აუცილებელია!

    ჩვეულებრივ ტანსაცმელთან ერთად კარადაში აუცილებლად უნდა მომეპოვებოდეს საღამოებზე ივენთებზე დასასწრებად შესაფერისი კაბები:)

    ქლაჩები ძალიან მიყვარს და მინდა ბევრი ბევრი ლამაზი მქონდეს. <3

  4. ირინკა says:

    ჩემი მასთ ჰევი- უბრალოებიდან-ელასტიკი, მომჯდარი შავი ზედა(ყელით, მის გარეშე, მკლავით და მის გარეშე)

    შავი”პატარა” კაბა,შავი ფეხსაცმელი-რომელიც არ გამაჩნია(როდესაც გადავწყვეტ რომ შავი უნდა ვიყიდო, ყოველთვის რაღაც ფერი გამომიხტება და უარს ვერ ვეუბნები ასეთ ზეწოლაზე :D)

    ძააალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვანაირი აქსესუარები: დღის-ღამის, დიდი-პატარა, წვრილი-მსხვილი, ოქროსფერი-ვერცხლისფერი-სხვა ფერი…რაც,ზემოთნათქვამ პატარა კაბას სულ სხვადასხვა ელფერში წარმოაჩენს…ისე კი შენი თქმის არ იყოს თათა, სია უსასრულოა და მეც ბევრი ვილაქლაქე 😀

  5. დია says:

    ძალიან მაგარი სათვალე;
    ციფრული, აიფონი და აიპოდი :დ

  6. პიპა says:

    კიდევ გავაგრძელებდი სიამოვნებით, მაგრამ დრო აღარ მაქვს, დანარჩენი თქვენ განავრცეთ

    გემოვნებაა საჭირო

  7. ლილუ says:

    ჩემი სია ასეთია
    1. კარგი სათვალე
    2.ჩანთა
    3. ფეხსაცმელი
    4.ტონალური კრემი
    5.რუმიანა
    6.ტუში
    7.ტუჩის საცხი
    8.საყურე
    9.საათი
    10.მანიკური
    11.კარგი თეთრეული
    12.ქამრები
    13. შარფი

    ეს უცებ რაც გამახსენდა თორე ქალს იმდენი რამე ჭირდება ვინ მოსთვლის;)

  8. Taa says:

    ხოო, ვინ მოსთვლის

    ხოდა მაგიტომაც საინტერესოა ვინ რას დაწერს უფრო განსხვავებულს 🙂

  9. MrsMarch says:

    ლეპტოპი! მე პირადად ნებისმიერში გავცვლიდი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან (ფულის გარდა რა თქმა უნდა თუ ეს ფული ბევრად მეტია ვიდრე ჩემი ლეპტოპის ფასი)

  10. Taa says:

    გოგლიკო

    რა არის ყველაზე მთავარი? გაგვანათლე?

    Ula

    მართალი ხარ, ყველაზე ყველაზე მასთ ჰევია 🙂

    ანანო,
    რამდენი გიწერია 🙂
    მესიამოვნა, 7000 კომენტარს რომ მივუახლოვდებით აუცილებლად შეგატყობინებ
    ჯერ ადრეა 🙂

  11. სალლო.მე says:

    ჩემი must have:
    ყოველდღიური: სათვალე მზის. ტუში და თვალის ფანქარი. დიდი ჩანთა. საათი.

    ზოგადად: little black dress, “გამოსასვლელი” ხელჩანთა, მარალქუსლიანი ფეხსაცმელი.

  12. Taa says:

    Gii

    whisky – დარწმუნებული ხარ?
    საშინლად არ მიყვარს, ერთი ყლუპიც კი ყველაფერს მიწვავს ორგანიზმში
    მარტინი – დაგეწერა სჯობდა 🙂

    მეორეზე გეთანხმები 🙂

  13. ეკა says:

    მაგდუმ სწორად თქვა…
    ვეკომ დაწერა ჰიგიენური საფენიო-რაც ნამდვილად სწორია :))))))))))))))))))))))

    ხო დანარჩენს ვერ დავამატებ ყველაფერი დაწერეს გოგოებმა…

    ვისკის ვერ დავეთანხმები მხოლოდ…მეც მარტინი მირჩევნია თაა:))))

  14. ჭინკა says:

    ძალიან ბევრი რამის ჩამოწერა შეიძლება..
    რაც ჩამოიწერა მათი უმეტესობა ისედაც აქვთ ქალებს/გოგონებს : )

    აუცილებლად უნდა ჰქოდნეს რამდენიმე წყვილი ქუსლი. დახურულ ცხვირიანი და ღიაც. :))

  15. gogliko16 says:

    tAA
    ყველაზე მთავარი კაცისთვის მაგარი ქალია, ნუ ეხლა ეს სხვა თემაა. შესაბამისად ალბად ქალისთვისაც კაცი. ეს აქსესუარები ისე ევას არ ქონდა, მაგრამ ადამი მაინც გიჯდებოდა მასზე :))))
    (მე მაგალითად სხვა ბევრი მამაკაცებისაგან განსხვავებით ვაშლის პონტში ქალებს ვაპატიე)… რა შუაშიააააააა?
    დღეს დადგა ნანატრი დრო და სურათები ჩავტვირთე კომპში იმ ყელსაბამი-ბრასლეტის, ხოდა იქნებ ვიღაცამ ამიხსნას კონკრეტულად სად დავდო ან სადმე რომ გამოვაგზავნო ეს სურათები. მე მაგალითად მრცხვენია უკვე, რაღაც ისე გამომდის თედო და მგლები როა… მგლები მოდის მგლები მოდისო და რომ არ უჯერებენ. რა კაი საიტია ისე, წერე რამდენიც გინდა ხელს არავინ გიშლის :)))
    თან კაი ხასიათზე ვარ. აურა გაქვს მაგარი. დილით შემოვალ და წარმატებული დღე გარანტირებული მაქვს. ხან საღამოს დაღლილზე, ტვინი რო არ აზროვნებს, ყველაფერი რომ გეზარება და ამ დროს სადღაც რესტორანში უნდა წახვიდე დასალევათ, ეს მთვრალი ხალხი კიდე კალიებივით რომ დახტიან დიდი ყანწებით, ღვინით სავსე ლუდის კათხებით … დღეს მაგალითად ზღვაზე მივდივარ და მიხარია. კი იქნება ზღვა ადუღებული, მაგრამ ფიჭვნარში ღამით ნიავი ქრის და გრილა, თან მერე ციცინათელაში წავალთ, იქ ცივ ლუდს დავლევ და ….
    მასწავლეთ ვიღაცამ რა სურათების ატვირთვა. მოგმართავთ ყველას, გამოიჩინეთ გულისხმიერება. დარეკეთ მაგთიდან და ჯეოსელიდან :))))

  16. Taa says:

    gogliko16

    დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის

    გამომიგზავნე მეილზე სურათები
    taa@taa.ge

  17. სესილი says:

    წითელი ლაქი რატომ არის აუცილებელი ? )

  18. taknatuna says:

    აუ კელის ეგ ქამარი მეც ძნ მომწონს, ძალიან ხშირად უკეთია, და ის გულებიანი ქლაჩიც ძალიან ლამაზია, მომწონს ქლაჩები, ძალიან უხდება ტანსაცმელს

  19. კესო says:

    თაა-მითხარი გთხოოვ..როგორ აკეთებ საიტებს?

  20. ქეთა says:

    ეპილატორი გიწერიათ?

    პინცეტი?

    და ფრანგული მანიკურის გასაკეთებელი სეტი !!! – აუცილებლად

    ფეხის სკრაბი – მის გარეშე ნიკაკ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *