Third Giveaway on Taa.ge

დაპირებისამებრ , აგვისტოც არ ჩაივლის გივევეის გარეშე.    🙂

ზოგადად შევეცდები რომ ყოველ თვე გავახარო ჩემი ერთგული მკითხველი სხვადასხვა სიურპრიზებით და საჩუქრებით, გივევეი ამ დიდი გეგმის ერთ ერთი ნაწილია და იმედს ვიტოვებ რომ საინტერესო და სახალისო პროცესები გველის, ისევე როგორც ორი წინა გივევეის დროს 🙂

Second Giveaway on taa.ge

The First GIVEAWAY on Taa.ge

ამჯერად საჩუქრის არჩევაზე 1 კვირა ვფიქრობდი, რა დამეწესებინა მზის სათვალე თუ თავის მოვლის საშუალება და უცებ დამხმარედ გამომეცხადა vovovo.ge

VOVOVO.ge ელექტრონული კომერციის მულტი სისტემაა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

– ამანათების გამოწერა და ჩამოტანა ამერიკიდან და ევროპიდან (აქვე უნდა დავამატო რომ სექტემბრის მოლოდინში ვარ, რადგან ევროპიდან გზავნილები სექტემბრიდან დაიწყება და საშუალება მექნება ZARA და სხვა ჩემთვის საინტერესო ბრენდები პირდაპირ ევროპიდან გამოვიწერო).

-ჯგუფური შეძენების შედეგად მიღებული ფასდაკლებების სერვისი – როგორიც იყო მაგალითად ჩემს მიერ ბოდილაინის ლაზერული ეპილაციის ჩეკების შესყიდვა დიდი ფასდაკლებით, თუ დაინტერესდებით ამ სისტემით აქ გადახედეთ.

– და ბოლოს სერვისი : შეიძინე ჩემთვის (Buy for me) -თუ თქვენ არ გაქვთ ბანკის პლასტიკური ბარათი ან თქვენი პლასტიკური ბარათით ვერ ხერხდება გადახდის განხორციელება, ვებ გვერდზე არსებულ შესაბამის განყოფილებაში(შეიძინე ჩემთვის) ჩააგდებთ იმ  ნივთის ბმულს რისი გამოწერაც გსურთ და VOVOVO.GE იზრუნებს თქვენთვის ამ ნივთის შეძენაზე.

ამჯერად კი ვოვოვო-მ დააწესა გივევეის საჩუქრად ფალიაშვილის 3 ნომერში მდებარე CG SALONის ვო- ჩეკი, რაც გულისხმობს სახის გაწმენდას და წარბების კორექციას აბსოლუტურად უფასოდ.

იმისათვის რომ სალონის მიერ დაწესებულ ვადებში ჩავეტიოთ, გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს შაბათს, ანუ შაბათს საღამოს დასრულდება გივევეი. კვირას გამარჯვებულს გადაეცემა ვო- ჩეკი, რომლით სარგებლობის ვადა არის მხოლოდ შემდეგი 1 კვირის მანძილზე.

დაგეგმეთ თქვენთვის სასურველი დღე ორშაბათსვე, დარეკეთ სალონში ნომერზე:

229 15 95 –  აუხსენით რომ თქვენ ხართ ვოვოვო -ს ჩეკის მფლობელი და ჩაეწერეთ აუცილებლად წინასწარ.

რაც შეეხება კონკურსის პირობებს:

1. აუცილებლად დაალაიქეთ ვოვოვოს Facebook-ის გვერდი, რადგან აქ თქვენ ყოველთვის საინტერესო ფასდაკლებები გელით, დატოვეთ კომენტარი სადაც მიუთითებთ რომ გადასული ხართ taa.ge-დან

2. მთავარი საკონკურსო პირობა: გამოიცანით რამდენი პოსტი არის დაწერილი taa.ge-ზე დღიდან მისი გახსნისა, რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია რომ ზუსტად გამოიცნობთ, მაგრამ ყველაზე მიახლოებული პასუხის მიხედვით აირჩევა გამარჯვებული

3. და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ taa.ge-ს გვერდის დალაიქებაც 🙂

რა თქმა უნდა დიდ მადლობას ვუხდი vovovo.ge-ს და თქვენ  წარმატებებს გისურვებთ.

გამარჯვებულს კი სასიამოვნო პროცედურებს 🙂 🙂 🙂

 

 

 

Comments

comments

38 thoughts on “Third Giveaway on Taa.ge

  1. გიგი says:

    1005 კომენტარი
    🙂

    თუ მოვიგე გავაჩუქებ 🙂

  2. ქეთა says:

    561
    არ ვარ მაგ სალონში ნამყოფი
    ვნახავდი სიამოვნებით

  3. სოფია says:

    598 :))))))))))))))))))

    როგორ მიყვარს ეს ბლოგი 🙂

  4. gogliko16 says:

    აუუუუუუუ
    დღეს ერევნის და ერევნელი გაიშნიკების ამბავი წავიკითხე. სერიოსულად ვიხალისე. თან ეს ამბავი მოვყევი და წლის საუკეთესო კურიოზად ვაღიარეთ. ანკესი პრიზად დიმას მისი სპინინგით

  5. Taa says:

    gogliko16

    ააააა, ხოო მაგარი პრიკოლი იყო ერევანი :
    დიმას მაგრად უყვარს თევზაობა, იცი რამე სათევზაო ადგილები ურეკთან?
    ჩვენ 2-ში ჩამოვდივართ

  6. დიანა says:

    555 – პოსტი

    500 მეტი რომ არის არქივებიდან მივხვდი მაგრამ დავამრგვალე და ლამაზი ციფრი დავწერე
    თუ მოვიგებ გამიხარდება

  7. Taa says:

    დღეს საღამოს 8დან 10-მდე გამოცხადდება გამარჯვებული

  8. ნინო says:

    625-630 მდე პოსტია ალბათ ამ საიტზე დაწერილი , მე ასე ვფიქრობ 🙂

  9. მეგი says:

    დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ 590 პოსტი :)))

  10. Taa says:

    And the winner is……………

    Irinka 🙂 🙂 🙂

    ზუსტად 588 პოსტია დღეისათვის taa.ge-ზე დაწერილი და ზუსტად გამოიცანი ჩემო კარგო

    ასე რომ სილამაზის სალონი შენს განკარგულებაშია

    გილოცავ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა vovovo.ge-ს და ყველას ვინც მიიღეთ მონაწილეობა

    დაველოდოთ 7000 კომენტარის გამარჯვებულსაც 🙂

  11. ჭინკა says:

    აუ:( როგორ დამწყდა გული:(
    სულ დავთვალე და რანაირად გამომრჩაა:(

  12. ირინკა says:

    აააა…ვაიმე, მთელი დღის განმავლობაში არ ვიყავი, და გვიან მომივიდა ნახვა… ძააან გამიხარდა 😀 მადლობ შენ და მადლობ vovovo-ს :*

  13. მოდელი გოგონა says:

    ირინკას ვულოცავ და სამომავლოდაც წარმატებებს ვუსურვებ

    მე ისრა დამრჩენია 7000 კომენტარის გათამაშებას დაველოდო
    მეც მინდა პრიზი თაა.ჯისგან 🙂 <3

  14. MrsMarch says:

    ნუაი მე როგორც ყოველთვის დოქს ვჯერდები. ხოდა იმედია 7000 მაინც იქნება ჩემი ^^

  15. ბარბარე says:

    ვაა, რა კეთილი ბლოგია
    ცუდია რომ გვიან შემოგიერთდით

  16. Matrix says:

    viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *