2011 წლის ფერადი ზაფხული

მართალია უკვე შემოდგომის ტრენდებზე დავიწყე საუბარი, მაგრამ ზაფხული ჯერ კიდევ ძალაშია “в самом разгаре” როგორც ამბობენ.  ამბობენ წელს სექტემბერიც ზაფხულივით იქნებაო და გრილი სამოსის ოქტომბრისთვის გადადება მოგვიწევს, რაც ალბათ ყველას გვიხარია ვისაც ზაფხული გვიყვარს.

სექტემბრის “ხავერდოვანი სეზონი” ზღვაზე ბევრი ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული პერიოდია, მეც პირადად დასასვენებლად სექტემბერში ვაპირებ წასვლას.

და რადგან ჯერ კიდევ ხანგრძლივი ზაფხული წინ გვაქვს, მინდა ძალიან საინტერესო “ლუქები” შემოგთავაზოთ, ეს არის რეალური ქუჩის მოდა ჩვეულებრივ რიგით ადამიანებზე.

ყველა ამ სურათზე წარმოდგენილი ადამიანი არის ბლოგერი, ზოგი მოდაზე წერს, ზოგი ლაიფსტაილზე, ზოგი გართობაზე, ზოგი თავის მოვლაზე. თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა

ლურჯი და ფორთოხლისფერი ამ ზაფხულს ერთ ერთი ყველაზე პოპულარული შეხამება იყო

აქტუალურობას არ ჩალმები კარგავს თავზე

შარფი და ფერადი შარვალი

წითელი კაბა და ყავისფერი აქსესუარები

ისევ ფორთოხლისფერი – ამჯერად ზოლებთან შეხამებული

ნეონისებრი  კაშკაშა აქსესუარები და კოპლები – მილიტარისთან შეხამებული :)

ლურჯი კაბა და პითონის პრინტიანი ქლაჩი

ფორთოხლისფერი კაბა

გრძელი, გრძელი ქვედაბოლო

შორტები და ფერადი კედები, თბილისში განსაკუთრებით პოპულარული ლუქია :)

გაგრძელება იქნება . . .

 

This entry was posted in FASHION and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to 2011 წლის ფერადი ზაფხული

  1. ნატალი says:

    პირველ ფოტოზე რომ ბასანოშკი აცვია დავიშოკეეე

  2. lenka says:

    სტაფილოსფერი და ლურჯი ლამაზი შეხამებაა – ისევე როგორც წითელი და ლურჯი

    ზოგადად ლურჯი ფერი ნარუჯზე ძალიან მომგებიანია
    ტურბანებიც მომწონს თავზე და შენც ძალიან გიხდება

  3. ქსენია says:

    ხოო კეტები და შორტები მართლა თბილისი სტაილია :)

    რას ვიზამთ – ჩვენი კარმაა ერთფეროვნება

  4. მეგუნა says:

    ყველა ლუქი მომეწონა აბსოლუტურად
    ყველა ყველა ყველა

  5. fashionmix says:

    chiara-ze vgijdebi … umagresi gogoa

  6. თინათინ says:

    შესანიშნავი ლუქებია
    თათ, შენი ბოლო სურათებიც ძალიან მომეწონა ფეისზე,
    თავზე გაკრული და სათვალეებით – გიხდება :)

  7. ქეთა says:

    წითელი კაბა და ყავისფერი აქსესუარები მომეწონა განსაკუთრებით და ვისაც აცვია ის გოგოც

    კიარა-ზე ხო საერთოდ ენა მივარდება ისე მომწონს . . .

    ძალიან ლამაზია ასევე აი ეს ნაკრები
    “ნეონისებრი კაშკაშა აქსესუარები და კოპლები – მილიტარისთან შეხამებული”

  8. ელა says:

    ყველა ძალიან მომეწონა განსაკუთრებით გამოვარჩევდი ლურჯი შარფი და ვარდისფერი შარვალი იყოოო ძაან მოდური

  9. A Magazine says:

    თაა ძალიან კარგი “ლუქები” შეარჩიე! ყველა ძალიან მომწონს! ვარდისფერშარვლიანი რა კარგი გოგოა და ჩაცმულობაც მომეწონა და განსაკუთრებით თეთრი balenciaga <3 მაქსი კაბებიც ძალიან მომწონს. თუმცა მაღალყელიანი უფრო მირჩევნია. მე ფეხებთან შედარებით ბევრად წვრილი წელი მაქვს და ზუსტად რომ მაგას უსმევს ხაზს და ბევრად უფრო კოხტას აჩენს ადამიანს:)))
    ასევე მილიტარი შარვლიანს რა კარგი ბეჭედი უკეთია!
    კარგი სურათებია. good for some inspiration! მადლობთ თაა!

  10. Taa says:

    ეგ ვარდისფერშარვლიანი კიარა ფერანია, იტალიელი ბლოგერი გოგო რომელიც უკვე მესამე წელია ერთ ერთი ყველაზე ცნობილი Fეშენ ბლოგერია
    გარდა ამისა აქვს თავისი ფეხსაცმლის ხაზიც
    ულამაზესი და უგემოვნებიანესი გოგოა, 3 წელია ჰაერივით ვისრუტავ ხოლმე მაგის პოსტებს :)

  11. ძალიან, ძალიან ფერადოვნებაა :)

  12. საერთოდ ქლაჩებზე ხომ მაბოდებს და ჭკუას ვკარგავ, მაგრამ აი ეს ფორთოხლისფერი არანორმალურად კარგია <3 სად ვიშოვო ახლა ასეთო? :(
    და წითელის და ყავისფერის შეხამებაც <3

  13. შუ says:

    ლამაზი ფერებია:)

    http://shu84.blogspot.com/

  14. თინათინ says:

    ჰექსე, ეგ ჩანთა ჰერმესისაა ასე რომ ჯერ ფულები მოიმარაგე და შოვნით იშოვი მაგაზე არ იდარდო :)

    ლურჯი ფერი ძალიან მომგებიანია ზოგადად

  15. დიანა says:

    პირველი სურათის შლაპას, ჩანთას და ფეხსაცმელს ვისურვებდი ზღვისთვის

    და იმ ფორთოხლისფერ ქლაჩს რა თქმა უნდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>