სად ვიყიდოთ სილამაზე?

ამბობენ ფულით ყველაფერს იყიდიო, მაგრამ ასეც არ არის, ფულით ვერ იყიდი უამრავ უმთავრეს რამეს ცხოვრებაში, თუმცა ამავე დროს ფულით იყიდი ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში – მაგალითად სილამაზეს.

სილამაზე იყიდება! მაგრამ ძალიან ძვირად :)

რა სჯობია ლამაზ, მოვლილ სხეულს? მითუმეტეს თუ დრო და ფინანსებიც გიჩნდება ამ ყველაფრის მისაღწევად?

რამდენიმე თვეა არანაირი განსაკუთრებული ნაბიჯი თავის მოვლისთვის არ გადამიდგამს, თუ არ ჩავთვლით ელემენტარულ სალონური ვიზიტებს რაც ძალიან ყოველდღიური ან ყოველკვირეულია ზოგადად. ყველაფერი ეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ბავშვის გამო . . .

მაგრამ აი დადგა ზაფხული, ვიკი გავამგზავრეთ დასასვენებლად და გადავწყვიტე სერიოზულად დავკავდე ჩემი თავით, რა თქმა უნდა პირველ რიგში ზაფხულში ქალებს დეპილაციის თემა გვაწუხებს. რას მივმართოთ რა გავიკეთოთ რომ მაქსიმალურად კომფორტულად და მოვლილად ვიგრძნოთ თავი ზაფხულში?

ზოგისთვის ვაქსინგიც საკმარისია – თმა ძალიან მორჩილი და სუსტი აქვთ და 1 თვეც კი აღარ სჭირდებათ ხელის ხლება. ზოგი იღლიაშიც კი ვაქსინგს იკეთებს, ესენი განსაკუთრებით მაზოხისტები მგონია – მე ვერ გავუძლებდი.

ხოდა სწორედ იმ დროს როდესაც უკვე დროც და თანხაც მქონდა, ერთმა ძალიან მეგობრულმა კომპანიამ გააკეთა ძალიან მეგობრული აქცია. საუბარია vovovo.ge-ზე, რომელმაც ბოდილაინის 100 ლარიანი ვაუჩერები 63 ლარად შესთავაზა საიტის მომხმარებლებს და რა თქმა უნდა მეც არ დავაყოვნე და 2 ცალი შევიძინე სასწრაფოდ.

რადგან გადავწყვიტე რომ წელს ის ზაფხული და შემოდგომა უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში როდესაც, დეპილაციის თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვკვეთო საზრუნავთა თემიდან.

200 ლარით ბოდილაინში კი შესაძლებელია ორივე ფეხის თავიდან ბოლომდე გაკეთება და ბონუსად ბიკინს გჩუქნიან, ხოლო რადგან იღლიაც მანდ მქონდა გაკეთებული საჩუქრად იღლიის კორექციაც მოაყოლეს და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

2 დღის წინ ჩავეწერე და გუშინ საღამოს ვეწვიე აღმაშენებელზე მდებარე ბოდილაინის ერთ ერთ ცენტრს, სადაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ ძალიან საყვარელი გოგოები მუშაობენ, ძალიან ყურადღებიანნი და მეგობრულები.

მოკლედ გუშინ საღამოს ვეწვიე ბოდილაინს, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა გუშინდელი ვიზიტის ამბავი ამიტომ შევეცდები დეტალებში აღვწერო.

აუცილებელია:

ლაზერული ეპილაციის მსვლელობისას არ მოიხსნათ სათვალე რომელსაც გაძლევენ.

აღიჭურვოთ მოთმინებით და გამძლეობით რადგან ლაზერის დანათებაც კი წვივებზე განსაკუთრებით წინ ძვალთან ისეთი მტკივნეულია რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

მაქსიმალურად გაიგოთ როგორ მოუაროთ ნაეპილაციებ ადგილებს პროცედურის შემდეგ, ეს ყველაფერი გამოკითხეთ ექიმს რომელიც გიკეთებთ ეპილაციას.

ლაზერის პროცესში უნდა გისვამდნენ სპეციალურ პანტენოლის დამწვრობის საწინააღმდეგო ქაფს.

არ გქონდეთ ილუზია რომ მეორე დღესვე მოკლე ქვედაბოლოთი გახვალთ სახლიდან.

უნდა იცოდეთ რომ ლაზერის შემდეგ, იმ ადგილებზე რომლებიც გიჩანთ მზის დასანახათ მინიმუმ 10 დღე მაინც უნდა ისვამდეთ მზისგან მაღალი დამცავობის მქონე კრემებს.

არ დაიბანოთ იმავე დღეს ან უახლოესი 7–8 საათის განმავლობაში.

სასურველია:

წაიღოთ აიპოდი ან ნებისმიერი ნივთი რათა მოუსმინოთ მუსიკას, ეს ცოტა შეგიმსუბუქებთ ტკივილს

იქონიოთ სახლშიც დამწვრობის საწინააღმდეგო რამე კრემი და საღამოს მაინც გადაისვათ

უნდა იცოდეთ:

ლაზერული ეპილაცია არ ნიშნავს რომ ხვალვე ფეხები ან ნებისმიერი სხვა ადგილი სიგლუვეს შეიძენს, არა თქვენ ჯერ კიდევ მტანჯველი 10 დღე გაქვთ წინ, ვიდრე ეს დამწვარი ადგილები ამოიწვერება და დაგცვივდებათ, აი 14–16 დღის შემდეგ კი თვენახევარი – ორი თვე თქვენ მართლაც საოცარი განტვირთვა და სიამოვნება გელით, თქვენი ფეხები პატარა ბავშვის კანივით გლუვი და რბილი იქნება.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ლაზერი ბიკინზე და ბარძაყებზე გაცილებით უმტკივნეულოა ვიდრე წვივზე, თუმცა ამბობენ, წვივებზე მესამე მეოთხე გაკეთებაზე აღარ არის ასეთი მტკივნეულიო :)

ველოდები 10 დღის გასვლას :)

პოსტების სერია “სად ვიყიდოთ სილამაზე?” გაგრძელდება და სავარაუდოდ შემდეგი იქნება რომელიმე სპა სალონი, ასე რომ დაელოდეთ :)

 

 

 

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to სად ვიყიდოთ სილამაზე?

  1. ნინო says:

    მე “შაინში” დავდივარ ხოლმე, მანდ არ ვყოფილვარ არასდროს

  2. 10-12 დღეში მართლაც სამოთხეში იქნები ;)

  3. ელა says:

    კარგიაა მე ბიოს ვიკეტებ ხოლმეე.და ეხლა ვიზდი რომ ზღვისთვის მოვწესრიგდეე.აუ წელზე მაქ ქერა ბუსუსები და იმასაც მივაყოლებ.

  4. ლინ says:

    ლაზერული ეპილაციის შემდეგ ნამდვილად საერთოდ გაქრება თმა თუ მაინც ილუზიაა? რამდენი სეანსია საჭირო ფეხზე თმის მოსაცილებლად?

  5. antimelancholy says:

    მე გავიკეთე მულხს ქვემოთ & კორექცია მიწევდა & რომ მივეიდ გამომაბუძულეს :D ზაგარი მქონდა

    ასე რომ +1 რჩევა – ზაგარს უნდა ერიდო მაქსიმალურად, მე ხვალ მივდივარ ზღუააზე & კიდევ ოდნავ დავიზაგრები & სექტემბრამდე არ დავილაზერებ.

    მოთმინებაზე მართალი თქვი :( 1ად1 სადაც არ მტკენია ზედა ნაწილია(მუხლის უკან & ოდნავ ქვევით როა კუნთი & ხორცი აი ეგ) დანარჩენზე ძვალი სდაცაა გავგიჟდი კინაღამ.

  6. Taa says:

    ლინ

    სიმართლე გითხრა მე არ მჯერა ლაზერით თმის გაქრობისა
    ჩემთვის ისიც საკმარისია რომ თვე დავისვენებ და არ მექნება ხშირად საპარსი
    ასე რომ ამისთვის ღირს ფულის დახარჯვა

    antimelancholy
    ხოო ზუსტად თქვი, მანდ არც მე მტკენია, მშვიდად ვიჯექი და ვესაუბრებოდი ექიმს :

  7. lenka says:

    ვაა, ყოჩაღ – რა მაგარი გოგო ხარ
    მთელი 2 თვე სექსუალური სლიკინა ფეხები გექნება :)

    მე ვერ ვრისკავ ჯერ კიდევ – ტკივილის მეშინია და იმ 10 დღის ლოდინის მეზარება

  8. თამუნა says:

    საზღვარგარეთ ეპილაციას ზაფხულში არავინ გაგიკეთებთ :) )

  9. Gadya says:

    200 ლარი ფეხებზე? :O
    ბოლოს რო ვიყავი მედიში 98 ლარი დამიჯდა მთლიანად ორივე ფეხი

  10. Taa says:

    თამუნა

    აქაც ძალიან მკაცრად გამაფრთხილეს მზეზე თუ გაქვსლ 50სპფ–იანი კრემი წაისვი 2 კვირის განმავლობაშიო

  11. თინათინ says:

    საბოლოო შედეგს რომ მიიღებ უკვე სლიკინა ფეხებს – აქ დაწერე რე კომენტარებში, ან სურათიც დადე

    და რაც მთავარია – დაწერე რამდენ ხანში ამოგივა რომ ამ თუ არა შემდეგი ზაფხულისთვის მაინც გავითვალისწინოთ ყველამ

  12. დიანა says:

    აუ რავი მე ყველა მაშინებს არ გაიკეთო არ გაიკეთოო

    შენ მერამდენედ გაიკეთე თათ?
    დაველოდები შენს შედეგებს და იცოდე რომ ამ თემაში შემოვალთ ხოლმე და პერმანენტულად დაწერე რაა ყველა დეტალი
    რამდენ დღეში გაქრა სავი წერტილები
    რამდენი ხანი გაგიძლო
    და მერე ხომ არ ჰქონია კიდევ რამე გართულება?

  13. ხატია says:

    ბოდილაინში კისერთან გავიკეთე 2 ივნისს. 3 დღეში დამცვივდა. დღეს 18 აგვისტოა და ჯერ კიდევ არ ამოსულა თმა, ისე მიხარია. დამპირდნენ დაახლოებით 6 გაკეთებაში სულ გაგიქრებაო. ვნახოთ, ვნახოთ..

  14. Taa says:

    მე არ მაქვს ილუზია რომ ფეხებზე სამუდამოდ გაქრება თმა
    მაგრამ ის რომ 2 თვე არ ამოდის, რომ ნელ ნელა ღიავდება და ბუსუსდება – უკვე კომფორტს მიქმნის :)

  15. Lord Vader says:

    ყველა ახალ კომპანიას შემოვევლე მე, მაგრამ ეს ღიმილის ნიშანი თავიდანვე ცუდად მომხვდა, როგორც კი დავინახე (მაგათ ოფისზე).
    არ ვიცი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი მაგრამ – ამაზონის ლოგოს გავლენაა.
    ჰოდა, არაა ეგ კაი.

  16. სალო says:

    თათა, გააგრძელე ლაზერის კეთება თუ შეწყვიტე ერთის შემდეგ? თუ გააგრძელე შედეგები დაწერე:)

  17. Taa says:

    სალო

    სამწუხაროდ მოხდა ისე რომ თმის ფერი ისე გამიღიავდა რომ ლაზერი ვეღარ ხედავს
    და ამიტომ მხოლოდ წვივებზე თუ გავიკეთებ ხოლმე :(

  18. ტრანანა says:

    http://www.nomasvello.ge/

    ამაზე არაფერი გსმენიათ? უმტკივნეულოაო…თან ყველა ზონა 50 ლარიო…კარგად ჟღერს…ხო არავის მოგისინჯავთ…გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები…

  19. Taa says:

    ტრანანა

    არა არ მსმენია
    ალბათ არ არის ეფექტური თორემ უმალ მთელს ქვეყანას მოედებოდა

    მე პირადად ლაზერის და ელექტრო ეპილაციის გადრა არ ვაღიარებ არც ერთ სხვა ეპილაციას

  20. ტრანანა says:

    ლაზერია ესეც…თან პირდაპირ სახლთან მაქ და მიმიწევს გული… თუ გავრისკე გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>